ჯანმრთელობა
კვლევებმა აჩვენეს, რომ ძილი ტვინს წმენდს!
აუცილებელი არ არის პროფესორი იყო იმის მისახვედრად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი. ნებისმიერი ადამიანი რომელიც რაიმე მიზეზის გამო სულ რაღაც 1 ღამით ვერ დაიძინებს, იძულებული იქნება მთელი დღე გაძლებაზე იყოს.
მეცნიერები არ წყვეტენ ძილის შესწავლას და სულ ახალ დამეტებებს უკეთებენ იმ გრძელ სიას, სადაც ადამიანისთვის ძილის საჭიროების მიზეზებია ჩამოთვლილი.
ცოტა ხნის წინ, ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კიდევ ერთი მიზეზი გაასაჯაროვა, თუ რატომ არის ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აღმოჩნდა, რომ ძილი ტვინიდან ტოქსინებს გამოდევნის, მათ შორის მათაც, რომლებსაც ალცჰეიმერის დაავდების გამოწვევა შეუძლიათ.
“სამრეცხაო” თქვენი ტვინისთვის
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ეს კვლევა, იფრო ადრეულ კვლევას ეფუძლება, რომლებიც თაგვებზე ჩაატარეს, მაშინ აღმოჩნდა, რომ ძილი ტვინ ის ფუნქციონირების დროს დაგროვილ ტოქსინებს გამოდევნიდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ინტერესი, იქნებ ადამიანის ტვინსაც ჰქონდა ეს ფუნქცია?! ბიოინჟინერმა ლორა ლიუისმა, მოხალისეთა ჯგუფს ექპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზა. მათ MRI აპარატით დაკვირვების ქვეშ უნდა ძინებოდათ.
კვლევი შედეგებმა მეცნიერები აღაფრთოვანა!
კვლევამ აჩვენა, რომ “ნელი ძილის” დროს, დიდი და აუჩქარებელი ზურგის ტვინის სითხის ტალღები ტვინს რეცხავენ. ელექტრო ენცეფალოგრამის მაჩვენებლები კი მეცნიერს იმის გარკვევაში დაეხმარა, თუ რატომ ხდება ესე. საქმე იმაშია, რომ ასეთი ძილის დროს ნეირონები სინქრონულად ჩართვასა და გამორთვას იწყებენ. რამდენადაც გარკვეული დროის მანძილზე მუშაობას ყველა ნეირონი წყვეტს, მეტი ჟანგაბდის საჭიროება აღარ ჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინში ნაკლები სისხლი შევა. ამასთანავე, მეცნიერთა ჯგუფმა დააფიქსირა, რომ ნეირონების “დასვენების” დროს ტვინში ზურგის ტვინის სითხე შედის და დარჩენილ სივრცეს ავსებს.
ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ: ძილი ჩვენს ტვინს “აბაზანის მიღებაში” ეხმარება. სწორედ მისი მეშვეობით გამოირეცხება ტოქსინები რომელბიც მთელი დღის მანძილზე გროვდება.
კარგი ამბავი ალცჰეიმერის დაავადების მქონეთათვის და ცუდი ამბავი მათტვის ვინსაც გამოძინება არ უყვარს
ამ კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი არმოჩენაა ნებისმიერი ადამიანისთის. არა მარტო ალცჰეიმერის მქონეთათვის არამედ ნებისმიერი ფსიქიკური დაავადებისთვის რომლებიც შეიძლება ტვინში დაგროვილი ტოქსინების გამო ვითარდებოდეს.
ამ კვლევამ შესაძლოა მკურნალობის ახალი მეთოდის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანოს. მაგალითად, ზურგის ტვინის სითხის მატებით ტვინს გამორეცხვა – თუ ვიპოვით საშუალებას რომელიც ტვინიდან დაგროვილ “ნაგავს” მოიტანს – ეს ნებისმიერ ალცჰეიმერის სამკურნალო პრეპარატზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნება.
ადამიანებისთვის ასიცოხლოდ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი – ჯანმრთელი ტვინის შესანარჩუნებლად. სხვა გამოსავალი – უბრალოდ – არ არსებობს!
ამიტომ ღამე, სანამ გადაწყვეტთ კიდევ ერთი სერიის ყურაბას ან ნახევარი რამის მუშაობაში გატარებას – გაიხსენეთ ეს კვლევა! სამსახური და სერიალები არსად გაგექცევათ, ტვინი კი მხოლოდ 1 გაქვთ, ჩააქრეთ შუქი და დაიძინეთ!