ტესტები
იპოვეთ შეცდომები სურათზე და გაიგეთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე. 90% ვერ პოულობს
Аlltime.ge–ს რედაქცია ყურადღების დონის შესამოწმებლად მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ. შეამოწმეთ, რამდენად მძაფრად შეგიძლიათ რეალობის დანახვა. თქვენი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, როგორ ახერხებთ სამყაროს გაანალიზებას. მოცემულ სურათს შეხედეთ და 1 წუთში შეცდომების პოვნა სცადეთ.
საკმაოდ ზუსტი ტესტია, რომლის გაშიფვრა გაგაოცებთ. ტესტის დახმარებით კრეატივის და საზრიანობის განვითარებას, ყურადღების დონის გაზრდას შეძლებთ. სურათზე სამი უხეში შეცდომაა დაშვებული, რომელიც ქვემოთ მოცემულ სურათზე წითელი ისრებით მინიშნებულია. იპოვეთ ყველა შეცდომა? ნახეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ ნაპოვნი შეცდომა სურათზე.
შეცდომა საათის ციფერბლატზე
ცოტა შეშლილი საათის დანახვა ნიშნავს, რომ სწრაფად აზროვნებთ. შესაშურად მოქნილი ნერვული სისტემა გაქვთ. მეგობრები თვლიან, რომ ჭკვიანი და განათლებული ადამიანი ხართ. დიდი ალბათობით, მხატვრული ნიჭი გაქვთ და ამით ამაყობთ. ბნელი მხარეც გაქვთ. ზოგჯერ ზედმეტად ამაყი ხართ და მანიპულირება გახასიათებთ. სხვებს ისე მოექეცით, როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ.
არეული კალენდარი
მიზნის მისაღწევად დაუღალავად შრომობთ და ამის გამო გაფასებენ. გულუხვობით ცნობილი ხართ. უცნობებსაც ეხმარებით. მგრძნობიარე გულით ხელმძღვანელობთ. ამბობენ, რომ ახლა ასეთი კეთილი ხალხის დრო მოვიდა. ასეთი ადამიანი ახალ განზომილებაში მარტივად გადავა და უსიამოვნებები არ შეაწუხებს. ზოგჯერ დახმარება ძალიან გჭირდებათ. ასეთ სიტუაციებში მეგობრებს დახმარება სთხოვეთ. წაგების არ შეგეშინდეთ. უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერი კარგად იქნება.
შეცდომა ქალის ფეხსაცმელში
განვითარებული ინტუიცია და მდიდარი წარმოსახვა გაქვთ. კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. ხალხს თქვენთან ყოფნა მოსწონს. სავარაუდოდ, ჰობი გაქვთ, რომელსაც მთელ დროს უთმობთ. გახსოვდეთ, რომ სხვა საქმეც არსებობს, რომლებიც ახლობლებს ეხება. ფანტაზიების სამყაროში ჩაძირვა და სხვებისგან დაშორება გახასიათებთ. მათაც თქვენი ყურადღება სჭირდებათ. გულწრფელობას ყველაზე მეტად აფასებთ. იდეალური მეგობარი ხართ.
ყველა შეცდომის პოვნა
მახვილი გონება და კარგი ანალიტიკური აზროვნება გაქვთ. თქვენი უნარების წყალობით ფული არასდროს გამოგელევათ. თუ ახლა ასე არაა, არ დანებდეთ. სამყარო თქვენი მიმართ კეთილგანწყობილია. ენერგიები გამოიყენეთ, რომ ოცნებები აისრულოთ. გირჩევთ, რაღაც ახალი გამოცადოთ, სხვებთან გულახდილად ისაუბროთ, ასე ცხოვრება სიურპრიზებს მოგიმზადებთ.
დაე, თქვენს ცხოვრებაში იყოს ბევრი მიზეზი, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. ყველაფერს საუკეთესოს და ნათელს გისურვებთ.