თავის მოვლა
კანი ისეთივე ნაზი და ლამაზი გახდება, როგორც თინეიჯერობის ასაკში. ერთი ნიღაბი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ
სახეზე ასაკობრივი ცვლილებების ნიშნები ყველა ქალის ნერვიულობის საბაბია. 10-დან 8 ქალი უკვე 35 წლის ასაკში სახიფათო ნიშნებს ამჩნევს: სიმშრალე, კანის ელასტიკურობის დაკარგვა და წვრილი მიმიკური ნაოჭები.
40 წლის შემდეგ კანი დაჩქარებული ტემპით დაბერებას იწყებს. ეს ჰორმონალური ფონის ცვლილებებით, ნივთიერებათა ცვლის შენელებით, კვებაში ცოდვების ჩადენითა და არასწორი მოვლით არის გამოწვეული.
დაბერების პროცესი შეუქცევადია, მაგრამ მისი შენელება შესაძლებელია! ამისთვის კი სილამაზის ინექციის ძვირადღირებულ კურსებზე ჩაწერა ან ქირურგთან ვიზიტი საჭირო არაა. სახლის პირობებში კანის რეგულარული მოვლა შესანიშნავი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.
საფუარი კანისთვის
B ჯგუფის ვიტამინები, რომლითაც საფუარი მდიდარია, ეპიდერმისის უჯრედებში ცვლის პროცესს არეგულირებს. ეს დაბერების ნიშნებს ანეიტრალებს, კანს ასწორებს, მას უფრო ნათელს და დაჭიმულს ხდის. E, D, C, H, PP ვიტამინები კანს კვებას და ატენიანებს.
საფუარის ზეგავლენით კანი ჯანსაღ ფერს დაიბრუნებს და უფრო ნათელი გახდება. საფუარში შემავალი ამინომჟავები ანტიბაქტერიული და აკნესგან გაწმენდის თვისებებს ფლობს, ანტიალერგიული და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
საფუარში შედის ფოსფოლიპიდები – განსაკუთრებული ფერმენტები, რომლებიც კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და ელასტიურობაზეა პასუხისმგებელი. საფუარის ნიღბის გამოყენების შემდეგ კანის ზედაპირის გასასწორებელი რაიმე საშუალების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.
საფუარის ნიღაბი სახლის პირობებში
უკვე პირველი პროცედურის შემდეგ აშკარა განსხვავებას შენიშნავთ. გირჩევთ ორკვირიანი ანტიასაკობრივი ნიღბის კურსი გაიაროთ, რომ განახლების და დაჭიმვის გრძელვადიანი ეფექტი მიიღოთ.
ინგრედიენტები:
- 10 გრ ახალი საფუარი
- 6 ჩ/კ თბილი რძე
- 1 ჩ/კ თაფლი (ალერგიის შემთხვევაში გამორიცხეთ)
- 3 ჩ/კ სახამებელი
- 2-3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი
- 2-3 წვეთი ზეთოვანი B ვიტამინი
მომზადება და გამოყენება:
- საფუარი თბილ რძეში გახსენით და 15 წუთით გააჩერეთ.
- თაფლი დაუმატეთ. თუ თაფლის მიმართ აუტანლობა გაქვთ, 1 ჩ/კ სქელი იოგურტით ჩაანაცვლეთ. სახამებელი და ზეთოვანი ვიტამინები დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- ფუნჯის დახმარებით ნარევი სახესა და ყელზე წაისვით. მასაჟური მოძრაობით ქვემოდან ზემოთ იმოძრავეთ, თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ.
- დაელოდეთ, სანამ პირველი ფენა გაშრება, შემდეგ მეორე ფენა წაისვით. მეხუთე ფენის წასმის შემდეგ ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ. საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კანი ვაშლის ძმრის ხსნარით გაიწმინდეთ. როცა კანი გაშრება, ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი წაისვით. სილამაზის რიტუალი ხუთწუთიანი რელაქსაციით დაასრულეთ: სწორ ზედაპირზე, ბალიშის გარეშე ზურგით დაწექით, თვალები დახუჭეთ და სახის თითოეული კუნთის მოდუნება სცადეთ.
ქალს არაფერი ისე არ აახალგაზრდავებს, როგორც დადებითი ემოციები. გისურვებთ, ბედნიერების ბევრი მიზეზი გქონდეთ!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.