Connect with us

ჯანმრთელობა

ისპანახის სარგებელი ჯანმრთელობაზე: საინტერესო ფაქტები

ისპანახი ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს და ადამიანისთვის სუპერ პროდუქტად ითვლება. სპორტსმენები ყოველდღიურად მიირთმევენ. სპეფიციკური გემო აქვს, მაგრამ მისი რეგულარულად მიღება უნდა სცადოთ. ადამიანის ჯანმრთელობაზე წარმოუდგენლად დადებით გავლენას ახდენს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ და როგორი ფორმით მიირთვათ ისპანახი და ვისთვის არის უკუჩვენებული.

დადებითი სარგებელი ორგანიზმზე

სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ფოთლოვანი მცენარე მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

  1. კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს. მცენარე რკინით მდიდარია. რკინის დეფიციტი თმის ცვენას იწვევს. რკინა თმის ზრდას ხელს უწყობს, თავის კანში სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.
  2. კუნთოვან მასას ზრდის. ამინომჟავებით მდიდარია, რაც კუნთების საშენად იდეალური მასალაა.
  3. კაცებში ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას ხელს უწყობს. თუ ისპანახს რეგულარულად მიირთმევთ, ასე ტესტოტერონის გამომუშავების გაზრდას შეძლებთ.

თერმულად დამუშავებული თუ უმი: როგორ მივირთვათ სწორად

ისპანახი შეგიძლიათ გაყინოთ ან თერმულად დაამუშავოთ. ასე სასარგებლო ნივთიერებებს არ დაკარგავს. გაყინული ისპანახი დიდხანს ინახება. წვნიანს ან ცომეულს შეგიძლიათ დაუმატოთ.

ახალი ნაზი ფოთლები სალათებს დაუმატეთ ან სოუსი/სმუზი გააკეთეთ. ახალი უხეში ფოთლები ორთქლზე მოხარშეთ ან ხორცთან ერთად ჩაშუშეთ. კერძი არომატული გამოვა.

ისპანახის მიღება არ შეიძლება, თუ თირკმლებში კენჭები გაწუხებთ, ალერგიული ხართ და პოდაგრის ართრიტი გაქვთ. ეს ერთადერთი უკუჩვენებაა. სხვა შემთხვევაში გირჩევთ, რომ ისპანახი მენიუში ჩართოთ და მისი სარგებელი მაქსიმალურად მიიღოთ.

Advertisement