Connect with us

საკითხავი

კვერცხის ნაჭუჭის გენიალური გამოყენება. სასარგებლო ხრიკები დიასახლისებისთვის

Аlltime.ge–ს რედაქცია კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების გენიალურ მეთოდებს გიზიარებთ. სწორედ ამიტომ, ასეთი საჭირო და სასარგებლო კომპონენტის გადაყრა არ იჩქაროთ. მით უფრო ახლა, როცა კვერცხის ფასი გაიზარდა. საკმაოდ საინტერესო ხრიკებია.

კვერცხის ნაჭუჭი, როგორც სასუქი

ბოსტანსა და კვლებში სასუქად გამოგადგებათ. გამოყენებამდე კარგად დაფქვით, რომ მიწამ მისი სასარგებლო ნივთიერებები ეფექტურად აითვისოს. დაქუცმაცებული ნაჭუჭები მიწას მოაყარეთ და გადათოხნეთ, რომ სასუქმა იმოქმედოს.

მავნებლების წინააღმდეგ

თუ ბოსტანში ლოქორა შემოგესიათ და თქვენს კომბოსტოს დაუნდობლად ანადგურებს, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. მათ მოშორებაში კვერცხის ნაჭუჭი დაგეხმარებათ. ამ მიზნით ნაჭუჭი დაფქვით და მიმოყარეთ იქ, სადაც ლოქორას წებოვან კვალს დაინახავთ. ნაჭუჭის ბასრი კიდეები ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ლოქორასთვის საზიანოა. კვერცხის ნაჭუჭთან ერთად წვრილი კენჭები და ნიგვზის ნაჭუჭი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე გაცილებით უკეთესს ეფექტს მიიღებთ.

ბზინვარე სისუფთავე

კვერცხის ნაჭუჭი არა მხოლოდ ბოსტანში, არამედ სახლშიც გამოგადგებათ. მაგალითად, ჭუჭყიანი ზედაპირის საწმენდად. თუ სამზარეულოს ზედაპირზე ან სააბაზანო ოთახში ობის ნიშნები შენიშნეთ, კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენეთ. დაგჭირდებათ დაქუცმაცებული კვერცხის ნაჭუჭი და ცოტა კბილის პასტა.

კომპონენტები კარგად აურიეთ, ობს წაუსვით. 10 წუთი საკმარისია, რომ ნარევმა იმოქმედოს. შემდეგ ობიანი ადგილი ჯაგრისით გახეხეთ. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა გაიმეორეთ. ასე იდეალურ სისუფთავეს მიაღწევთ.

ნაქაფის მოშორება

სამზარეულოს ჭურჭელს, მაგალითად, ჩაიდანს ნაქაფი მარტივად შეგიძლიათ მოიშოროთ. გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭები ღუმელში გამოაშრეთ და დაფქვით. ცოტა ძმარი და სოდა დაუმატეთ. აურიეთ და ჩაიდნის გასაწმენდად გამოიყენეთ.

კვერცხის ნაჭუჭი იდეალური მათეთრებელია. დაფქვით, ქვაბში აადუღეთ, შემდეგ ნაჭრის ქისაში ჩადეთ, სარეცხ მანქანაში თეთრეულთან ერთად მოათავსეთ და გარეცხეთ. იდეალურად სუფთა ქსოვილებს მიიღებთ.

ნაჭუჭის გამოყენება უნარჩენოდ

ნაჭუჭი სამზარეულოშიც გამოგადგებათ. მაგალითად, ბლენდერის პირის გასალესად. ცოტა ნაჭუჭი და წყალი ყინულის ფორმებში გაყინეთ. მიღებული ყინულის კუბები ბლენდერში ჩაყარეთ და დააბლენდერეთ. ასე პირის გალესვას შეძლებთ.

ნაჭუჭი, როგორც აბრაზიული საშუალება, ქვაბსა და ტაფას ძველ ცხიმს აშორებს. სამზარეულოში ექსპერიმენტები აუცილებლად ჩატარეთ და კვერცხის ნაჭუჭის ეფექტურობაში თავად დარწმუნდით.

Advertisement