Connect with us

თავის მოვლა

კვირაში 1 პროცედურით, სახე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. აღარავითარი ტონალური კრემი

ბრინჯი ლინოლეური მჟავისა და სკვალენის, მძლავრი ანტიოქსიდანტის, წყაროა, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ანელებს კანზე ნაოჭების გაჩენის პროცესს და იცავს მას მზის ნეგატიური ზემოქმედებისგან.

ასევე, ბრინჯი სავსეა E ვიტამინითა და გამა-ორზინოლით, რომელიც ცნობილია თავისი შესაძლებლობებით, დაიცვას გული და შეამციროს სისხლში ქოლესტერინის დონე.

სამწუხაროდ, თუ იაპონელებს არ ჩავთვლით, ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის ამ ფაქტების შეასახებ. ბრინჯს ნამდვილად შეუძლია სასწაულების მოხდენა, როცა საქმე გაახალგაზრდავების საკითხს ეხება.

ჩვენ გთავაზობთ ამ სუპერ-მარტივი სახის ნიღბის მომზადებას, რომელიც აუმჯობესებს კანის ფერს და აგლუვებს ნაოჭებს.

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. ბრინჯი
  • 1 ს.კ. რძე
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

1. მოხარშეთ და გაწურეთ ბრინჯი. წყალი, რომელსაც მოიგდებს, შეინახეთ. დაუმატეთ ფაფას 1 ს.კ. თბილი რძე და თბილი თაფლი.

2. დაიტანეთ ამ ხსნარის ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ სახეზე, სანამ სრულად არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, რომელშიც ბრინჯს ამზადებდით.

ბრინჯის წყალს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. იგი ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი, ასევე, გვეხმარება პიგმენტური ლაქების მოშორებაში და ხსნის კანზე ანთებით პროცესებს. მისი გამოყენება შეიძლება რუჯის მიღებამდეც: იგი ატენიანებს კანს და იცავს მას ახალი ნაოჭების გაჩენისგან.

ოპტიმალური შედეგების მისაღებად რეკომენდებულია ბრინჯის ნიღბის გამოყენება კვირაში ერთხელ მაინც. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, თქვენი კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება.