ჯანმრთელობა
კაიენის მალამო: ხელნაკეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
ხელნაკეთი ნატურალური საშუალება საკმაოდ ეფექტურია. ზოგჯერ ხალხური საშუალება უფრო მოქმედია, ვიდრე სააფთიაქო საშუალებები. კაიენის მალამო გამონაკლისი არაა.
ამ ხალხურ საშუალებას გამახურებელი ეფექტი აქვს. ცხარე წითელი წიწაკიდან მალამოს მომზადება სცადეთ და საიმედო ტკივილგამაყუჩებელი ხელთ გექნებათ.
რა სარგებელი აქვს კაიენის მალამოს და როგორ მოვამზადოთ
ცხარე წითელი წიწაკის თვისებები
ცნობილია, რომ ჩილის წიწაკა კაპსაიცინს შეიცავს. ეს ნივთიერება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ის ბლოკავს სიგნალებს, რომლებიც ტვინში სხეულის კონკრეტულ ნაწილში ტკივილის შესახებ ინფორმაციას აგზავნის. სწორედ ამიტომ, როცა კაიენის წიწაკას ჭამთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ენა იწვის, შემდეგ საერთოდ შეშდება.
ცხარე წიწაკით მომზადებული მალამო მსგავსი პრინციპით მუშაობს. კანზე წასმისას ჯერ ჩხვლეტას იგრძნობთ, შემდეგ სითბოს. ტკივილის სიგნალები დროებით დაიბლოკება. ასე თქვენი განწყობა გაუმჯობესდება. ხელნაკეთი საშუალება სახსრებსა და კუნთებში ტკივილს, ასევე ანთებას ამცირებს.
კაიენის მალამოს რეცეპტი
დაგჭირდებათ:
- 100 მლ ზეითუნის ზეთი
- 2 ს/კ კაიენის წიწაკა
- 2 ს/კ ფუტკრის ცვილი
მომზადების წესი:
- ზეითუნის ზეთი კაიენის წიწაკასთან ერთად წყლის აბანოზე გააცხელეთ. როცა ნარევი თბილი გახდება, ცეცხლიდან გადმოდგით და 20 წუთით გააჩერეთ. იგივე მოქმედება 2 საათის განმავლობაში გაიმეორეთ.
- საცერს 2 ფენად გაკეცილი მარლა დააფარეთ. მასში ზეთი გაწურეთ.
- ფუტკრის ცვილი ღრმა ტაფაში სუსტ ცეცხლზე გაადნეთ. ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ფრთხილად აურიეთ.
- მზა მასა მინის ჭურჭელში ჩაასხით და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
გამოყენების წესები
წიწაკის ტკივილგამაყუჩებელი მალამო მხოლოდ გარეგნულად გამოიყენეთ. კანი დაზიანებული არ უნდა იყოს. მალამო ხელთათმანით წაისვით. თვალის ლორწოვან გარსზე მალამოს მოხვედრისას ძლიერ წვას იგრძნობთ. ჩატარებული პროცედურის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
კაიენის მალამო სახსრებში ტკივილს აქრობს, ტრავმისას უსიამოვნო შეგრძნებებს ებრძვის. საშუალება ართრიტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე წაისვით. მზა მალამო ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ასე 1 წელი გემსახურებათ.