Connect with us

ჯანმრთელობა

კიტრის 5 საოცარი თვისება, რომლებიც ვიწრო წელის მიღებასა და ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ

წონაში დაკლება გსურთ? ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ჭამთ. სწორი პროდუქტები აირჩიეთ. ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია კიტრი. ის წიდებს, ტოქსინებს, ზედმეტ სითხეს გამოდევნის, ორგანიზმს ვიტამინებით და მინერალებით ამდიდრებს, მის გაჯანსაღებას ხელს უწყობს. ცხიმი პირდაპირ თქვენს თვალწინ დნება!

როგორ მოქმედებს კიტრი ცხიმზე

კიტრს მუცლის ცხიმის შემცირება შეუძლია. ბევრი წყლის და უჯრედისის შემცველობით ტოქსინებს გამოდევნის, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და მეტეორიზმს, სითხის შეკავებას და ყაბზობას ეფექტურად ებრძვის. მისი ფლავონოიდები სისხლში ცუდი ქოლესტერინის (86%–ით), ტრიგლიცერიდების (72%–ით) და შაქრის დონეს ამცირებენ. ნახევარი ფინჯანი დაჭრილი კიტრი არც ერთ გრამ ცხიმს არ შეიცავს და მხოლოდ 8 კალორიაა.

მუცლის ცხიმი ადამიანის ჯანმრთელობას პოტენციურ საფრთხეს უქმნის და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ჰიპერტონიის და სიმსივნის განვითარების რისკთან კავშირშია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დაგროვებული ცხიმის მოშორება ადვილი არაა. ამისთვის რაციონში კალორიების და ცხიმების შემცირება მოგიწევთ. სწორედ ამიტომ, უჯრედისით მდიდარი და დაბალკალორიული კიტრი იდეალური ვარიანტია თქვენი წელის ერთხელ და სამუდამოდ შესამცირებლად.

მუცელში ცხიმის დაგროვება შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, ყაბზობით, კვებითი ალერგიით, გადაძღომით, ბაქტერიალური გაღიზიანებით ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. ორგანიზმის დაბერების პროცესი, ნივთიერებათა ცვლის შენელება, სისხლში ქოლესტერინის და შაქრის მაღალი დონე, ჰორმონალური დისბალანსი, ორსულობა და მენოპაუზა ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს.

კიტრი ცხიმს არ შეიცავს. დაბალკალორიულია, შაქრის მცირე შემცველობით. სამაგიეროდ მინერალებით და A, C და K ვიტამინებით მდიდარია. უფრო მეტიც, ყაბზობის პრევენციას უზრუნველყოფს, ნაწლავებში გაზების დაგროვებას და შებერილობას ამცირებს, რაც წიდების და ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე ხდება.

კიტრი სისხლში საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შაქრის დონეს ამცირებს. მათი მაღალი დონე მუცლის ზრდას ხელს უწყობს.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ კიტრის 5 საოცარი თვისების შესახებ, ასევე გთავაზობთ სასარგებლო კოქტეილს ორგანიზმის გასაწმენდად.

1. ტოქსინებს გამოდევნის და მუცლის შებერილობას ამცირებს

პერიოდულად ბევრს აწუხებს მუცლის შებერილობა, რომელსაც თან ახლავს გადავსების უსიამოვნო შეგრძნება და ზოგჯერ ტკივილი. ამ შემთხვევაში კიტრის თესლი დაგეხმარებათ.

მას გამოხატული შარდმდენი ეფექტი აქვს, ზედმეტ სითხეს და ტოქსინებს გამოდევნის, რაც გაზების წარმოქმნას და კუჭის კუნთების შეკუმშვას ამცირებს. აიურვერდის სპეციალისტებმა კიტრის თესლის შარდმდენი თვისების შესახებ კარგად იციან.

2. ყაბზობას აქრობს

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა ან ყაბზობა ნაწლავებში გაზების წარმოქმნას ხელს უწყობს. დიდი რაოდენობით წყლის და უჯრედისის შემცველობის გამო კიტრი ამ პრობლემას წარმატებით აგვარებს. ახალი კიტრის მიღებით ნაწლავებს გაწმენდთ და ყაბზობას მოიშორებთ.

3. შესანიშნავი საშუალება გულძმარვის საწინააღმდეგოდ

კიტრს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ეს ანთების და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემცირებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში ახალ კიტრს კუჭის წყლულის სამკურნალოდ იყენებენ.

