Connect with us

კულინარია

კიტრს ვჭამ, მარინადს ვაყოლებ – ზაფხულის ცხელ ამინდებში უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებთ

კიტრის მწნილს ყველაზე ხშირად ძმრით ამზადებენ. როგორც კონსერვანტი, ძმარი საშუალებას იძლევა, რომ მასში შენახული ბოსტნეული არა თუ გაფუჭდეს, არამედ შეინარჩუნოს ვიტამინების ნაწილი მაინც. ასევე, იგი კერძს მომჟავო გემოსაც ანიჭებს.

მაგრამ ძმარი შეიცავს ალკოჰოლს, რაც ყველას არ უყვარს, ამიტომ, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი. იგი ნატურალური, ბუნებრივი კონსერვანტია. გთავაზობთ ლიმონის წვენით მომზადებული კიტრის მწნილის რეცეპტს.

კიტრის მწნილი ლიმონის წვენში

ინგრედიენტები

  • 600 გრ კიტრი
  • 1 ლიმონი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ღერი კამა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 მიხაკის კვირტი
  • 1/2 ჩ/კ მდოგვის მარცვალი
  • 3 მარცვალი შავი წიწაკა
  • 3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 150 გრ შაქარი
  • 40 გრ მარილი

მომზადება

1. ამ რაოდენობის ინგრედიენტები 2-ლიტრიანი ქილისთვის იქნება საკმარისი. ჩაალბეთ კიტრი ცივ წყალში რამდენიმე საათით. შემდეგ გარეცხეთ და კუთხეები ორივე მხრიდან მოაჭერით.

2. სტერილურ ქილაში მოათავსეთ კამა, შემდეგ კი ყველა სანელებელი. მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრი, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთით.

3. ჩაასხით ქვაბში 1 ლიტრი წყალი, გახსენით მასში შაქარი და მარილი და აადუღეთ.

4. ადუღებული ხსნარი დაასხით კიტრს და ზემოდან დაადეთ დაჭრილი ლიმონი. მაშინვე მოხუფეთ ქილა, ჩააბრუნეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

რამდენიმე დღეში შეგეძლებათ დააგემოვნოთ მზა კიტრის მწნილი. ლიმონით მომზადებულ კიტრს არაჩვეულებრივი არომატი და გემო აქვს, ამაში კი თავადაც დარწმუნდებით, როცა მწნილს ამ მეთოდით მოამზადებთ.

თუ მწნილს ზამთრისთვის ამზადებთ, შეინახეთ იგი მშრალ და ბნელ ადგილას. გემრიელად მიირთვით!