Connect with us

ჯანმრთელობა

კალციუმი: მითები და რეალობა, დეფიციტი და მისი შევსება

თქვენ კარგად იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიტამინები და მიკროელემენტები ადამიანის ორგანიზმისთვის. სპეციალისტები მათგან გამოარჩევენ კალციუმს, რადგან იგი შეუცვლელი ელემენტია ქალის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. მისი დეფიციტი უარყოფითად აისახება ორგანიზმის უმეტეს ფუნქციაზე. როგორ ავიცილოთ თავიდან კალციუმის უკმარისობა?

ახლა კალციუმის შესახებ იმდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რომ რთულია სიმართლისა და ბანალური რეკლამის ერთმანეთისგან გარჩევა. სწორედ ეს ინფორმაცია იწვევს მოხმარებლების დაბნევასა და მითებს კალციუმის გარშემო. დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ამ მიკროელემენტის თვისებებს, მოგიყვებათ მისი დეფიციტისა და მოხმარების შესახებ.

როგორ მივიღოთ კალციუმი

კალციუმი – ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს  ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. იგი აუცილებელია მყარი ძვლებისა და კბილებისთვის, თუმცა, მისი თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. კალციუმი უზრუნველყოფს კუნთების კუმშვას, პასუხს აგებს სისხლძარღვების შევიწროება/გაფართოებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

დეფიციტის ასაცილებლად, ზრდასრულებს დღეში დაახლოებით 1000მგ კალციუმი ესაჭიროება, 8 წლამდე ბავშვებს – 800მგ, 9-18 წლამდე მოზარდებს 1300 მგ, ხოლო ფეხმძიმეებსა და მეძუძურ დედებს 2000 მგ.

ბევრი ქალია შეპყრობილი კალციუმის უკმარისობის შესახებ ფიქრით, რადგან იცის, თუ რამდენად ნეგატიურად ისახება მისი დეფიციტი ორგანიზმზე. ამიტომ, იწყებენ კალციუმის მიღებას დიდი რაოდენობით. თუმცა, კალციუმის ჭარბი რაოდენობით მიღება არამხოლოდ აძლიერებს ძვლებს, არამედ იწვევს ამ ელემენტის დაგროვებას ორგანოებსა და ქსოვილებში, რასაც სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.

კალციუმის გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ ვიარსებებთ, თუმცა იგი დეფიციტური ნივთიერება სულაც არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საკმარისი რაოდენობით მიღება ჩვენი ყოველდღიური რაციონიდანაც შეიძლება, თუ სწორად ვიკვებებით. ცალკეული პრობლემაა ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისების უნარი. სწორედ ამიტომ განვიცდით კალციუმის დეფიციტს უფრო მკვეთრად, ვიდრე სხვა მინერალების უკმარისობას.

ითვლება, რომ კალციუმის ნაკლებობა ოსტეოპოროზს(დაავადება, რომლის დროსაც ძვლის სიმკვრივე იკლებს, უფრო მყიფე ხდება) იწვევს. აქ ვხდებით პირველ მითს: ოსტეოპოროზი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ანუ მისი გამოწვევა სხვადასხვა მიზეზს შეუძლია.

ოსტეოპოროზს შეიძლება იწვევდეს ჰორმონალური დარღვევები, გენეტიკური და ასაკობრივი ფაქტორები, ასევე, სისხლისა და საჭმლისმომნელებელი სისტემის დაავადებები. ეს იმას ნიშნავს, რომ თავს ოსტეოპოროზისგან ვერც დაიცავთ და ვერც გაითავისუფლებთ კალციუმის დანამატის მიღებით, რადგან, თუ მას ჩვენი კუჭი ვერ ითვისებს, მიკროელემენტი ძვლებამდე ვერ მიაღწევს.

მეორე მითი: კალციუმის დეფიციტის შევსება აბებით შეუძლებელია. დიახ, აბები აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას, თუმცა ეს არც იმდენად კარგია, რამდენადაც გეჩვენებათ. თუ ადამიანი კალციუმს ექიმის დანიშნულებითა და შესაფერისი ჩვენებებით არ იღებს, არსებობს რისკი, დეფიციტი სიჭარბედ აქციოთ.

კალციუმის სიჭარბე კი თირკმლების ფუნქციონირებას ართულებს. ზედმეტი კალციუმი სისხლძარღვების კედლებზე გროვდება, ანელებს სისხლის დინებას. სწორედ ამიტომ, არ მიიღოთ კალციუმის აბები ექიმთან კონსულტაციის გაეშე.

კიდევ ერთი მითი კალციუმის შესახებ ირწუნება, რომ იგი უკეთ აითვისება D ვიტამინთან ერთად. თუმცა, საჭიროა თუ არა ამ ვიტამინის მიღება დანამატების სახით? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმარისია ის მზის სხივები, რომელსაც ვიღებთ წლის განმავლობაში. შედეგად, ორგანიზმში წარმოქმნილი D ვიტამინი საკმარისია კალციუმის ათვისებისთვისაც, ამიტომ მისი დამატებით მიღება საჭირო არაა.

მართალია, კალციუმი უკეთ აითვისება D ვიტამინთან ერთად, თუმცა ამ საკვები დანამატის მიღება ნამდვილად არაა სასურველი, რადგან იგი, ალბათ, ერთადერთი ვიტამინია,  რომლის ჭარბი მიღებასაც სერიოზული პროლემები შეიძლება მოჰყვეს.

თვითონ კალციუმის დეფიციტი კი მითი არაა. ესაა რეალური პრობლემა, რომელიც საკმაოდ ხშირად წარმოიქმნება. მისი, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების, პროფილაქტიკა გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა. თუმცა, პროფილაქტიკა უნდა მოხდეს არა აბებით, არამედ რაციონის შეცვლით.

რა უნდა მივირთვათ კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად?

ყველაზე მარტივად ათვისებად კალციუმს შეიცავს – რძე, რძის და რძემჟავის პროდუქტი, ზღვის და მდინარის თევზი. კალციუმის საუკეთესოდ ათვისებისთვის საჭიროა ფოსფორი და მაგნიუმი, რომლებსაც შეიცავს თევზი, პარკოსნები, კაკაო და მარცვლეულის პური.

ასევე, კალციუმის მიღება შეგვიძლია ლობიოს, ბარდის, ოსპის, ისპანახისა და კომბოსტოს ნებისმიერი სახეობისგან. მიკროელემენტს საკმარისი რაოდენობით შეიცავს გოგრა, ასკილი და თხილის ნებისმიერი სახეობა.

ჩართეთ რაციონში ყველა ეს პროდუქტი, იკვებეთ სწორად და კალციუმის დეფიციტი ნამდვილად არასდროს შეგაწუხებთ.