ტესტები
ის რასაც ფოტოზე პირველად დაინახავთ, გეტყვით როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ
როგორი ადამიანი გაგაბედნიერებთ?! ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რომელზე პასუხის პოვნისთვის სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ზოგი ინტუიციას და ბედს ენდობა, ზოგი კი მამაკაცში თავიანთი ამამის ან ძმის თვისებებს ეძებს, უსმენენ მეგობრების რჩევებსაც, ზოგი კი გადაწყვეტილებას მომავალი პარტნიორის საბანკო ანგარიშის მიხედვით იღებს.
ამ სტატიაში წარმოდგენილი ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ ხასიათის ის შტრიხები, რომლებიც ქვეცნობიერის დონეზე მიგაჩნიათ მიმზიდველი. პირველი რასაც ფოტოზე დაინახავთ მოგითხრობთ თუ რომელი ტიპის მამაკაცი შეძლებს თქვენს გაბედნიერებას.
ჩიტი
თუ პირველად ჩიტი დაინახეთ, ესეიგი სერიოზული, მეთოდური ადამიანი შეგეფერებათ, “სწორი” ტიპი რომელიც საჩუქრებით და მოგზაურობით გაგანებივრეთ, გადაიხდის თქვენს ანგარიშებს და თავისი ფრთის ქვეშ შეგიფარებთ. თუმცა მისთვის ბევრი რამის სწავლება მოგიწევთ რადგან მამაკაცის ამ ტიპსდომინირება უყვართ, მათთვის მთავარია პარტნიორი მუდამ გვერდით ყავდეთ – სახლში, სამსახურისა და მეგობრებისგან მოშორებით. აჩვენეთ მას, რომ დამოუკიდებელი ხართ და არა სუსტი და უსუსური.
სახე
გახსნილი, საინტერესო, კრეატიული და კეთილი ადამიანი. ეს თქვენი მამაკაცის დახასიათებაა. ეს ადამიანი ყველას თავისი ქარიზმითა და ფართო ღიმილით ხიბლავს. მზად არის გააკეთოს ყველაფრი რათა თქვენი ცხოვრება ნათელი და ფერადი გახადოს.
ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივად ბედნიერი იყოთ.
ყვავილები
ეს ნიშნავს, რომ უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც იზრუნებს თქვენზე და თქვენს ოჯახურ სიმყუდროვეზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომა სეთ ადამაიენბს თავგადასავლები და შორეული მოგზაურობები არ უყვართ, მათ სახლში დარცენა და ოჯახთან ერთად დასვენება ურცევნიათ.
ამ ადამიანს არც რთული სამუშაო აშინებს, განსაკუთრებით თუ ეს თქვენი სასურველი ავტომობილის ან ოცნების სახლის შეძენაში დაგეხმარებათ!