ჯანმრთელობა
კეფირმოსხმული წიწიბურა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. გამოცდილი მეთოდი
ამბობენ, რომ უმი წიწიბურას დიეტით კვირაში 5 კგ შეგიძლიათ დაიკლოთ. მომზადებაზე თავის შეწუხება საჭირო არაა. მარცვლეულს კეფირი მოასხით და მთელი დღე თავისუფალი ხართ. მართალია, ოჯახის წევრები ამ წამოწყებაში მხარს არ დაგიჭერენ, რადგან ყველას სურს ნოყიერად, ლამაზად და გემრიელად მირთმევა.
Аlltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, რატომ არის ეფექტური კეფირმოსხმული წიწიბურა და შეგიძლიათ თუ არა წონაში დაკლება უსიამოვნო შედეგების გარეშე. ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები გიამბობთ, ვისთვის არის შესაფერისი მონო დიეტა და როგორ დაიკლოთ ჯანმრთელობის დაუზიანებლად.
ვისთვის არის წიწიბურა განსაკუთრებით სასარგებლო
წიწიბურას ანტიტოქსიკური თვისებები აქვს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვინც ცუდ ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრობს ან სახიფათო საწარმოში მუშაობს. იდეალური პროდუქტია დიაბეტიკებისა და ჭარბწონიანებისთვის. დიეტოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაშიც რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს. განტვირთვის დღის მოწყობა შეგიძლიათ, მაგრამ ორთვიანი ინტერვალით. როგორც მუდმივი რაციონის ნაწილი, წიწიბურას ფაფა ღვიძლის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს სასარგებლოა. მათთვის, ვისაც გულ–სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.
რით არის მდიდარი წიწიბურა
წიწიბურაში გვხვდება ბოჭკოები, რომლებიც ნაწლავების მოძრაობას სტიმულირებს. ასეთი ფაფის მიღებით ტოქსინები და „ცუდი ქოლესტერინი“ სწრაფად გაქრება, ხოლო მიკროფლორა დარეგულირდება. წიწიბურა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ფოსფოლიპიდებს, B, E, PP ჯგუფის ვიტამინებს. ეს ყველაფერი ორგანიზმის სწორად განვითარებას ხელს უწყობს. მარცვლეული მდიდარია რუტინით, რომელიც სისხლძარღვებს ამაგრებს, სისხლს ათხელებს და კალციუმის, C ვიტამინის, რკინის ათვისებას ხელს უწყობს. წიწიბურას რეგულარულად მიღება ჯანმრთელობის, სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
რა სარგებელი აქვს კეფირმოსხმულ წიწიბურას
მსგავსი კომბინაციის სარგებელი ნათელია: წიწიბურა ბევრ ადვილად ათვისებად ცილას, ასევე რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. მასში თითქმის არაა ცხიმი, ამიტომ მომატება შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, უჯრედისის წყალობით, რომელიც წიწიბურაში ბევრია, ორგანიზმი მადის კონტროლს სწავლობს. აი, კეფირში არის ბაქტერიები, რომლებიც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებენ. რძემჟავა პროდუქტი ორგანიზმს საჭირო მინერალებით და ვიტამინებით ავსებს. ამის მიუხედავად, ასეთი დიეტის დიდხანს დაცვა არ შეიძლება. მაქსიმუმ 5 დღე. დიეტის დაწყებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
წიწიბურა კეფირით
ყველაფერი მარტივია: წიწიბურას და კეფირის თანაფარდობაა 1:3. მარცვლეულს უცხიმო კეფირი დაასხით და მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ. კვების რეჟიმი: კერძი დღეში 5–ჯერ მცირე ულუფებით მიირთვით. ასეთი განტვირთვის დღეები ზეითუნის ზეთით შეკაზმული სალათებით, ვაშლის პიურეთი და მოხარშული ხორცით გააზავეთ. მწვანე წიწიბურას გამოყენებას გირჩევთ: ის კარგად ითვისება და მიკროელემენტებით ყავისფერ წიწიბურაზე უფრო სასარგებლოა.
ვისთვის არ შეიძლება წიწიბურა კეფირით
გახსოვდეთ, რომ ღვიძლში ანთებითი პროცესების ან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს ასეთი დიეტის დაცვა არ შეიძლება. ჯანმრთელობის პრობლემებისას სწრაფი დიეტების დაცვა არ ღირს. ასე სიტუაციას გაამწვავებთ. ენდოკრინოლოგები აღნიშნავენ, რომ წონის დაკლება ეტაპობრივი პროცესია. კარდინალურად დაბალკალორიული კვება დარღვევას და დეპრესიას იწვევს. ადამიანი სისუსტის გამო საკუთარ თავს ეჩხუბება, ხოლო მთავარი მიზეზი ზედაპირზეა: დაუბალანსებელი კვება.
ზოგადი რეკომენდაციები გასახდომად
დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ადამიანების უმეტესობას საკვების მიღებებს შორის დიდი პაუზის გაკეთება ან საუზმის გამოტოვება ახასიათებს. ეს ყველაფერი ვახშამზე გადაძღომას იწვევს. რაციონის ხარისხიც არ დაგავიწყდეთ. მასში უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, რძის პროდუქტები, უცხიმო ხორცი და მცენარეული ზეთი. ამასთან, დღეში მინიმუმ 3–ჯერ უნდა იკვებოთ.
მიღებული საკვების კალორიულობაც უნდა აკონტროლოთ: მინიმუმ 1400 კალორია ქალისთვის და 1800 კალორია კაცისთვის. კალორიების სერიოზული შემცირება გამოიწვევს სტრესს და უფრო მეტი კილოგრამის მატებას.
წყლის ბალანსი არ დაგავიწყდეთ: ჭიქა თბილი წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ორგანიზმს საჭმლის მონელებაში და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში დაეხმარება.