Connect with us

ყვავილები

კიტრის გაზრდის მთავარი პრობლემები, რომელიც  უზრუნველი მეაგარაკის ცხოვრებას წამლავს

კიტრის დამუშავება დელიკატური, მაგრამ მარტივი საქმეა, თუ ამ მწვანე მცენარის ენა გესმით. კიტრი წვნიანი და თანაბარი იზრდება? თუ დიახ, გამოდის, თავს კომფორტულად გრძნობს და ყველაფერი აკმაყოფილებს. მოღრეცილი ნაყოფი მორწყვის გამოტოვებას გვსაყვედურობს. მსხლის ფორმის კიტრი, ქვემოდან შესქელებული, კალციუმის დეფიციტის სიგნალია.

მცენარე, რომელსაც თითქოს წელზე ქამარი მოჭერილი აქვს, დამტვერვას ითხოვს ან ძალიან ცივი წყლით რწყავთ. მოდით გავარკვიოთ!

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ, თუ კიტრის გაზრდას გადაწყვეტთ. წლებით გამოცდილია!

კიტრის დამუშავება

კიტრი ბევრი მეაგრაკის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი კულტურაა. ვის არ უყვარს წვნიანი, ხრაშუნა და არომატული ბოსტნეულის მირთმევა! ოღონდ ზრდისას პრეტენზიული და მომთხოვნია.

უკვე 30 წლის ვარ და კიტრის მოსავლის აღების ყველა სტადია გავიარე. დავრგე – არ ამოვიდა, ამოვიდა, დაიტანჯა, წავიდა, ამოვიდა, არ დაიტანჯა, გაყვითლდა, დაცვივდა. ან როგორც ჩემი მეზობელი ამბობს: „ყველაფერი აჟურულია, კიტრი საფუარივით იზრდება. გზაზე ვყიდი!“

სხვათა შორის, იგივე მეზობელი ამ თემაზე ხუმრობს: „პროფესიონალ აგრონომს ხელს არაფერი უშლის (სიცხე, ბუგრი, მეზობელი, ფიტოფთორი)“. ახლა ჩაიწერეთ: კიტრს ნაყოფიერებისთვის სჭირდება კალიუმი, მწვანე მასის გასაზრდელად – აზოტი, ზრდისთვის – ფოსფორი. კალციუმიც არ დაგავიწყდეთ. ასევე მწვანე მასას შრატი იოდით ძალიან უყვარს.

აქედან გამოდის, რომ კიტრი უნდა გამოკვებოთ. მორწყვის რეგულირება მნიშვნელოვანია. მაგალითად, შუაში ვიწრო ნაყოფს წყალი არ ყოფნის ან წყალი ძალიან ცივია. სწორედ ამიტომ, წყალი კასრში წინასწარ ააგროვეთ, რომ გათბობა მოასწროს (განსაკუთრებით, ჭის წყლის შემთხვევაში).

თუ კიტრის რეგულარულად მორწყვა შეგიძლიათ, ორივე მხრიდან კვლებში 10 სმ სიგანის ჭაობის ხავსი–სფაგმუნის ზოლები დააგეთ. ხავსი სითხეს იწოვს და შემდეგ მეზობლებს უზიარებს. ასეთი ხრიკი მწვანე ლამაზმანს უსიამოვნებისგან დაიცავს, რადგან სფაგმუნს ბაქტერიციდული თვისებები აქვს.

განვითარების ფაზაში აღმონაცენის გამოჩენისას (3-4 ფოთოლი) კიტრი დაამუშავეთ შემდეგი ხსნარით: 1 ვედრო წყალს 30 წვეთი იოდი დაუმატეთ. 1 ლ რძე ჩაასხით და 20 გ სარეცხი საპონი დაუმატეთ. აურიეთ და ამ ნარევით ყოველ 10 დღეში ერთხელ დანამეთ.

ხსნარი რძის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ. 1 ჩ/კ იოდი და 2–3 ს/კ სარეცხი საპნის სქელი ხსნარი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. 7-10 დღეში ერთხელ ფოთლები ქვემოდან და ზემოდან დაამუშავეთ. ასეთი დამუშავების შემდეგ კიტრს ღია გრუნტში ყინვების დადგომამდე ვიღებ. თუ წვიმს, მაშინ 3 დღეში ერთხელ!

კიტრი რძის შრატით შეგიძლიათ დანამოთ. 1 ლ შრატი 5 ლ წყალში გახსენით. კიდევ ერთი მეთოდი: საღამოს 1 პური 1 ვედრო წყალში ჩაალბეთ. დილით პური დასრისეთ, პატარა ბოთლი იოდი დაუმატეთ, 1 ლ სითხე 1 ვედრო წყალში გააზავეთ და კიტრი დანამეთ.

დარჩენილი სითხე გრილ ადგილას შეინახეთ. ამ ხსნარით კვლები ყოველ 2 კვირაში ერთხელ დაამუშავეთ. შემოდგომამდე კიტრი და ფოჩი მწვანე დარჩება!

მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებასა და აქტიურ ნაყოფიერებაში ბალახების ნაყენი დაგეხმარებათ. ვედროში ჩაყარეთ დაქუცმაცებული აბზინდა, სამყურა, ლაშქარა, თივაქასრა, ჭინჭარი და სხვა ბალახი. თბილი წყალი დაასხით და 3 დღე გააჩერეთ. ნაყენი გაფილტრეთ და 1 ლ ნარევი 1 ვედრო წყალში გააზავეთ. 4-5 ბუჩქის მოსარწყავად საკმარისია.

კიტრი თანდათან, მცირე რაოდენობით, მაგრამ ხშირად გამოკვებეთ. ასე მკვებავ ნივთიერებებს უკეთ აითვისებს. სასუქი თხევადი სახით მიაწოდეთ, ფესვების ქვეშ მორწყეთ. აუცილებლად მორწყვის ან წვიმის შემდეგ, საღამოს ან ღრუბლიან ამინდში გამოკვებეთ.

კიტრს წლებია ასე ვამუშავებ და ამ მეთოდებს არასდროს უმტყუნია!

კიტრის დამუშავება წარმატებულია, თუ ოთხი კომპონენტის მიხედვით ზრდით: საკმარისია კალციუმი, კალიუმი, აზოტი და ფოსფორი. უკვე იცით, როგორ გაამდიდროთ კიტრი ამ ელემენტებით. გირჩევთ, რჩევები შეინახოთ, რადგან აგარაკზე არაერთხელ გამოგადგებათ!

Advertisement