ტესტები
იპოვეთ ზედმეტი და შეამოწმეთ, რამდენად დაკვირვებული ხართ
გსურთ გაიგოთ, რამდენად ყურადღებიანი და დაკვირვებული ხართ? მაშინ ზუსტად იქ მოხვდით, სადაც გჭირდებათ. ჩვენ გთავაზობთ საინტერესო ამოცანებს „იპოვეთ ზედმეტი“. ასე შეამოწმებთ, რამდენად მახვილი თვალი გაქვთ. მთელი თქვენი კონცენტრაცია შეკრიბეთ და ტესტის შესრულება დაიწყეთ.
Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ, მაგრამ ძალიან საინტერესო ტესტს.
ამოცანა „იპოვეთ ზედმეტი“
ამოცანები ძალიან მარტივია. უბრალოდ სურათს შეხედეთ და იპოვეთ გამოსახულება, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა. მთელი არსი დეტალებშია, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით. ეცადეთ, რომ თითოეული ამოცანის შესრულებაზე რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოთ. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ.
სასაცილო მაიმუნები
ჯერ გავხურდეთ. ამ საყვარელ მაიმუნებს შეხედეთ. ყველა კარგი და საყვარელია, მაგრამ მათ შორის ერთი სხვებისგან გამოირჩევა. იპოვით სწრაფად?
მხიარული ფუტკრები
ფუტკარი საოცარი ცხოველია. ამ ლამაზ ფუტკრებს შეხედეთ. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთი განსხვავებულია. რამდენად სწრაფად შეძლებთ მის პოვნას?
კეთილმოსურნე მუხლუხები
მუხლუხი ცოტას თუ უყვარს, მაგრამ შეხედეთ, როგორი საყვარლები არიან. არ მოდუნდეთ. აქაც არის ერთი, რომელიც განსხვავდება. დეტალებს დააკვირდით, რადგან თანდათან ამოცანა რთულდება.
ლამაზი ვარსკვლავები
ყველას გვიყვარს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება. გთავაზობთ ამ ლამაზ ვარსკვლავებს შეხედოთ. ყურადღებით დააკვირდით, რადგან ერთ–ერთი სხვებს არ ჰგავს. სწრაფად იპოვეთ, სანამ ჯერ კიდევ ცისკიდეზეა.
ჩექმებიანი კატები
ამ პერსონაჟზე ბევრი გიჟდება. ის მხიარული და ეშმაკია. აქ ერთდროულად რამდენიმე ჩექმებიანი კატაა, მაგრამ ერთმა ჩაცმისას დაუდევრობა გამოიჩინა. იპოვეთ კატა, რომელიც განსხვავებულად გამოიყურება.
სწორი პასუხები:
- მაიმუნმა ბოლო რიგში თავისი ბანანი დაკარგა.
- ფუტკარს მესამე რიგში განსხვავებული თვალი აქვს.
- პირველ რიგში მუხლუხომ თავისი კუდი დამალა.
- ვარსკვლავს მეორე რიგში აწითლებული ლოყები აკლია.
- მეორე რიგის მეორე კატას თათებით ბუშტი უჭირავს, რომელიც სხვებს არ აქვს.
იმედი გვაქვს, რომ ამოცანები „იპოვეთ ზედმეტი“ ტვინის დაძაბვაში დაგეხმარათ. მნიშვნელოვანია, რომ ტვინი მუდმივად ავარჯიშოთ და საინტერესო ამოცანები მიაწოდოთ.