Connect with us

ჯანმრთელობა

იპოვეს მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც სიმსივნის ყველაზე მკაცრ ფორმას კურნავს

პანკრეასის სიმსივნის განკურნების იმედი არსებობს.

სან-დიეგოში სამედიცინო კვლევის დროს სანფორდის ინსტიტუტის მეცნიერთა გუნდმა ამ საშინელი დაავადების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების კომბინაციის შერჩევა შეძლო.

ეს კომბინაციაა – პრეპარატი L-ასპარაგინაზი და ინგიბიტორი MEK.

ის სიმსივნეს ზრდისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს ართმევს და გადარჩენისთვის მათ ადაპტაციას აჩერებს.

სიმსივნურ უჯრედებს ნივთიერება ასპარაგინი გადარჩენისთვის სჭირდება. L-ასპარაგინაზი უჯრედებს ასპარაგინთან წვდომას უწყვეტს, ხოლო ინგიბატორი MEK უჯრედებს ასპარაგინის თავად წარმოების შესაძლებლობას არ აძლევს.

პანკრეასი სიმსივნის ყველაზე მომაკვდინებელ ფორმას წარმოადგენს. ციფრები აჩვენებენ, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტების მხოლოდ 5% ახერხებს გადარჩენას.

პაციენტების მეოთხედი ნაწილი დიაგნოზის დასმიდან ერთ თვეში ამ დაავადებით იღუპება, ხოლო სამი მეოთხედი 1 წლის განმავლობაში.

ექიმი ეიტან რუპინი, კვლევის ავტორი და სიმსივნის სამეცნიერო ინსტიტუტში სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ამბობს: „ეს კვლევა საფუძველს ქმნის, რომ პანკრეასის სიმსივნის უჯრედების ზრდა კომბინირებული სინერგიული შეტევით შევაფერხოთ“.