Connect with us

ყვავილები

კვერცხის ზომა ნიორი: პირველი სამი გამოკვება ყველაზე მნიშვნელოვანია

ბოსტნის კულტურებს შორის ნიორი ერთ–ერთი ყველაზე უპრეტენზიო მცენარეა. მოსავლის ასაღებად საკმარისია გამარგლოთ, მორწყათ და მიწა გააფხვიეროთ. ჩვენ, ყველას მსხვილი და გემრიელი ნივრის თავების მიღება გვსურს. ამისთვის მცენარე სწორად უნდა გამოკვებოთ. ნივრის პირველი გამოკვება დარგვით იწყება.

როგორც სხვა მცენარეებისთვის, ნიორსაც სასუქის მისაწოდებლად თავისი წესები აქვს. სწორად, პროპორციების დაცვით და ნივთიერებების თავსებადობით უნდა გამოკვებოთ. დროც სწორად უნდა შეარჩიოთ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ნიორი სამ ეტაპად.

როდის და როგორ გამოვკვებოთ ნიორი

დარგვის დროს

გაზაფხულზე ნივრის დარგვამდე 2-3 კვირით ადრე მიწა უნდა გაანაყოფიეროთ. სჯობს კომპოსტი ან ნეშომპალა მოამზადოთ. გამოთვალეთ, ერთ კვადრატულ მეტრზე 1 ვედრო ორგანული სასუქი დაგჭირდებათ. ამის შემდეგ მიწა უნდა მოთოხნოთ და კარგად გააფხვიეროთ.

გაზაფხულზე გამოკვებაზე უარი თქვით, თუ პროცედურა შემოდგომაზე ჩაატარეთ. მართალია, მძიმე მიწა გამონაკლისია. ნაცარი და ქვიშა 1:2 პროპორციით აურიეთ და ნარევი ორმოებში დაამატეთ.

ნივრის მხარდასაჭერად დარგვისას „კორნეროსტი“ დაუმატეთ. მკვებავი ხსნარის მისაღებად 1 ვედრო წყალზე 2 აბი საკმარისია. ორმოები ცოტა სითხით მორწყეთ.

დარგვის შემდეგ

როგორც კი პირველი ყლორტები გამოჩნდება, მის აქტიურ განვითარებასა და ზრდაზე უნდა დაფიქრდეთ. ამისთვის აზოტის სასუქი დაგჭირდებათ. მის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებთ. აი, სხვადასხვა ხსნარის მოსამზადებელი პროპორციები და მახასიათებლები:

  • 10 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15 გრ შარდოვანა აურიეთ.
  • 20 გრ ამონიუმის ნიტრატი 12 ლ წყალში კარგად გახსენით.
  • შესაფერისი ჭურჭელი მოამზადეთ და მასში 1 ნაწილი ძროხის ნაკელი ან ქათმის სკინტლი და 3 ნაწილი წყალი მოათავსეთ. თავსახური დაახურეთ და 5-15 დღე დააყენეთ, ყოველდღე აურიეთ. თუ ძროხის ნაკელით არის მომზადებული, ორგანული კონცენტრატი 1:10 თანაფარდობით წყალში გახსენით, ხოლო თუ ქათმის სკინტლით – 1:20.

მინერალური სასუქი ფესვების ქვეშ და ფრთხილად დაუმატეთ, რომ მცენარის მწვანე ნაწილს არ მოხვდეს. ერთ კვადრატულ მეტრზე 3 ლ ხსნარი გამოიყენეთ. ორგანული სასუქის შემთხვევაში, ნერგებს რწყავენ. ხარჯი: 8 ლ ერთ კვადრატულ მეტრზე.

მეორე გამოკვება

პირველი გამოკვებიდან 2 კვირის შემდეგ მეორედ უნდა გამოკვებოთ. ამ დროს ნივრის თავის ფორმირება იწყება, ანუ დროა ფოსფორი–კალიუმის სასუქი დაუმატოთ.

მინერალური სასუქებიდან გამოგადგებათ ნიტროამოფოსკი და სუპერფოსფატი. ფესვების გამოსაკვებად 10 ლ წყალი, 10 გრ კალიუმის სულფატი და 20-30 გრ ზემოთ ნახსენები პრეპარატებიდან ერთ–ერთი აურიეთ. მიღებული ხსნარით კვლები მორწყეთ. გამოიყენეთ ვიწრო პირიანი სარწყავი, რომ მცენარე დამწვრობისგან დაიცვათ. 5 ლ ხსნარი ერთ კვადრატულ მეტრზე დაგჭირდებათ.

თუ აღმონაცენი სუსტია, ფოთლოვანი გამოკვება დაუმატეთ. 2-3 ს/კ ნიტროფოსფატი 10 ლ წყალში გახსენით. ხსნარი პულვერიზატორით უშუალოდ ყლორტებს შეასხურეთ. დასამუშავებლად ღრუბლიანი, უქარო დღე აირჩიეთ.

ორგანულიდან ხის ნაცარს უპირატესობა მიანიჭეთ. კვლებზე მიმოფანტეთ – 200-300 გრ 1 კვადრატულ მეტრზე. გაზრდილი მჟავიანობის მქონე ნიადაგში გამოგადგებათ, რადგან ტუტე თვისებები გააჩნია.

თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავთ, სურნელოვანი ბოსტნეული კარგი შედეგით აუცილებლად გაგახარებთ. საგაზაფხულო გამოკვება მსხვილი ნივრის თავის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორი მიდგომით მწირ ნიადაგზეც ღირსეული მოსავლის მიღებას შეძლებთ.