Connect with us

ჯანმრთელობა

კვერცხისა და ფორთოხლის უნიკალური დიეტა: როგორ მოვიშოროთ 2 ზომა კორპორატიულ წვეულებამდე 1 კვირით ადრე

ჩვენ წონაში დასაკლებად რაციონს ვცვლით, საღამოობით სპორტულ დარბაზში ვვარჯიშობთ, საყვარელ დესერტებზე უარს ვამბობთ და უკვე ბოსტნეულის და წიწიბურას დანახვა აღარ გვინდა. და ყველაფერი უშედეგოდ, რადგან ზედმეტი კილოგრამები არსად ქრება. ეს მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობს: ყველაფერს არასწორად აკეთებთ. დროა, ეს შეცვალოთ!

კვერცხისა და ფორთოხლის დიეტას ცილოვან მონოდიეტას უწოდებენ. ის ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გახდა პოპულარული, რადგან შედეგი თვალს ყოველთვის ახარებს. ასეთი რეჟიმით დღეში მინიმუმ 1 კგ-ის დაკლებას შეძლებთ. აქვე გაფრთილებთ: ზედმეტი არ მოგივიდეთ. ასეთი რაციონის ხანგრძლივად შენარჩუნება ორგანიზმში საკვები ნივთიერებების დეფიციტს იწვევს, ამიტომ დიეტა მაქსიმუმ 2 კვირით დაიცავით. თუ ძირითად კომპონენტებზე ალერგია გაქვთ, ამ გასახდომ მეთოდზე საერთოდ უარი თქვით.

კვერცხი და ფორთოხალი – უცნაური მაგრამ ძლიერი ტანდემი

რატომ არის ამ დიეტის მთავარი ინგრედიენტი კვერცხი? ასეთი ჩვეულებრივი პროდუქტი – 12 ვიტამინის და ცილების წყაროა. თუ ათეულობით სხვა პროდუქტს შევადარებთ მისი კალორიულობა სასაცილო გამოვა – 100 გრ მხოლოდ 157 კალორიას შეიცავს. ლეციტინი, რომლითაც კვერცხი მდიდარია, მთელი ორგანიზმის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.

რაც შეეხება ფორთოხალს, მისი ამოცანაა დიეტის დროს ორგანიზმი ყველა აუცილებელი ვიტამინით მოამარაგოს. უჯრედისით გაჯერებული ხილი ორგანიზმს წიდებს და ტოქსინებს აშორებს.

ასეთი დიეტური კვების დროს ბევრი სითხის დალევა ძალიან მნიშვნელოვანია. დიეტოლოგები დღეში 2 ლ სითხის მიღებას გირჩევენ. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი უგაზო წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.

ერთკვირიანი მენიუ

ორშაბათი

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

ფორთოხალი (დანაყრებამდე) ან 150 გრ  ბოსტნეულის და მწვანილის სალათი, 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე;

150 მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მოხარშული კვერცხი და გრეიფრუტი ვახშამზე.

სამშაბათი

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

200 გრ ბოსტნეულის და მწვანილის სალათი, 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე;

2 მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი, 200 გრ ბოსტნეულის და მწვანილის სალათი, ტოსტი ვახშამზე.

ოთხშაბათი

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

ტოსტი, 1 პომიდორი, 50 გრ უცხიმო ყველი (დანაყრებამდე) ან 200 გრ კიტრის სალათი, 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე;

150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მოხარშული კვერცხი და გრეიფრუტი ვახშამზე.

ხუთშაბათი

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

ფორთოხალი დანაყრებამდე ან 200 გრ უცხიმო ხაჭო, 200 გრ მოხარშული ბოსტნეული სადილზე;

200 გრ ბოსტნეულის სალათი, 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი და 2 მოხარშული კვერცხი ვახშამზე.

პარასკევი

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

2 მოხარშული კვერცხი, ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი სადილზე;

150 გრ მოხარშული თევზი, ფორთოხალი და 150 გრ ბოსტნეულის სალათი ვახშამზე.

შაბათი

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

ფორთოხალი (დანაყრებამდე) ან 150 გრ მოხარშული ხორცი, 3 პომიდორი სადილზე;

200 გრ ბოსტნეულის სალათი და 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.

კვირა

ნახევარი ფორთოხალი და 2 მოხარშული კვერცხი საუზმეზე;

ფორთოხალი, 200 გრ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე;

200 გრ ბოსტნეულის სალათი და 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.

დიეტიდან გამოსვლა აუცილებელი არაა, მაგრამ სპეციალისტები მაინც გირჩევენ, რომ პროდუქტები, რომლებიც დიეტის რაციონში არ შედიოდა, ყოველდღიურ მენიუს ნელ-ნელა დავუმატოთ. ორგანიზმი რომ არ დაიტანჯოს და კილოგრამები უკან არ დაბრუნდეს, მერვე დღე მსუბუქი ბოსტნეულის წვნიანით ან ფაფით დაიწყეთ. პირველი კვირის განმავლობაში მხოლოდ უცხიმო ხორცი აირჩიეთ. შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.