Connect with us

თავის მოვლა

კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, რომელიც ნაოჭებს სწრაფად აშორებს

მზის სხივების მავნე ზეგავლენა, ცუდი ეკოლოგია და მავნე ჩვევები – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას პროვოცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ დაბერების პროცესისთვის თავის არიდებას ვერ შევძლებთ, კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნება ღრმა სიბერმედეც კი შეგვიძლია. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე, ნაჭოების გაჩენისგან და კანის დაზიანებისგან ახალგაზრდებიც კი იტანჯებიან. სხვადასხვა კოსმეტიკური დეფექტები ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს და მათ შესანიღბად არაერთ სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ. მათი უმრავლესობა, მაგ: ტონალური კრემი, კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

თუ მოცემულ პრობლემას სწორად მიუდგებით და ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი კოსმეტიკური პროდუქტების ნაცვლად დახმარებისთვის ნატურალურ საშუალებებს მიმართავთ, ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. დღევანდელ სტატიაში მე მოგიყვებით ერთი ძალიან ეფექტური საშუალების შესახებ, რომელსაც პირადად ვიყენებ კანის ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად. მინდა გითხრათ, ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ვაშლისგან, ყურძნისგან და ალოე ვერასგან – 100%-ით ნატურალური საშუალება, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, აგლუვებს მას და ჰმატებს სიმტკიცეს.

კანის გაახალგაზრდავება სახლის პირობებში

ორგანული ინგრედიენტებისგან შემდგარი ნიღბები აგრესიული ქიმიკატების გარეშე – ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების არაჩვეულებრივი ალტერნატივა ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი საშუალების დახმარებით, თქვენ მარტივად გათავისუფლდებით ნაოჭებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და კანის სხვა მსგავსი ცვლილებებისგან. რეგულარული პროცედურების შედეგად სასიამოვნო ცვლილებები მინიმალურ დროში თვალსაჩინო იქნება, რაც საკუთარ თავზე ზრუნვის კიდევ უფრო დიდ სტიმულს მოგცემთ.

რატომაა ეს საშუალება ასეთი ეფექტური?

ვაშლი

მოცემული პროდუქტი მდიდარია წყლითა და ფიტოქიმიკატებით – კანის გაახალგაზრდავებისთვის და მისი გამოკვებისთვის აუცილებელი ოორი ნივთიერება.

კოსმეტიკურ საშუალებებში ვაშლის გამოყენებით შესაძლებელია კანის მკვდარი უჯრედების მოშორება და თავისუფალი რადიკალებისგან დამცავი ბარიერის შექმნა.

ყურძენი

ანტიოქსიდანტები და C ვიტამინი, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ყურძენი, თამაშობს მნიშვნელოვან როლს კანის დაცვაში თავისუფალი რადიკალებისგან.

გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი შეიცავს რესვერატროლს, E ვიტამინსა და მინერალებს, რომლებიც სტიმულირებს უჯრედულ აქტივობას და თავიდან გვარიდებს კანის ნაადრევ დაბერებას.

ალოე ვერა

ალოე ვერას რბილობი – საუკეთესო ნატურალური საშუალება კანის მოსავლელად. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც სტიმულირებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს და აახალგაზრდავებს კანს.

ალოე ვერას რეკომენდაციას უწევენ ექიმები დამწვრობის სამკურნალოდ და კანის დეფექტების აღმოსაფხვრელად. მოცემული პროდუქტი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს, კვებავს მას და არეგულირებს კანის pH მაჩვენებელს.

როგორც ხედავთ, თითოეული კომპონენტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის, ხოლო მათი კომბინირებით ჩვენ ვიღებთ საშუალებას, რომელიც მინიმალურ დროში გვაშორებს მცირე ზომის ნაოჭებს და აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს.

როგორ მოვამზადოთ ეს ძლიერმოქმედი ნიღაბი?

გახსოვდეთ, სასურველი შედეგის მისაღებად და პრობლემის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად აუცილებელია რეგულარული პროცედურები.

ინგრედიენტები:

  • 1 მწვანე ვაშლი
  • 100 გრამი ყურძენი
  • 100 გრამი ალოე ვერას რბილობი

მომზადება:

  • დაჭერით მწვანე ვაშლი პატარა კუბიკებად, მოაშორეთ მას წიპწები და ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა.
  • კარგად გარეცხეთ ყურძენი და ალოე ვერას რბილობთან ერთად ჩაამატეთ ის ვაშლის ფაფაში. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ ბლენდერის გამოყენებით. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  • მზა საშუალება გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

  • საღამოს, კანის კოსმეტიკური საშუალებებისგან გაწმენდის შემდეგ წაისვით ეს საშუალება სახის კანზე და დეკოლტის ზონაზე ნელი წრიული მოძრაობებით.
  • დაიტოვეთ ის სამოქმედოდ დაახლოებით 20-30 წუთით.
  • ჩამოიბანეთ ნარევი გრილი წყლით.
  • ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა სასურველ შედეგს ხანმოკლე დროში მიაღწიოთ.

კანის გამაახალგაზრდავებელ ამ ნიღაბს პირადად ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.