Connect with us

თავის მოვლა

კვერცხი სახის კანისთვის

ყველას სურს გლუვი და მკვრივი კანი ჰქონდეს. მათაც კი, ვისაც კარგი კანი მემკვიდრეობით ერგო – დროდადრო კანის დამატებითი მოვლა ესაჭიროებათ. ნატურალური ნიღბების უპირატესობებზე ალბათ უკვე გსმენიათ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ პროდუქტზე რომელიც ყველა მაცივარში მოიპოვება, ხელმისაწვდომია ყველასთვის და ის თავად ბუნებამ მოგვიმზადა – ქათმის კვერცხი!

ორი ნიღაბი ერთი კვერცხისგან

კვერცხი – საკვები რომელსაც ორგანიზმი პრაქტიკულად 100%-ით ითვისებს. ეს ცილის ერთ-ერთი სახეობაა რომელიც ჩვენს ორგანიზმს ძალიან უხდება. ცილის გარეშე კუნთოვანი მასის ჩამოყალიბება და კოლაგენის მიღება შეუძლებელია, ეს უკანასკნელი კი ჩვენს კანს ელასტიურობას მატებს. დღეს მოგიყვებით თუ როგორ აქციოთ კვერცხი ორფაზიან ნიღბად, რომელიც ინტენსიურად ასუფთავებს ფორებს,აღადგენს სახის ოვალს და კვებავს კანს.

პირველი ეტაპი: კანის გასუფთავება

1. გატეხეთ კვერცხი და ცილა გულისგან გამოათავისუფლეთ.
2. თავიდან მხოლოდ ცილა დაგჭირდებათ: ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე რათა ჟანგბადით გაჯერდეს. (სასურველია ოთახის ტემპერატურის კვერცხი გამოიყენოთ, ასე ნივთიერებები უფრო აქტიურად იმოქმედებენ)
3. შემდეგ გამოიყენეთ მოსახერხებელი ზომის ქაღალდის ხელსახოცი. დაასველეთ ცილაში და სახეზე დაიკარით ისე, რომ ცარიელი ადგილები არ დარჩეს. (შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ხელსახოცი დაიფინოთ სახეზე, უბრალოდ ეცადეთ მათ შორის ცარიელი ადგილები არ დარჩეს)


4. ნიღაბი იქმადე გაიჩერეთ სანამ სრულად არ გახმება (დაახლოებით ნახევარი საათი). შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ ის როგორც ლენტი – ის ფორებში არსებულ ჭუჭყსაც მოგაშორებთ.

მნიშვნელოვანია: ნიღბის გაშრობისთვის დიდხანს ლოდინი რომ არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ ხელსახოცი სახეზე დაფენამდე გაწუროთ. პირველივე ეტაპიდან შენიშნავთ, რომ შავი წერტილების რაოდენობა შემცირდა ხოლო ფორები კი შევიწროვდა.

მეორე ეტაპი: კვება

1. ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ არჟანთან (თუ მშრალი კანი გაქვთ) ან იოგურტთან (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ) ერთად.
2. დაიდეთ სახეზე თხელ ფენად და დაელოდეთ გაშრობას.


3. შემდეგ დაიტანეთ მეორე ფენა და დაიცადეთ 5 წუთი.
4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამ ნიღაბში შეგიძლიათ თქვენთვის შესაფერისი მცენარეული ზეთი ან თაფლი დაუმატოთ. ვიტამინებისა და მინერალების დიდი შემცველობის გამო – კვერცხის გული ძალიან სასარგებლოა! ძვირადღირებულ კრემებში ამ ეფექტების შესანარჩუნებლად ძლიერ კონსერვანტებს იყენებენ, თქვენ კი საშუალება გაქვთ ის ნატურალური პროდუქტის სახით მიიღოთ!

მეორე ეტაპი მხოლოდ სახის კანისთვის არ არის, ის თვალებს გარშემო არსებული კანისთვის, ტუჩების, დეკოლტეს ზონისა და კისრისთვისაც გამოგადგებათ.

ამ შინაურული პროცედურების შემდეგ კანი არა მხოლოდ დაჭიმული არამედ ჯანმთელი და მბზინვარეც ხდება. ის კვირაში მინიმუმ ერთხელ უნდა გაიკეთოთ. აუცილებლად დაიბანეთ სახე გამოყენებამდე და თამამად ჩართეთ ის თქვენს თავის მოვლის რუტინაში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.