ჯანმრთელობა
ისრაელის კომპანია აცხადებს, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო 100 %-იანი მედიკამენტი იპოვა
მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში სიმსივნე უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით ვრცელდება, ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ 2020 წელს ამ სასიკვდილო დაავადებას განკურნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სხვადასხვა სახის მედიკამენტი ხელმისაწვდომია, ამ სასიკვდილო დაავადების 100 %-ით განკურნების პირობას არც ერთი არ იძლევა. კომპანიამ Accelerated Evolution Biotechnologies LTD (AEBI), რომელიც 2000 წელს ტექნოლოგიური ინკუბატორიდან ITEK Weizmann დაარსეს, დაავადების სრულად განკურნების შესახებ თამამი განაცხადი გააკეთა.
ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთთან ინტერვიუში AEBI-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ სიმსივნის მკურნალობა პირველივე დღეებში ეფექტური იქნება და რამდენიმე კვირა გაგრძელდება. გარდა ამისა, მათ მედიკამენტს „მინიმალური გვერდითი ეფექტი“ ექნება. ასევე თქვა, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბაზარზე არსებულ მედიკამენტებთან შედარებით გაცილებით უფრო დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.
მკურნალობა, რომელსაც ბიოტექნოლოგიური კომპანია MuTaTo-ს (მრავალმხრივი ტოქსინი) უწოდებს, SoAP-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ფაგოური დისპლეის ტექნოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
ბიოტექნოლოგიური კომპანიის გენერალური დირექტორი ირან მორადი ამბობს, რომ მათ მიზეზების შესწავლით დაიწყეს, თუ სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტები რატომ არ მუშაობს, შემდეგ კი ეფექტური მეთოდის პოვნას შეუდგნენ.
სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების უმეტესობა კონკრეტულ მიზანს ან სიმსივნის უჯრედს ებრძვის, მაგრამ MuTaTo სიმსივნის უჯრედების რეცეპტორებს სამი სხვადასხვა მიმართულებით უტევს.
„იმის ნაცვლად, რომ თითო ჯერზე თითო მხრიდან შევუტიოთ, ჩვენ სამ რეცეპტორს ერთდროულად ვუტევთ. ასე სიმსივნე სამივე რეცეპტორზე ერთდროულად გამრავლებას ვერ ახერხებს“ – ამბობს მორადი.
თაგვებზე წარმატებული ცდების შემდეგ კომპანია მედიკამენტის ადამიანებზე გამოცდას აპირებს. ამის შემდეგ კი მედიკამენტს ბაზარზე გაუშვებს.
ბიოტექნოლოგიური კომპანიის განცხადება ძალიან საიმედოდ ჟღერს, რადგან ყოველწლიურად მსოფლიოში სიმსივნის დაახლოებით 1 მლნ შემთხვევა ფიქსირდება.