ტესტები
ის, რაც პირველად დაინახეთ, თქვენს პიროვნებას აღწერს
ზემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ! პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს, თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს ამბობს.
ამ ტესტის დახმარებით მიხვდებით, თუ რა არ გყოფნით ცხოვრებაში, რა გიყვართ სინამდვილეში და როდის ხართ ბედნიერი.
შეყვარებული წყვილი
თქვენ ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. მეგობრებთან საუბარი და სასიამოვნო კომპანიაში დროის გატარება გიყვართ. წვეულებებსა და კლუბებში დროს არ ხარჯავთ, გირჩევნიათ დრო საინტერესო ხალხთან ურთიერთობაში გაატაროთ.
უცნობებთან ურთიერთობა სიამოვნებას არ განიჭებთ და ამაზე ნერვიულობა არ მოგწონთ. იცით, თუ რა გაინტერესებთ და ვისთან გსიამოვნებთან ყოფნა. ასეთი ხალხი ახლოს გყავთ. საკუთარი სამყარო გაქვთ, სადაც სრულ კომფორტს გრძნობთ.
ასეა სიყვარულშიც. ძალიან რომატიკული ხართ და ხანგრძლივი ურთიერთობები გიყვართ. პარტნიორს თქვენთან ყოფნა არ ბეზრდება, რადგან ძალიან საინტერესო და კომუნიკაბელური ხართ.
გარდა ამისა, თქვენ საყვარელ ადამიანს დიდ ყურადღებას აქცევთ. იცით, თუ მას რა მოსწონს და ადვილად შეგიძლიათ შესთავაზოთ ის, რაც ურთიერთობას დაუვიწყარს გახდის.
ხე
თუ პირველად დაინახეთ ხე, თქვენ ერთ ადგილზე ყოფნა არ შეგიძლიათ. თავგადასავლების დიდი მაძიებელი ხართ და ახალი კუთხიდან სამყაროს შეცნობა გიყვართ. ყველაფერი ახალი და საინტერესო მოგწონთ.
მუდმივად ახალ ამოცანებს ისახავთ, რომელიც შთაგონებას გაძლევთ. ყოველი დღე თქვენთვის რაღაც უცხოს უნდა შეიცავდეს. ერთფეროვნება და მოწყენილობა არ გიყვართ, ასეთი ცხოვრება თქვენთვის არაა. მონოტონურობა თქვენს თავისუფალ სულს კლავს და ამიტომ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში არ უშვებთ.
მაშინაც კი, როცა საქმე სამსახურს ეხება, რაიმე რუტინულს არასდროს გააკეთებთ. ეს ვერ დაგაკმაყოფილებთ და ბედნიერს ვერ გაგხდით. ყველაფრის თავიდან დაწყება თქვენთვის პრობლემა არაა. როცა რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, ცხოვრების 180 გრადუსით შემობრუნება შეგიძლიათ.
სიყვარულში, თქვენ გვერდით იქნება მხოლოდ თქვენნაირი ადამიანი, რომელთან ერთად ახალ თავგადასავლებში გადაეშვებით.
ბავშვი
თუ პირველად სურათზე ბავშვი დაინახეთ, თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ. საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი წესებით ცხოვრობთ. როცა რაიმეს აკეთებთ, არასდროს ფიქრობთ, თუ რას იტყვიან სხვები.
სპონტანური ხართ და ეს შესაძლებლობას გაძლევთ, რომ მარტო იყოთ ან, პირიქით, გაერთოთ. ამჟამად მარტოსული ხართ და გსურთ, საკუთარ თავს ბევრი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, ეს ცუდი არ იყოს.
ეს კარგიცაა, რადგან ყველამ საკუთარ თავს დრო უნდა დაუთმოს. ნუ დაანაშაულებთ საკუთარ თავს, თავისუფლებით დატკბით. თქვენი საზღვარია ზეცა და შეზღუდვის უფლებას არავის აძლევთ.