თავის მოვლა
კარტოფილის ნიღაბი ხელებისთვის
ჩვენს კულტურაში კარტოფილს – პურის შემდეგ ძირითადი ადგილი უჭირავს. ბევრ ოჯახში ის მენიუს ყოვედღიური შემადგენელი ნაწილია. იცოდით, რომ კარტოფილი არა მარტო საჭმელად არამედ კანის კოსმეტიკურ საშუალებადაც გამოიყენება?! კარტოფილის ნიღაბმა თავი – შინაურული კოსმეტიკური საშულებების სიაში დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა.
კარტოფილის ბოლქვი სავსეა В6, В2, РР და С ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას. კარტოფილი ამშვიდებს, ასწორებს კანს, ებრძვის შეშუპებას – ამაში კი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებები ეხმარება, ეს თვისება კანის ადრეულ დაბერებასაც უშლის ხელს. კარტოფილი მაღაზიებში მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, ის ძვირი არ ღირს – რაც მისი კდიევ ერთი დადებითი თვისებაა!
ჩვენ ამ გასაოცარი ბოსტნეულის მეშვეობით ხელის კანის გაახალგაზრდავების შესახებ მოგიყვებით!
კარტოფილის ნიღაბი მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის
ჩვენ ძირითადად სახის კანის მოვლას ვუთმობთ დროის უმეტეს ნაწილს და სხეულის სხვა ნაწილებს ვაიგნორებთ. თუმცა ისინი სახის ნაოჭებზე არანაკლებ უსვამენ ხაზს ჩვენს ასაკს. ხელის კანი გარემო ფაქტორების ზეგავლენით გაცილებით უფრო მეტად ზიანდება, ამის გამო ჩნდება სიმშრალე, გაღიზიანება, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. ჩვენ კრემზე დაყრდნობას მივეჩვიეთ მაგრამ, ის ყოველთვის ვერ გვეხმარება პრობლემის მოშორებაში, ყკეთესი იქნება თუ ქვემოთ წარმოდგენილ ხელის ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებთ.
როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ნიღაბი:
- 1-2 ცალი კარტოფილი
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
მოხარშეთ კარტოფილი კანთან ერთად, გაასუფთავეთ და მოამზადეთ პიურე. შეგიძლიათ წვრილ სახეხზეც გახეხოთ. აურიეთ ზეითუნის ზეთთან და თაფლთან. საბოლოოდ სქელი არაჟნის მასა უნდა მიიღოთ! ნიღაბი ხელებზე წაისვით, ჩაიცვით პოლიეთილენის ხელთათმანები, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ბოლოს – თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
დარჩენილი ნარევი შეგიძლიათ მაცივარში კიდევ 2-3 დღე შეინახოთ, გამოყენებამდე შეათბეთ კომფორულ ტემპერატურამდე. პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ. ძლიერად გაღიზიანებული და მშრალი ხელის კანის შემთხვევაში კი მისი გაკეთება კვირაში 2-3-ჯერ არის აუცილებელი.