Connect with us

ჰოროსკოპი

კინოჰოროსკოპი: რომელი დრამის დედოფალი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დღეს ჩვენი ჯადოსნური ბურთი ქალების შესახებ ყველაზე ძლიერ დრამებს გვიჩვენებს. გინდათ გაიგოთ, თუ რომელ დრამაში ითამაშებთ მთავარ როლს? ამაზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გიპასუხებთ.

თხის რქა – მეგი, „გოგონა მილიონ დოლარად“

ზოდიაქოს სხვა ნიშნები დარწმუნებულნი არიან, რომ მწვერვალის მიღწევა მხოლოდ სამი მეთოდით შეიძლება: ადრეული ასაკიდან დიდხანს და ბეჯითად შრომით, სწორ ოჯახში დაბადებით ან საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნით (სურვილისამებრ: საჭირო ადამიანზე გათხოვება). მხოლოდ თხის რქას შეუძლია სამყაროს მწვერვალს მიაღწიოს მაშინაც კი, თუ სასტარტო მოედნამდე დიდი მანძილია დარჩენილი.

შეიძლება თუ არა 30 წლის მიმტანი ქალი, სპორტული გამოცდილების გარეშე კრივის ვარსკვლავი გახდეს? შესაძლებელია, თუ ის თხის რქაა. რკინის ქალი! მართალია, თხის რქის გატეხვაც შეიძლება  – ამისთვის საკმარისია, რომ ცხოვრების საქმე წაართვათ. თუმცა ცხოვრება დრამა არაა და, როგორც წესი, თხის რქას სათადარიგო 1 ან 2 ცხოვრებისეული საქმე აქვს. მას ნამდვილად ჩემპიონის სულიერი ძალა აქვს.

მერწყული – მარია ანტუანეტა

„მოდი გავერთოთ!“ – აი, მერწყულის ცხოვრებისეული კრედო და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ირგვლივ რა ხდება. მაშინაც კი, თუ გართობა სამეფო ბიუჯეტის უკანასკნელი ფულის კაბებზე, სამკაულებსა და შთამბეჭდავ დღესასწაულებზე გაფლანგვას გულისხმობს. მაშინაც კი, თუ ხალხი უკმაყოფილოა და რევოლუციისთვის ემზადება. მაშინაც კი, თუ მერწყული პრინციპში ხვდება, რომ ამ მხიარულების დასასრული ეშაფოტი იქნება, სადაც თავს მოკვეთავენ. „დაივიწყეთ, იცეკვეთ!“ – ამბობს მერწყული და შავი ჭირის დროს დროსტარებას აგრძელებს. ყველაფერი იმიტომ, რომ დაუკითხავად მერწყულის კუთხეში მოქცევა, ძალით გათხოვება და დედოფლად მუშაობის იძულება არ ღირს. მერწყული არ გააპროტესტებს. მერწყული უბრალოდ ფეირვერკების ციმციმსა და ხმამაღალი ტაშის ფონზე ქვესკნელისკენ დაეშვება და ყველას თან გაიყოლებს.

თევზები – ადა, „პიანინო“

ადა ბავშვობიდან არ ლაპარაკობს. ენა, რომელზე მსოფლიოს ესაუბრება – მისი საყვარელი ფორტეპიანოს ხმებია. თევზებიც არ ლაპარაკობენ. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ თევზები საუბრობენ, მის ნათქვამში მცირე აზრია. თევზები ყველაზე მნიშვნელოვანს ნიშნებით, გამოხედვით და ჟესტებით ამბობს და თუ ამის დანახვას ვერ ისწავლით – თავად ხართ სულელი და ბოროტი ბურატინო. აი, ადას ქმარი ვერ ხვდებოდა, თუ რაში სჭირდებოდა მას ეს ფორტეპიანინო და ამის გამო დაისაჯა. ადა სხვას გაჰყვა. უფრო სწორად, ქმარმა გაუშვა, როცა გააცნობიერა, რომ აკვარიუმში არა სულელი ოქროს თევზი, არამედ შხამიანი მურენა ჰყავდა. თევზების სიყვარული ყველასთვის არაა: მშვენიერია, მაგრამ სახიფათოც.

ვერძი – ჯეინი, „ჯარისკაცი ჯეინი“

თუ ვერძს ეტყვით, რომ სხვანაირად ცხოვრება შეიძლება, ძალიან გაუკვირდება. თუ ეტყვით, რომ ის ძლიერი, ოღონდ როგორც ქალი და მეტი არაფერი… დამთავრებულია, დამალვა არ გიშველით, თქვენი საქმე წასულია. ვერძი არ დამშვიდება, სანამ არ დაგიმტკიცებთ, რომ ყველაზე ძლიერია და სქესი, ასაკი და კუნთოვანი მასა სულ არ აინტერესებს. ვერძი ოცმეთაურობას, მამაკაცების დამორჩილებას მოითხოვს და რომელიღაც ომში გაიმარჯვებს. მიიღებს ჯილდოს და არა, არ დამშვიდდება. მაგრამ ამას რის ფასად მიაღწია ვერავინ გაიგებს. ჯარისკაცებს წუწუნი არ ახასიათებთ.

