ჯანმრთელობა
კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება
ჩვენი ორგანიზმი ჟანგვით პროცესებს რაც უფრო ხშირად განიცდის, მით უფრო სწრაფად ბერდება. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჟანგბადი ერთ-ერთი შხამია. დამტკიცებულ იქნა, რომ თუ ადამიანი მედიტაციის დროს სუნთქვის რიტმს უფრ იშვიათს და ზედაპირულს გახდის, ასე ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს შეუწყობს. დაჟანგვის საპირისპირო პროცესია ორგანიზმის გატუტოვნება, მჟავების ტუტეებით ჩანაცვლება, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ორგანიზმის დაზიანების გარეშე შეასრულებენ. სწორედ ამიტომ, ორგანიზმის გატუტოვნებას ფიზიკური სხეულის უკვდავების გზას უწოდებენ. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, კარავაევის ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გასაახალგაზრდავებლად იდეალური საშუალებაა.
საშუალება მიკროელემენტების ნაკრებს შეიცავს, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში არ შედის და ორგანიზმის გატუტოვნებას ხელს უწყობენ. გამოცდილი გზით დამტკიცებულ იქნა, რომ ნაკრების 8 წლის განმავლობაში დალევით სხეულიდან ყველა მავნე მიკროორგანიზმის, ჭიების, სოკოების და პარაზიტების გამოდევნას შეძლებთ.
ტუტე ნაკრების მცირე ხნით დალევაც საკმარისია, რომ მისი სარგებელი სათანადოდ დააფასოთ. თუ საკვების მიღების პროცესს წვრილი სხეულების ანატომიის მიხედვით განიხილავთ, ის ადამიანის ეთერული სხეულის და მიღებული პროდუქტის ეთერული სხეულებისგან (ანუ სუსტი ელექტრომაგნიუტი ველები) შედგება.
როცა თქვენ 24 ბალახს იღებთ, სხეულს იმ აუცილებელი ჯანსაღი ვიბრაციების შესახებ შეტყობინებას აძლევთ, რომელთაც ეს 24 ბალახი შეიცავს, და ორგანიზმისთვის ჯანმრთელობის წყაროს ხსნით, რომელსაც ქალაქის გარემოში მოშორებული იყო.
როგორ მივიღოთ და დავლიოთ:
10 ჩ/კ ნარევს 1,2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, რამდენიმე წუთით ადუღეთ და გამორთეთ. 2-3 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ ნაყენი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, მაგრამ გამოყენების წინ შეათბეთ ან ცხელ წყალში გააზავეთ. დღეში 1-2-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. მიღების კურსი ისეთია, როგორც სხვა ხალხური საშუალების მიღების დროს: 2-3 თვე დალიეთ, შემდეგ 1 თვე შეისვენეთ.
ბალახების ნაკრები:
- არყის კვირტები
- უკვდავას ყვავილები
- კატაბალახას ფესვები
- თავშავას ბალახი
- ანგელოზას ფესვები
- კრაზანას ბალახი
- ასისთავას ბალახი
- გულყვითელას ყვავილები
- ჭინჭრის ფოთლები
- ხეჭრელის ქერქი
- ცაცხვის ყვავილები
- ვირისტერფას ფოთლები
- პიტნის ფოთლები
- ბაბუაწვერას ფესვები და ფოთლები
- მრავალძარღვას ფოთლები
- შავბალახა
- გვირილას ყვავილები
- ფიჭვის კვირტები
- ბერულას ბალახი
- ფარსმანდუკის ბალახი
- ბეგქონდარას ბალახი
- სალბის ბალახი
- ევკალიპტის ფოთლები
- სინამაქის ფოთლები