თავის მოვლა
კანის მოვლაში დაშვებული 6 შეცდომა, რომლებიც გვაბერებენ
ჩვენი კანი ნაზი და დაუცველია. მაკიაჟსა და თავის მოვლაში დაშვებულ შეცდომებს კანის დაზიანება და ნაადრევი სიბერის გამოწვევაც შეუძლია. დღეს გიამბობთ, თუ რას უნდა აარიდოთ თავი, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, სილამაზე და კანის ჯანსაღი იერი.
დასაბანად ნეჭას გამოყენება
ყველაზე რბილ ღრუბელსაც ან ნეჭასაც კანის ბუნებრივი დამცავი ფენის დაზიანება შეუძლია. თავის მხრივ, ამან შეიძლება გაზრდილი სიმშრალის და წვრილი ნაოჭების განვითარება გამოიწვიოს. კოსმეტიკის და დასაბანი საშუალების წასასმელად ან მოსაშორებლად მხოლოდ ხელები გამოიყენეთ.
მუდმივად ტონიკის გამოყენება
ზოგიერთი ქალი ტონიკს გამწმენდი საშუალების ალტერნატივად იყენებს, მაგრამ ეს კარგი იდეა არაა. მსგავსი ტონიკები ხშირად კანს აშრობენ, განსაკუთრებით, თუ მშრალი კანი ან კომბინირებული კანის ტიპი გაქვთ.
კანის ძალიან აქტიურად წმენდა
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ და „ჭრიალამდე“ წმენდას მიჩვეული ხართ, ეს კარგი იდეა არაა. ბუნებრივი ცხიმიანი საფარის მოშორებით კანი ცხიმს უფრო ინტენსიურად აწარმოებს, შედეგად მისი ბუნებრივი ბალანსი ირღვევა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა ნაზ, დამატენიანებელ საშუალებებს მიანიჭეთ. ასევე დაფიქრდით, რომ კანი დღეში ერთხელ გაიწმინდოთ.
რეტინოლის აქტიური გამოყენება
რეტინოლი კანში კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს, ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას ამცირებს. რეტინოლი დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. დიდი დოზით რეტინოლმა შეიძლება კანის გამოაშროს და გააღიზიანოს.
ღამით მაკიაჟის არ მოშორება
კანის ჯანმრთელობის და სილამაზის წინაშე ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული – ღამით მაკიაჟის დატოვება. ეს მავნებელია კანისთვის, თვალის ლორწოვანი გარსისთვის და თქვენი მხედველობისთვის. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, რამდენიმე წუთი გამონახეთ, რომ ძილის წინ დაიბანოთ და მაკიაჟის ნარჩენები მოიშოროთ.
კანის არარეგულარული დატენიანება
რეგულარული დატენიანება არა მხოლოდ მშრალ კანს, არამედ კომბინირებულ და ცხიმიან კანსაც სჭირდება. სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ ზეთებს ან კრემებს, რადგან ისინი არა მხოლოდ ატენიანებენ, როგორც ლოსიონები, არამედ მის გაჩერებას ხელს უწყობენ. გარდა ამისა, მალამოები და კრემები კანს დაზიანებისგან იცავენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კანი – პირველი ბარიერია ბაქტერიებისა და სახიფათო ინფექცების მიმართ.