Connect with us

ჯანმრთელობა

კბილები ფოლგით გაითეთრეთ. ეს ნამდვილად მუშაობს

კბილების შინაურული გათეთრება გადაგარჩენთ მაშინ, როცა სასწრაფოდ ქათქათა ღიმილის მიღება გსურთ, მაგრამ სტომატოლოგთან წასასვლელად დრო არ გაქვთ. არადა ლამაზი ღიმილი კარგი განწყობის და თავდაჯერებულობის გასაღებია.

დღეს კბილების გათეთრების კიდევ ერთ მეთოდს გთავაზობთ, რომლის საიდუმლო ინგრედიენტს ჩვეულებრივი საკვები ფოლგა წარმოადგენს. ასეთი პროცედურის ხშირად გაკეთება საჭირო არაა, მაგრამ მისი შთამბეჭდავი ეფექტი აღსანიშნავია!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • საკვები ფოლგა
  • მარილი
  • სოდა
  • კბილის პასტა
  • ცოტა მოთმინება

მოქმედების ეტაპები:

  1. ფოლგიდან 2 ფორმა გააკეთეთ, რომელთაც ზედა და ქვედა კბილებზე დაიმაგრებთ.
  2. კბილის პასტა, სოდა და მარილი 2:1:1 პროპორციით აურიეთ.
  3. ფორმები მზა პასტით აავსეთ და კბილებზე ჩამოიცვით.
  4. ფოლგის შესახებ 15 წუთით დაივიწყეთ და თქვენს საქმეებს მიხედეთ.
  5. დროის გასვლის შემდეგ ფოლგა მოიხსენით, პირის ღრუში გამოივლეთ და კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით გაიხეხეთ.

შინაურული კბილების გათეთრების პირველივე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო შედეგებს შენიშნავთ. თავდაჯერებულობისთვის სტომატოლოგთან კონსულტანციის გავლას გირჩევთ. დაე, თქვენმა ლამაზმა ღიმილმა ყველას თავბრუ დაახვიოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.