ჯანმრთელობა
კამით თვალები მოვირჩინე, ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება ბევრს დაეხმარება
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც ხალხური მედიცინის დახმარებით მხედველობის გაუმჯობესება შეძლო.
„გაზეთში წავიკითხე სათაური კამის შესახებ „კამა მხედველობას აღადგენს“ და გადავწყვიტე ამ საოცარი მცენარით მკურნალობის მეთოდების ჩამონათვალს კიდევ ერთი შევმატო, კერძოდ გლაუკომას მკურნალობა, რომლითაც ვიტანჯები.
როგორ ვმკურნალობ
20 გრ კამის თესლს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, 1 საათი დააყენეთ, გადაწურეთ. დღის განმავლობაში 3–ჯერ დალიეთ. ამავე ნაყენით თვალს დღეში რამდენჯერმე ვიწმენდ და საფენებს ვიკეთებ.
თუ ცოტა ნაყენი მრჩება, მშრალი კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად სახეს ვიწმენდ.
პროფესიით მასწავლებელი ვარ, ამიტომ თვალები ჩემი პურია. მასზე ვზრუნავ, ოფთალმოლოგის ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ. შედეგად, დღემდე კარგ ფორმაში ვარ.
ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ განვიცადე და ამან დაავადების განვითარება გამოიწვია.
თვალზე ოპერაციის შემდეგ შემდე დასკვნამდე მივედი:
- არ შეიძლება ნერვიულობა;
- შესაძლებლობის მიხედვით ყველაფერს ფილოსოფიურად უნდა მიუდგეთ;
- კარგი მეგობრები შემოიკრიბოთ, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ და ჰობით დაკავდეთ;
- ბოსტანმა არ გაგიტაცოთ და სიმძიმეები არ აწიოთ.
კიდევ რა?
სეზონზე, ყოველდღე შესაძლებლობის მიხედვით მიირთვით ბევრი მოცვი, მარწყვი, შავი მოცხარი, ასკილი, მწვანე ხახვი და მწვანე კამა.
უკვე დიდი ხანია გადავედი უმ სალათებზე, შვრიის და წიწიბურის ფაფაზე, ბოსტნეულის წვნიანზე, ცოტა მოხარშულ ქათმის ხორცზე, რძესა და კეფირზე. შემოდგომაზე, ყოველ სეზონზე გოგრის წვენს ვსვამ და გოგრის ფაფას ვამზადებ.“
კამა წარმატებით გამოიყენება თვალის სხვა დაავადებების სამკურნალოდაც: მწვავე და ქრონიკული კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ქუთუთოების შეშუპება, კატარაქტი.
კამა კატარაქტის სამკურნალოდ
ბაიკის ნაჭრიდან 2 ტომარა შეკერეთ (წყალს კარგად უნდა იკავებდეს). ტომრების ზომა: 5×5 სმ.
თითოეულ ტომარაში 3-3 ჩ/კ კამის თესლი ჩაყარეთ, შეკარით, პატარა ემალის ქვაბში ჩადეთ, ცივი წყალი დაასხით ისე, რომ ტომრები დაიფაროს და ცეცხლზე დადგით.
2 წუთით ადუღეთ, თეფშზე გადმოიტანეთ, რომ ცოტა გაგრილდეს და წყალი დაიწუროს. თბილი ტომრები დახუჭულ თვალებზე დაიდეთ, ზემოდან პარკი და პირსახოცი დაიფარეთ.
10-15 წუთით გაიჩერეთ, სანამ არ გაგრილდება. პროცედურა ღამით გააკეთეთ.
კამის ტომრები შეგიძლიათ 2–ჯერ გამოიყენოთ. ამის შემდეგ თესლი გადაყარეთ, ტომრებს უსაპნოდ წყალი გაავლეთ და კვლავ ახალი თესლით გაავსეთ. ახალი პორცია წყალი დაასხით.
კამის სხვა სარგებელი
მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით, თესლი, შეიცავს ანეტინს, ზეთს, ცილოვან ნივთიერებებს, საქარიდებს, რკინის მიკროელემენტებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, თიამინს, რიბოფლავინს, ნიკოტინის, ასკორბინის და ფოლიუმის მჟავებს, კაროტინს, კამფეროლს.
კამა სისხლძარღვებს აფართოებს, არტერიულ წნევას და გლაუკომას წნევას ამცირებს, რადგან შარმდენი მოქმედება აქვს. კამა გაზრდილი ნერვოზის, მშფოთვარე ძილის და გულის დასამშვიდებლად სასარგებლოა.
კამა ქრონიკული კორონალური უკმარისობის, ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაავადებების, ნაწლავების კოლიკის და მუცლის შებერილობის დროს მიიღება.
შეგახსენებთ, ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ხალხური მედიცნის ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია. თვითმკურნალობა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს!