Connect with us

სხვა

იცით რა განსხვავებაა ყავისფერი და თეთრი ფერის ნაჭუჭის მქონე კვერცხს შორის?

კვერცხის ნაჭუჭის ფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრება თუ ჭორი არსებობს.
ზოგი ფიქრობს, რომ ყავისფერი ნაჭუჭის მქონე კვერცხი უფრო სასარგებლოა რადგან უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, სხვები თვლიან რომ უფრო გემრიელია, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ მუქი შეფერილობის კვერცხი კარგია მოხარშული კრემის შიგთავსის მქონე ღვეზელებისთვის, ხოლო თეთრი კი – ტორტისთვისაა უკეთსი (ან პირიქით). სინამდვილეში კი განსხვავება მხოლოდ ფერშია და არვითარი სხვა მართებული აზრი არ არსებობს.

კვერცხის შემადგენლობა ერთნაირია და არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ნაჭუჭი აქვს მას, უფრო მეტიც მას ნაჭუჭის სისქეც კი ფაქტიურად ერთნაირი აქვს, თუ არსებობს განსხვავება მათ შორის ის დამოკიდებულია ქათმის ასაკზე, უფრო ახალგაზრდა ქათმის მიერ დადებულ კვერცხს უფრო სქელი ნაჭუჭიც აქვს და უფრო მაგარიც.

ჭორები იმის თაობაზე, რომ ყავისფერი ნაჭუჭის მქონე კვერცხი უფრო სასარგებლოა – გაყიდვების მარკეტინგიდან წამოვიდა  და თუ დააკვირდებით ის ყოველთვის შედარებით ძვირი ღირს, აქედან გამომდინარე კი ბევრი ფიქრობს რომ საკვები ფასეულობაც მას მეტი აქვს. ასე არაა?!

როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს მხოლოდ მარკეტინგული ეშმაკობაა.

კვერცხის ფასის სხვაობა ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ქათამი რომელიც ყავისფერ კვერცხს დებს,  როგორც წესი მოიხმარს უფრო მეტ საკვებს რაც ნიშნავს რომ მათი შენახვა უფრო ძვირი ჯდება და რაგორღაც უნდა მოხდეს ამის კომპენსირება. თეთრი ფერის კვერცხს ძირითადად ის ქათმები დებენ რომელსაც თეთრი ან ღია ფერის ბიბილო და ბუმბული აქვთ, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია, ეს უბრალოდ ძირითადი ბუნებრივი კანონია და გამონაკლისებიც არსებობს, აქედან კეთდება დასკვნა – ქათმები მუქი ფერის ბიბილოთი და ბუმბულით მოიხმარენ უფრო მეტ საკვებს.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ კვერცხის გემო მართლაც განსხვავებულია თუმცა ეს მის ფერთან არანაირ კავშირში არაა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რას ჭამს ქათამი რომელიც კვერცხს დებს. საკვები გავლენას კვერცხის გულზე ზუსტად ისე ახდენს როგორც ძროხის ან ღორის ხორცზე. აქედან გამომდინარე ორი ქათმდან რომელთაგან ერთი მუქი შეფერილობისაა და მეორე ღია – თუ ისინი ერთი და იგივე საკვებით იკვებებიან, კვერცხის გული განსხვავებული არც ფერით და არც გემოთი იქნება.