კურო – პიპა, „პიპა ლის პირადი ცხოვრება“

აუჩქარებელი, მაგრამ ძალიან საშიში კინო იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ კუროს ოქროს გალიაში ჩაკეტავთ: აყვავებული ერთსართულიანი ამერიკა, მოხუცი ქმარი, იდეალური ბურჟუაზიული სახლი. სინამდვილეში ეს კუროს ერთ-ერთი პოპულარული მიზანია: რომ ყველაფერი ისე ჰქონდეს როგორც ხალხს, ოღონდ ოდნავ უკეთ. როგორც კი მიზანს მიაღწევს, კუროს ახსენდება, რომ „ცოტათი უკეთესი“ იყო 20 წლის წინ, როცა „შიშველ“ კაბებს იცვამდა, ეწეოდა, სვამდა და ერთი ღამით რომანებს აჩაღებდა. სხვათა შორის, რომანების შესახებ: ამ მძიმე ცხოვრებისეულ წუთებში მეზობლად ვიღაც კიანუ რივზი აუცილებლად გადმოვა. „მოლესკინში“ ჩაეწერეთ, თუ გსურთ რომ კურო ქმრის მორჩილ ცოლად აქციოთ.

ტყუპები – მარლა, „მებრძოლთა კლუბი“

ქალი, რომელსაც რაღაც უცნაური სურს. პრინციპში ტყუპებს თავისი არსებობით საზოგადოების გაოცება უყვარს. ხოლო თუ მის გვერდით საკმაოდ გიჟი მამაკაცი გამოჩნდება, რომელსაც ამ მოსაწყენი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, ტყუპები შანს არ გაუშვებს. მართალია, მოგვიანებით გაირკვევა, რომ ტყუპებს ყველაფერი ჩვეულებრივი სურს: ნორმალური ურთიერთობა, გულწრფელი სიყვარული, გაგება. და მაშინ გაირკვევა, რომ ტყუპებს ყველაფერი წესრიგში აქვს: თუ მას გულწრფელად უყვარს, წინააღმდეგი არაა, რომ ძვირფასი ადამიანის ხელი ნაზად დაიჭიროს, სანამ ის ფსიკურ აშლილობას ებრძვის და ფეთქდება. ამბობენ, რომ ტყუპები უცნაურის მსურველი ქალია.

კირჩხიბი – დედა, „დედა“

დრამა, საშინელებათა ფილმი, სოციალური იგავი, ბიბლიური ცნობები – აურიეთ, მაგრამ არ შეანჯღრიოთ, დაჯექი და საშინელება ჩუმად აიტანეთ. კირჩიბს ასეთი რამ ნამდვილად შეუძლია: ის ფაქტიურად “დედას” დასცინის და მას მაინც უყვარს. ის ითმენს, სანამ მოთმენა შეუძლია: უყურადღებობა, სიცივე, უცხო ხალხი თავის მყუდრო სახლში, ფანატები, რომლებთან ერთად ის სვამს და “დედა” ავიწყდება. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა, ის ყველაზე მნიშვნელოვანს ელოდება: მას ბავშვი ეყოლება. და როცა ის ამ ბავშვის მკვლელობის ნებას იძლევა, დედა აჩვენებს თუ ვინ არის სინამდვილეში: ის სახლს და მთელ სამყაროს გაანადგურებს. თუმცა სიყვარულს არ შეწყვეტს. კირჩხიბი სიყვარულს არასდროს წყვეტს მაშინაც კი, თუ საკუთარი მკერდიდან გულს იღებს.

ლომი – ნინა, „შავი გედი“

შთამაგონებელი და ძალიან საშიში ამბავი გოგოს შესახებ, რომელსაც სურდა რომ ყველგან და ყოველთვის პირველი ყოფილიყო და ეს შეძლო. მართალია, თავად გოგოსგან თითქმის არაფერი დარჩა. ასეთი რამ ლომსაც ემართება, როცა ერთგული მოახლეების და მამაკაცების მხარდაჭერის გარეშე რჩება. თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მხოლოდ მაშინ, როცა ცხოვრების გზაზე ვიღაც გავლენიან ვამპირს ხვდება, რომელიც ეტყვის რომ საკმარისად კარგი არაა. მაშინ ლომი დაგიმტკიცებთ, რომ საუკეთესოა. და მეფობის დრო მოვა.  და ხშირად არა ლომის, არამედ იმ ვამპირის.

