Connect with us

ტესტები

იპოვეთ შეცდომა სურათზე და შეამოწმეთ თქვენი ლოგიკა. 5–დან მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია ამოხსნა

თავსატეხები საშუალებას გვაძლევს ყოველდღიური საზრუნავიდან გადაერთოთ, თან ასე ტვინსაც ვავარჯიშებთ. დღეს მსგავსი ტიპის ბევრი ამოცანა არსებობს. ზოგი ოპტიკურ ილუზიას უკავშირდება, ზოგი მათემატიკურ გამოთვლებს. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომლითაც გაარკვევთ, რამდენად განვითარებული ლოგიკა გაქვთ. თუ თავსატეხები გიყვართ და საკუთარ თავს ხშირად ამოწმებთ, ტესტი აუცილებლად გაიარეთ.

არაფრის გამოთვლა ან ოპტიკური ილუზიის დანახვა არ გჭირდებათ. თავსატეხის ამოსახსნელად სურათს შეხედეთ და გვითხარით, რა არ არის რიგზე. საქმე იმაშია, რომ სურათზე რაღაც ლოგიკური შეცდომა იმალება.

მისი პოვნა 5–დან მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მათ შორის ხართ! დააკვირდით სურათს და გვითხარით: რაშია საქმე?

ერთი შეხედვით სურათზე ვხედავთ კლასიკურ სოფლის პეიზაჟს მყუდრო სახლით. იდილიას ბუნებრივი პანორამა ბორცვებით და ხეებით ავსებს. საერთო ემოციურმა ფონმა არ გაგიტაცოთ. უნდა მიხვდეთ, რა არის აქ არასწორად დახატული.

თუ პასუხის გაცემა გიჭირთ, მინიშნებას მოგცემთ! ყურადღება კვამლს, ასევე ხეებს მიაქციეთ.

ახლა მიხვდით? აი, სწორი პასუხი!

დააკვირდით, როგორ ფანტავს ქარი კვამლს და არხევს ხეს. მათ სხვადასხვა მიმართულება აქვთ, მაგრამ ასეთი რამ რეალობაში შეუძლებელია!

კიდევ ერთი თავსატეხი ლოგიკის შესამოწმებლად

თუ ერთმა ტესტმა ვერ დაგაკმაყოფილათ და საკუთარი თავის შემოწმება გსურთ, კიდევ ერთ ლოგიკურ ტესტს გთავაზობთ. აქ, იგივე აზრია, როგორც წინა თავსატეხში – სურათზე ლოგიკური კავშირის დარღვევა უნდა იპოვოთ. ყურადღებით დააკვირდით!

ამჯერად, ყველაფერი უფრო მარტივია, ასე არაა?

თუ ვერ იპოვეთ პასუხი, აი,ისიც!

ბუნებრივია, ადამიანი მთვარეზე ვერ იქნება და მთვარეს ვერ უყურებს, თუ სხვა გალაქტიკაზე არ იმყოფება! რეალობაში პირველი მთვარის ადგილას დედამიწა უნდა ჩანდეს.