Connect with us

ტესტები

ის რაც პირველად დაინახეთ სურათზე მოგითხრობთ თუ რა მოვლენები გელოდებათ ამ კვირაში

ბედისწერა რას გვიმზადებს განუსაზღვრელია, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ჩვენი მიზნები იცვლება, ჩნდება ახალი პრობლემები და მირწევები და ჩვენი ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება, სწორედ ამიტომ არის ჩვენი ცხოვრება ასეთი მრავაკფეროვანი და საინტერესო.

დღეს შემოგთავაზებთ ტესტს რომელიც თქვენი ქვეცნობიერის შესწავლის შედეგად გეტყვით თუ რა გელოდებათ უახლოეს მომავალში. შეხედეთ ფოტოს, რა დაინახეთ პირველად?!

ადამიანის სახე

თუ პირველად ადამიანის სახე დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ მალე ვიღაც დაგიბრუნდებათ თქვენი შორეული წარსულიდან. ნუ გაგიკვირდებათ თუ შემდეგ კვირას შეტყობინებას ან ზარს მიიღებთ ადამიანისგან რომლის დაბრუნებაც გსურდათ თქვენს ცხოვრებაში. ეს ადამიანი დღემდე მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამიტომ ბედისწერა ეცდება ის თქვენ დაგიბრუნოთ.

მამაკაცის სახე ხეზე

ეცადეთ დრო მარტოობაში გაატაროთ და დაფიქრდეთ თუ ვინ ხართ. დაუფიქრდით თქვენს შეხედულებებს და იმას, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტქვენს ცხოვრებაში.

მომავალ კვირაში თქვენ სავარაუდოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით, რომელიც მაგალითად ახალ და გაცილებით პერსპექტიულ სამსახურს უკავშირდება სხვა ქალაქში.

ფლეიტისტი

მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას თქვენს ცხოვრებაში ახალია დამიანი შემოვლენ. თუ მარტო ხართ, შეიძლება ახალი სიყვარული იპოვოთ. მომდევნო პერიოდი ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს. თქვენი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით იქნება სავსე, რადგან გარშემორტყმული იქნებით კარგი, კეთილი, ჭკვიანი და მხირული ადამიანებით.

ქალი

თქვენი პროფესიული კარიერა მომავალ კვირაში ზენიტში იქნება. შეძლებთ დამსახურებული დაწინაურება მოიპოვოთ ან ხელფასი მოგიმატონ. თუ უმუშევარი ხართ, დიდია ახალი სამსახურის პოვნის ან საინტერესო პროფესიის ათვისების ალბათობა. თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.