ქალწული – მატილდა, „ლეონი“

ცივსისხლიანი მკვლელი და შეყვარებული ქალი ბავშვის სხეულში. მატილდა ემოციებზე დროს არ ხარჯავს. ის უმცროსი ძმის მკვლელობის გამო შურისძიებაზე ოცნებობს და პოულობს ადამიანს, რომელიც მას სროლას ასწავლის. მას ეს ადამიანი შეუყვარდება და პირდაპირ ეუბნება. და არ აინტერესებს, რომ თავად 12 წლის, ხოლო ის 40 წლის და მკვლელია. ქალწულის ტვინი ზედმეტს ყველაფერს იშორებს და მხოლოდ არსს ტოვებს: ორი თაობის სული საერთო ენას უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ მკვლელს თუ მისი არ ესმის, ასწავლის. „არ იცით, გასწავლით, არ გინდათ – გაიძულებთ!“ – აი, ქალწულის და მატილდას დევიზი, რომელმაც ლეონს სიყვარული ასწავლა. თავად ქალწულს სიყვარული სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე უკეთ შეუძლია. აი სიძულვილი უნდა ასწავლოთ, რადგან მისთვის ეს ალოგიკურია. თუ სწავლა გადაწყვიტა – მშვიდად იყავით: ასეთ ნიჭიერ მოსწავლეს ვერც მანამდე და ვერც შემდეგ იპოვით. თან ფაქტი არაა, რომ „შემდეგ“ სამყარო იარსებებს.

სასწორი – ვიენი, „შოკოლადი“

სასწორი სადაც არ უნდა იყოს, სილამაზის, სიტკბოს, გემრიელობის, მშვიდობის და თავისუფლების შექმნას ეცდება. ამ თვისების წინააღმდეგ მორალისტების და მოძულეების მთელი ბრბო უძლურია. მეორე საქმეა, რომ სასწორი თავად არ არის ალტრუისტი ან კაცობრიობის მხსნელი: მათ გვერდით ყველაფერი კარგად არის, რადგან ასეთია მისი ბუნება და არა იმიტომ, რომ მზადაა პირქუშ სამყაროს დაუპირისპირდეს. ასე რომ, ადრე თუ გვიან, სასწორი გადაწყვეტილებას მიიღებს და ტოქსიკურ მოქალაქეებს მოიშორებს. თუმცა სასწორი იმდენად დიდხანს ფიქრობს, რომ მის ირგვლივ სამყარო მარტორქის ქვეყნის ვირუსით დაინფიცირებას ასწრებს და უკეთესობისკენ იცვლება. აი, თავად სასწორს ეს არ სჭირდება: ის მისიას არ ასრულებს, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ლამაზ და გემრიელ საქმეს აკეთებს.

მორიელი – მალენა

მორიელის ყველას შურს. მორიელი ყველას სურს. მორიელი ყველას უყვარდება, ვისაც არ შურს და მისი არ ეშინია. სინამდვილეში, ამით შეიძლება მორიელის დახასიათება და ფილმის აღწერა დავასრულოთ, მაგრამ მთავარი უნდა ითქვას: მორიელი მეომარი არაა. მორიელი ჯადოსნური ლამაზმანი, მანიპულატორი, ცოცხალი მანკია ყველა ასაკის მამაკაცისთვის და სოციალური ფენისთვის. როგორც წესი, მზად არაა, რომ საზოგადოების სიძულვილს და ზიზღს გაუძლოს, მაგრამ ამასთან შეგუებასაც არ აპირებს. ასე რომ, თუ მორიელს პირად ჯოჯოხეთს შეუქმნით, ის თვითგანადგურების პროგრამას ჩართავს. და ეს იმდენად ლამაზი იქნება, რომ ზოგიერთი თავისი შურით დაიხრჩობა. მორიელი გადარჩება, რადგან მისი დიდხანს სიძულვილი სამყაროს კანონებს ეწინააღმდეგება.

მშვილდოსანი – სკიტერი, „მოსამსახურე“

მშვილდოსანი გმირი არასდროსაა. მისი საყვარელი სახეა „გოგონა მეზობელ ეზოში“. არანაირი ლედი, უბრალოდ გოგონა, რომელთანაც კარგად გაერთობით, მაგრამ რომელსაც წვეულებაზე არ დაპატიჟებენ. ჟანრის კანონების თანახმად, ეს გოგონა აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც მთელი სამყაროს შეცვლა შეუძლია. მზადაა, რომ სამართლიანობის გამო გარისკოს. და საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს და ძვირფას სამყაროსაც მიიღებს. სხვათა შორის, მშვილდოსანს ეს ყველაფერი არ აინტერესებს. მას სურს, რომ ბოროტება დააჩოქოს და მოკლას, რადგან ის სიკეთის მატარებელია, რა არის ამაში გაუგებარი?