Connect with us

სხვა

ის თუ როგორ გიჭირავთ ჭიქა, ბევრ რამეს გვეუბნება თქვენი ხასიათის შესახებ

იცოდით, რომ ჭიქა ყვალას სხვადასხვა გვარად უჭირავს?!

ღეს საკმოდ საინტერესო პროექციულ ტესტს სემოგთავაზებთ. შეხედეთ სურათ და ამოიცანით თუ როგორ გიჭირავთ ჭიქა. აუცილებელია ყველაზე კომფორტული ვარიანტი აირჩიოთ.

1. გამოწეული ნეკა თითით

თქვენ თქვენს ძალებში დარწმუნებულობით გამოირჩევით. გსურთ მხოლოდ საუკეთესო დ აკომპრომისიც მხოლოდ უკიდურეს შემხთვევაში გაკმაყოფილებთ. არაჩვეულებრივად გრძნობთ თავს წამყვან პოზიციებზე, რადგან შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება დაექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანების შესაძლებლობების საჭირო მხარეს მიმართვა. თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უყვარხართ და გაფასებენ!

2. ჭიქას ორივე ხელით იჭერთ

კარგად განვიტარებული ემპათია გაქვთ – შეგიძლიათ უსმინოთ და გესმოდეთ ადამიანების. დიდი გული გაქვთ და იცით თანაგრძნობა და დახმარება, თუმცა ეს სერიოზული მინუსიც არის – ზოგჯერ საკუთარი თავი გავიწყდებათ, რადგან სხვებს თქვენი გამოყენება უყვართ! თქვენ სულიერი კომფორტი, უკონფლიქტო გარემო და თბილი პირადი ურთიერთობები გესაჭიროებათ.

3. ჭიქის ყური მომუჭული ხელით გიჭირავთ

თქვენ პრაგმატული ადამიანი ბრძანდებით. სიმშვიდისა და თავდაჭერილობის ნაზავი. თქვენი წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, ნებისმიერი მოქმედება თქვენ რამდენიმე ნაბიჯით წინ გაქვთ გათვლილი. გაცოფებთ უსამართლობა და ყოველთვის უმაგრებთ მხარს სუსტებს. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ემოციებს ძალიან ღრმად მალავთ, რამაც შეიძლება რთულ ფსიქოლოგიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

4. ჭიქა ძირით ან მის მიდამოებში გიჭირავთ

თქვენ ძალიან ფრთხილი ადამიანი ხართ, ყველაფერში დაფარულ აზრსა და ხიფათს ხედავთ. ყოველთვის ამჯობინებთ თქვენი სიტყვები და ნაბიჯები გათვალოთ რათა შეცდომა არ დაუშვათ. ყოველთვის ცდილობთ ლოგიკით და საღი აზრით იხელმძღვანელოთ, თუნდაც პირადულ საკითხებში – თქვენ გულს ყველაზე ბოლოს უგდებთ ყურს! ნამდვილად სწორი მიდგომაა!!!

5. გიჭირავთ ერთ ხელში და ეშველებით მეორე ხელითაც

თქვენ ემოციური და მოწყვლადი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა მხარდაჭერა. იმისთვის, რომ ადამიანი თქვენთვის ახლობლად იქცეს – აუცილებლად უნდა მოიპოვოს თქვენი ნდობა. თქვენ სიტვარულისა და ზრუნვის ძალიან ძლიერი მოთხოვნილება გაქვთ. ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას და ოჯახის შიდა კლიმატი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

6. გიჭირავთ თითებით ზედა კიდეზე

არ გიყვართ დაწვრილმანება და წვრილმანებზე ნერვიულობა. თქვენი სიმშვიდე – თქვენი მთავარი კოზირია, მისი წყალობიტ შესაძლებლობებს და გაცილებით საინტერესო ცხოვრებისეულ მომენტებს ხედავთ. გიყვართ ექსპერიმენტები, ენერგიით სავსე ხართ მაგრამ, საკითხების წინასწარ გათვლა გავიწყდებათ, შესაბამისად შეიძლება რთულ სიტუაციებში – მნიშვნელოვანი მომენტები გამოტოვოთ!