Connect with us

ტესტები

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, თუ რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში

მზად ხართ ცვლილებებისთვის? ამ მარტივ სულიერ გამოცდას უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე თქვენი ხასიათის და განწყობის გამოცნობა.

ჩვენი გონება, სხეული სიგნალებს აგზავნის, რომელთაც ყოველთვის ვერ ვიჭერთ ან ამის გაკეთება არ გვსურს.

პიროვნების ტესტი დაგეხმარებათ ემოციების და ქცევის განსაზღვრაში, რომელთაც ვიყენებთ და ის, თუ როგორ ეპყრობით სხვებს.

ამ ტესტის გასავლელად რამდენიმე წუთი და არანაირი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

რა დაინახეთ პირველად?

ბუდა

თუ ბუდას გამოსახულებას უყურებთ, გამოდის, ოპტიმისტი, სიხარულის სავსე და წარმატებაში თავდაჯერებული ადამიანი ხართ. მზად ხართ ნებისმიერი გამოწვევა მიიღოთ, იქნება ეს სწავლა, ბიზნესი თუ უბრალოდ ჰობი.

მაშინაც კი, როცა რაღაც რიგზე არაა, გაქვთ უნარი ახალ პირობებს სწრაფად მოერგოთ. სწორედ ამიტომ, თქვენთვის კარდინალური ცვლილებები არ არსებობს, რადგან ამას ყოველდღე აკეთებთ.

ციყვი

თუ პირველად ციყვი დაინახეთ, თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ. ახალი თავგადასავლების საძებნელად კომფორტის ზონის დატოვება გიჭირთ.

სამყარო თქვენთვის ასეთია, ახალი პერსპექტივების დანახვა გიჭირთ. თუმცა დრო მოვიდა ხასიათი შეიცვალოთ, ცნობისმოყვარეობაზე უარი არ თქვათ და ეს გამოწვევა გაუმჯობესებისთვის გამოიყენეთ.

ხის ფესვები

თუ პირველად ხის ფესვები დაინახეთ, თქვენ ფარულ ემოციურ მდგომარეობას განიცდით. სისუსტეს გრძნობთ, მაგრამ არ იცით, ეს საიდან მოდის: დარდი, იმედგაცრუება, მარტოობა?

ყურადღება თქვენს გრძნობებს მიაქციეთ და გაიგეთ, რა გაიძულებთ თავი ცუდად იგრძნოთ. ჭეშმარიტი ცვლილება მხოლოდ გონებიდან იწყება.

ლოტოსი

თუ პირველად ლოტოსის ყვავილი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თქვენ არა მხოლოდ მომავლში დარწმუნებული ხართ, არამედ სასურველი წარმატების მიღწევაც შეგიძლიათ. ცვლილება, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ – სხვებს შეხედოთ და მათ საკუთარი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმაროთ.