Connect with us

ყვავილები

კიტრის მეორე ტალღას ვრგავთ, რომ გვიან შემოდგომამდე მწვანე ბოსტნეულით ვიხრაშუნოთ

ნაადრევი კიტრი, როგორც ამბობენ, დასასრულს უახლოვდება. მთავარი მასა უკვე დამარილებულია და საკუჭნაოსა და სარდაფში თავის დროს ელოდება. რაღაც ნაწილი ქილებში ჯერ კიდევ მწნილდება, ახალი უფრო ნაკლები რჩება. ასეთი კი ჯერ კიდევ გვსურს. რაიმე მეორე კიტრი უნდა მოვიფიქროთ, რომელიც შემოდგომამდე გაძლებს. გამოსავალი არსებობს!

Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, კიტრის ერთი პარტია კიდევ დარგოთ, რომ 1–2 თვე სალათისთვის გეყოთ. ბევრი საჭირო არაა, ამიტომ მეორე მოსავლის ორგანიზება პრობლემას არ შეგიქმნით. ცოტა მოთმინება, ცოტა სურვილი და ცოტა მინიშნება.

მეორე კიტრი

ლოგიკურია, რომ კიდევ ერთი მოსავლის ასაღებად, კიტრი კვლავ უნდა დარგოთ. ამ მიზნით, როგორც ნერგი, ასევე თესლი გამოგადგებათ. ერთი წესი: იმავე ადგილას არ დარგოთ, სადაც პირველი კიტრი იზრდებოდა. ყველაფერი, რაც გჭირდებათ: სპეციალური დასარგავი პარკები მოამზადეთ. გამოცდილმა მებოსტნეებმა ეს მეთოდი უკვე გამოცადეს. თუ მათ შორის არ ხართ, ყურადღებით წაიკითხეთ.

მეორე კიტრი

1. პირველ რიგში, 40-50 ლ მოცულობის მჭიდრო პარკები გაშალეთ. რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. პარკის ძირში დამპალი ბალახი მოათავსეთ, რომელმაც კომპოსტის გროვაში ყოფნა უკვე მოასწრო. თუ ასეთი ბალახი არ გაქვთ, კომპოსტიც გამოგადგებათ.

2. ბალახს ზემოდან ცოტა ცხოველის ნაკელი მოაყარეთ, შემდეგ ყუთის 1/3 მიწა დაუმატეთ. შეძენილი მიწა ზედმეტია, მაგრამ ბოსტნის მიწასთან შერევისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. მინერალური სასუქი ძლიერი უნდა იყოს.

3. ამ მიწაში ან თესლი ან ნერგი ჩარგეთ და წყლით უხვად მორწყეთ. ამის შემდეგ პარკი შეკარით, რომ სათბურის ეფექტი შექმნათ.

4. შეამოწმეთ, როგორ გრძნობს თავს ახალგაზრდა ყლორტები. როგორც კი, ინტენსიურ ზრდას დაიწყებს, პარკი გახსენით და მიწა დაუმატეთ, რომ მცენარემ დამატებითი ფესვების სისტემა შექმნას.

5. რაც უფრო დიდი იქნება ფესვები, მით უფრო მეტ მიკროელემენტს და წყალს მიიღებს ახალგაზრდა კიტრი. ეს სწრაფ მომწიფებას ხელს შეუწყობს და მალე მეორე მოსავალს აიღებთ.

რედაქციისგან

პარკები შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოათავსოთ, თუნდაც ბოსტანში. გახსოვდეთ, რომ კიტრს რაიმეზე მოჭიდება სჭირდება, ამიტომ ბადეზე ან სხვა საშუალებაზე იზრუნეთ, რომელიც სწრაფად გაზრდაში დაეხმარება. თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც საჭიროა, ახალ კიტრს როგორც მინიმუმ შუა შემოდგომამდე მიიღებთ. საინტერესოა, ამ მეთოდის შესახებ უკვე იცოდით?

მეორე კიტრი შეგიძლიათ მშვიდად დარგოთ, ეს ზედმეტ საზრუნავს არ მოგიტანთ. შემოდგომის შუა რიცხვებამდე ახალი სალათის მირთმევა ძალიან მაგარია!