თავის მოვლა
კანის ყინულით მკურნალობის 6 გასაოცარი უპირატესობა
კრიოთერაპია (სიცივით მკურნალობა) პოპულარული თანამედროვე სილამაზის რიტუალია უფრო ჯანმრთელი კანის მისაღებად. ამ თერაპიას უკვე რამდენიმე წელია სპა სალონებში სილამაზის უამრავი ექსპერტი კანის მოვლის პროცედურების დროს იყენებს, რადგან თერაპიას უპირატესობების ფართო სპექტრი გააჩნია.
კრიოთერაპიას შეუძლია:
- სახის კანის განახლება;
- ნაოჭებთან ბრძოლა;
- აკნესა და ლაქებთან ბრძოლა
- სისხლის მიმოქცევის გაზრდა, რაც ჯანსაღ და მბზინვარე კანს იწვევს
აი, რა უპირატესობები აქვს დილის და საღამოს ამ რიტუალს:
გლუვი კანი
ჭარბი კანის ცხიმს და ჭუჭყს კანის ფორების გაფართოება შეუძლია. ყინულით მკურნალობა ფორების გაწმენდის ხარჯზე გაფართოებული ფორების შემცირებაში დაგეხმარებათ, რომელიც ჭარბი ცხიმის გამო უფრო დიდი ჩანს. ეს პროცედურა კანს არბილებს და მას უფრო ახალ და ჯანსაღ იერს ანიჭებს.
ფორების შემცირება
მაკიაჟის წასმამდე ყინულის გამოყენება სცადეთ. ასე ფორებს მინიმუმამდე შეამცირებთ და მაკიაჟის ბაზა გლუვი და უნაკლო გახდება.
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
კანის კრიოთერაპია სისხლის მიმოქცევას ზრდის და სისხლძარღვებს ავიწროებს, რის წყალობით ანთება და შეშუპება მცირდება.
შესიებულ თვალებს შესანიშნავად უხდება.
ყინული თვალების ქვეშ სიშავეს/ჩაშავებულ უპეებს შეშუპების შემცირების ხარჯზე შეამცირებს.
ნაოჭებთან ბრძოლა
კრიოთერაპია ნაოჭების ნიშნებს შეამცირებს და ახალი ნაოჭების გაჩენას შეაფერხებს.
აკნესთან ბრძოლა
კრიოთერაპია გაღიზიანებას, შეშუპებას და სიწითლეს ამცირებს, ანუ აკნეს საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. თუ ახალი გამონაყარი შენიშნეთ, კანზე ყინული გამოიყენეთ და ასე ანთებას შეაფერხებთ. ყინულის კუბი აკნეზე რამდენიმე წამით გაიჩერეთ. ასე გამონაყარის ზომას და დეფექტების რაოდენობას შეამცირებთ. პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ.
კრიოთერაპიის ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, სახე კარგად გაიწმინდეთ;
- 1-2 ყინულის კუბი მარლაში ან ნებისმიერ რბილ ქსოვილში გაახვიეთ;
- როცა ყინული დნობას დაიწყებს, ქსოვილი სახეზე დაიდეთ;
- ყინული სახის სხვადასხვა ადგილას 1-2 წუთით გაიჩერეთ;
- ყინული ნაზი, წრიული მოძრაობით სახეზე გადაიტარეთ. ნიკაპის გავლით, ყბის ხაზიდან ლოყებისკენ, შუბლის და ცხვირის გასწვრივ იმოძრავეთ;
- განსაკუთრებული ყურადღება ცხვირის ქვეშ კანს მიაქციეთ;
- პროცედურა ტონიკით ან დამატენიანებელი კრემით დაასრულეთ;
შენიშვნა:
- თუ პროცედურის გაკეთებისას ყინულის კუბს ქსოვილში არ ახვევთ, ხელთათმანები უნდა გაიკეთოთ, რადგან შიშველი ხელებით ყინულის დიდხანს დაჭერას ვერ შეძლებთ;
- თუ ყინულის უშუალოდ კანზე გამოყენებას ვერ ახერხებთ, იმავე ეფექტს მიაღწევთ, თუ ყინულის კუბებს რბილ ქსოვილებში გაახვევთ.
- თუ შიშველი ყინულის გამოყენება გადაწყვიტეთ, საყინულიდან გამოღებისთანავე არ გამოიყენოთ. ასე კანქვეშა კაპილარები შეიძლება დააზიანოთ.
- ყინულის გამოყენებას მოერიდეთ, თუ დაზიანებული კაპილარები გაქვთ. ასევე დიდხანს არ გამოიყენოთ.
- კრიოთერაპია 15 წუთზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.
- თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო შედეგის მისაღწევად წყალს ლიმონი, ვარდის წყალი, მწვანე ჩაი, კიტრი, გვირილას ჩაი ან სხვა ბალახი დაუმატოთ.