4. ენერგიის შესანიშნავი უცხიმო წყარო

კვლევამ აჩვენა, რომ პირველ რიგში გახდომა რაციონში ცხიმების რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა აუცილებლად საერთო კალორიულობაზე. კიტრი დაბალკალორიული და უცხიმო პროდუქტია.

თუ ახლახანს მიირთვით, მაგრამ შიმშილის გრძნობამ კვლავ შეგაწუხათ, ახალი კიტრი სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ დღის მონაკვეთის მიუხედავად. ოღონდ ყველიანი სოუსი არ დაუმატოთ!

5. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და შაქრის დონეს ამცირებს

კიტრი საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცირების ხარჯზე ლიპიდური პროფილის მაჩვენებლებს აუმჯობესებს. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კიტრის ექსტრაქტმა საერთო ქოლესტერინი 29%–ით შეამცირა, ხოლო „ცუდი“ ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ტრიგლიცერიდები) – 72%–ით. შედეგი შთამბეჭდავია!

კიტრის სპირტიანი ექსტრაქტი სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კიტრის ქოლესტერინის შემცირების უნარი და ანტიგლიკემიური მოქმედება მასში შემავალ საპონინებს და ფლავონოიდებს უკავშირდება.

რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? მუცლის ცხიმი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკია. შაქრის დონის კონტროლი ასეთ ალბათობას ამცირებს.

კიტრის წვენი მუცლის ცხიმის შესამცირებლად

რამდენიმე პროდუქტის სასარგებლო თვისებების გასაერთიანებლად მათი დაწურვა კარგი ვარიანტია. დიეტოლოგები და აიურვერდის პრაქტიკოსები გირჩევენ, რომ ორგანიზმის გასაწმენდად წვენებით დეტოქსი რეგულარულად ჩაიტაროთ. ასე წონაც აქტიურად მცირდება. წვენების კოქტეილში წამყვან პოზიციას კიტრი იკავებს.

კიტრის კოქტეილი ორგანიზმის გასაწმენდად და გასახდომად

იდეები გჭირდებათ? სცადეთ კიტრის, ლიმონის, კოჭის ფესვის, ალოე ვერას წვენის და ქინძის წვენების პოპულარული კომპოზიცია.

დაგჭირდებათ:

  • 1 დაჭრილი ახალი კიტრი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ დაქუცმაცებული კოჭის ფესვი
  • 1 მუჭა ქინძი
  • 2 ს/კ ალოე ვერას წვენი
  • 1 ჭიქა წყალი

ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი თხელი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

ამ ინგრედიენტებით წყლის გარეშე და ალოე ვერას ნახევარი პროპორციის გამოყენებით შეგიძლიათ სალათი მოამზადოთ. უბრალოდ პროდუქტები დაბლენდერების გარეშე აურიეთ და გემოვნებით მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

როგორ მუშაობს ამ პროდუქტების კომბინაცია

ლიმონი და სხვა ციტრუსი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამრიგად წონის კლებას ხელს უწყობს.

კოჭა წონის კლებას ამსუბუქებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რის ხარჯზეც ზედმეტი ცხიმი აქტიურად იწვება. კოჭის ანტიოქსიდანტები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ანთებას ებრძვის და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

ალოე ვერა ლიპიდების დონეს ამცირებს. როგორც ცნობილია, სისხლში ზედმეტი ცხიმი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის, რადგან ცხიმი არტერიების კედლებზე გროვდება და ამით გულში სისხლის მოხვედრას ამცირებს. ალოე ვერა ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს.

ამ ინგრედიენტებს კიტრის სასარგებლო თვისებები ავსებს და სასიცოცხლო ელექსირი გამოდის, რომელიც შიგნიდან საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლასა და ლიპიდებზე გავლენას ახდენს.

წონის კლება და ცხიმის წვა მარტივი პროცესები არაა და მოთმინებას მოითხოვს. ჩვენი ცხოვრების წესი წონის მატებას ხელს უწყობს. ბევრ დამუშავებულ პროდუქტს ვიღებთ და ხშირად ზედმეტად ბევრს ვჭამთ. ეს ყველაფერი ორგანიზმის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ნივთიერებათა ცვლას ანელებს. თუმცა სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, მათ შორის კიტრით!