Connect with us

საკითხავი

ის რკინის არაა! ლითონის ნეჭას გამოყენების 10 უჩვეულო მეთოდი

ლითონის ნეჭა ან ღრუბელი თითოეულ სამზარეულოში აუცილებელი ნივთია. მიმწვარი ტაფის და ქვაბის გასაწმენდად მასზე უკეთესი საშუალება ხომ არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ნეჭას გამოყენების ყველა მეთოდის შესახებ არ ვიცით, ზოგიერთს ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ნიჟარა რომ არ დავაბინძუროთ

როცა შინაური ცხოველის დაბანას გადაწყვეტთ, ჩასარეცხ ხვრელში ლითონის ნეჭა ჩადეთ (თუნდაც ძველი ნეჭა, რომელსაც სამზარეულოში აღარ იყენებთ). ის ცხოველის ბეწვს შეაგროვებს და აბაზანა ან საშხაპე აღარ გაიჭედება. შემდეგ ნეჭას ამოღება არ დაგავიწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჟანგდება.

სამშენებლო სახეხის ალტერნატივა

ზოგიერთ შემთხვევაში ლითონის ნეჭა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზუმფარას ქაღალდი. ის რთულად მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა მაგიდის მრგვალი ფეხი ან კარის მოლდინგი, გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია. შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის გაღებვამდე გამოიყენოთ, რომ ძველი საღებავი მოაშოროთ და ზედაპირი გააპრიალოთ.

სახლი მღრღნელებისგან დასაცავად

სახლში თაგვი გაჩნდა? სახლი ყველა შესაძლო ხვრელის არსებობაზე შეამოწმეთ. თუ ხვრელი აღმოაჩინეთ, მაგალითად კაბელის ან კარის გვერდით, ლითონის ნეჭით ამოავსეთ. თაგვები ამ დამცავში გასვლას ვერ შეძლებენ, რადგან ლითონის მავთულის დაღრღნა არ შეუძლათ. დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავი უკეთ რომ დაიცვათ, ლითონის ნეჭა სამშენებლო ქაფით ამოავსეთ.

დისკების გაწმენდა

პატარა ღრუბლით მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე დიდი ჯაგრისით, ხოლო ავტომობილის შამპუნთან ერთად ჭუჭყს, მაზუთს და ჟანგს ადვილად გაუმკლავდება.

ხის დაძველება

ხის ზედაპირი სწრაფად რომ დააძველოთ და უფრო ლამაზი შეფერილობა მიანიჭოთ, ლითონის ღრუბელი გამოიყენეთ, მაგრამ უფრო წვრილი ბუსუსებით. პატარა ნაწილებად დაჭერით, ქილაში მოათავსეთ, ძმარი (ჩვეულებრივი ან ვაშლის) დაასხით და თავსახური დაახურეთ (ზუსტი პროპორცია: მთელ ღრუბელზე 2-3 ჭიქა სუფთა ძმარი). ერთ დღეში ღრუბელი ძმარში გაიხსნება და „რკინის“ ძმრიან ხსნარს მიიღებთ. ამ ნარევით ხეს ფარავენ და ელოდებიან, როდის შეიწოვება ძმარი და აორთქლდება. შედეგი შთამბეჭდავია!

მაკრატლის გალესვა

როგორც ფოლგის შემთხვევაში მაკრატლით ლითონის ნეჭა რამდენჯერმე უნდა გაჭრათ.

ჟანგის მოშორება

თუ ძველი დაჟანგული ჭიშკრის გაღებვა გადაწყვიტეთ, თუ ღუმელზე ან ბუხარზე ჟანგი გაჩნდა, მათ მოსაშორებლად ლითონის ღრუბელი გამოგადგებათ.

სჭვალის დამაგრება

თუ სჭვალი ხვრელში მოძრაობს ან კუთხვილი გაწყვეტილია, დამაგრებას წვრილი ლითონის ღრუბლით შეძლებთ. კუთხვილზე დაახვიეთ და სჭვალი თავის ადგილას დაამაგრეთ.

ცარცის მოშორება

ფერადი ცარცი და ფეხსაცმლის შავი ზოლები ლინოლეუმზე ადვილად ქრება.

ფერადი ფეხსაცმლის გაწმენდა

თავდაპირველი სიქათქათის დაბრუნებას მელანინის ღრუბლითაც შეძლებთ, მაგრამ ლითონის ნეჭა ამ საქმეს უფრო სწრაფად გაუმკლავდება.