ჯანმრთელობა
კეფირის 3 დღიანი დიეტა: მინუს 3 კგ ერთი ხელის მოსმით
ქმრის სამსახურის გამო შვებულების დაგეგმვა უკიდურესად რთულია. სწორედ ამიტომ, მასზე მორგებას ვცდილობ. ერთხელ, დღესასწაულების შემდეგ სადღაც წასვლის შანსი გამოგვიჩნდა. ამის შესახებ ზუსტად რამდენიმე დღით ადრე გავიგე. მომზადებისას ჩემი ახალი საცურაო კოსტიუმის მოზომვა გადავწყვიტე. ყველა გოგოსთვის მნიშვნელოვანია, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს. საცურაო კოსტიუმი პირდაპირ გვერდებში იყო შეჭრილი. გამოდის, მოგზაურობის წინ კეფირის სამდღიანი დიეტა მელოდება.
კეფირი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად და ეფექტურად მოგაშორებთ. ბევრი სხვა სწრაფი დიეტისგან განსხვავებით არა მხოლოდ წონას ამცირებს, არამედ ორგანიზმს წმენდს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ასეთ კურსს პერიოდულად ვიტარებ, რომ განწყობა გავიუმჯობესო. თუ სხეულის ფორმების მაქსიმალურად სწრაფად მოწესრიგება გსურთ, მაშინ ჩაიწერეთ!
კეფირის სამდღიანი დიეტა სწრაფად გასახდომად
ჩვევად გქონდეთ, რომ კეფირის ბოთლი მაცივრიდან წინასწარ გამოიღოთ. ოთახის ტემპერატურამდე უნდა გათბეს. ძალიან ცივი ან თბილი სასმელი სარგებელს ვერ მოგიტანთ.
ახლა დღის მენიუს გაეცანით. ფიქრობდით, რომ მთელი 3 დღე მხოლოდ კეფირს დალევდით? რა თქმა უნდა, წელის მოცულობა თვალსა და ხელს შუა შემცირდება, მაგრამ ასეთი სიმკაცრე ორგანიზმს არ სჭირდება. რძემჟავე სასმელი მთავარ კვებას შორის უნდა დალიოთ. ის საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. აი, როგორ გირჩევთ დღის მენიუს შედგენას დიეტოლოგები.
საუზმე
თქვენი დილა შეგიძლიათ დაიწყოთ ფინჯანი ყავით (რძით ან მის გარეშე) და დაუმატოთ ომლეტი კომბოსტოს მწნილის სალათთან ერთად. თუ გამამხნევებელი სასმელის მოყვარული არ ხართ, თაფლიანი ჩაი დალიეთ და პურის ნაჭერი კარაქთან, მოხარშულ კვერცხთან და მანანის ფაფასთან ერთად მიირთვით.
ლანჩი
რამდენიმე საათში 1 ჭიქა კეფირი დალიეთ. ზოგიერთი ადამიანისთვის მჟავე პროდუქტები უკუჩვენებულია. დიეტაზე უარის თქმა არ იჩქაროთ. სასმელი ვაშლის ორცხობილით ჩაანაცვლეთ. შედეგზე გავლენას არ მოახდენს.
სადილი
სადილობის დროა. პირველ რიგში, ქათმის წვნიანი მთელი მარცვლეულის ფქვილის პურის ნაჭერთან ერთად მიირთვით. აქვე დაუმატეთ ცოტა ბოსტნეული: მოშუშული სტაფილო და ვინეგრეტი. მეორე დღეს სოკოს წვნიანი მოამზადეთ. მეორე კერძად მოშუშული ხორცი კომბოსტოთან ერთად მიირთვით.
სამხარი
კვლავ 1 ჭიქა კეფირი დალიეთ. ალტერნატივა ახალი ვაშლი ან 1 ნაჭერი ხმელი ყველი.
ვახშამი
სავახშმოდ თევზი შეწვით ან გამოაცხვეთ. გარნირად გამომცხვარი კარტოფილი მიირთვით. არომატული რომ გამოვიდეს, სანელებლები დაუმატეთ. 1 ფინჯანი საყვარელი ჩაი შეგიძლიათ დალიოთ. შეგიძლიათ სტაფილოს მობრაწულა შავქლიავით მოამზადოთ. სასმელი თაფლიანი ჩაი.
ძილის წინ
დაწოლამდე კიდევ ერთი ჭიქა კეფირი დალიეთ. ალტერნატიული პროდუქტი არ დაგავიწყდეთ. მაგალითად, ესაა უცხიმო რძე ან მაწონი.
რეჟიმი დაიცავით. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიირთვით. თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა გაქვთ, სასმელზე სჯობს უარი თქვათ. ნებისმიერი დიეტის წინ სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებელია. მაშინაც კი, თუ ამ მენიუდან კეფირს გამორიცხავთ, 3 დღეში ახალი ფორმებით დაკვეხნას შეძლებთ.