Connect with us

ტესტები

იპოვეთ განსხვავებული ვაშლი. სწრაფი ტესტი კონცენტრაციის დონის შესამოწმებლად

განვითარებული დაკვირვებულობა ბედის საჩუქარი არაა, არამედ უნარი, რომელსაც მაღალი დონის შესანარჩუნებლად მუდმივად ვარჯიში სჭირდება. ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდი შეგიძლიათ სცადოთ. მაგალითად, ტესტები მარტივი სურათებით. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ განტვირთვას და რამდენიმე მარტივი ამოცანის შესრულებას. დრო დაინიშნეთ. რაც უფრო სწრაფად გაუმკლავდებით ყველა დავალებას, მით უფრო დაკვირვებული ხართ.

დაკვირვების უნარი

სურათზე გამოსახულ წითელ ფეხსაცმელებს დააკვირდით. იმდენად ბევრია, თვალებს აგიჭრელებთ. მათ შორის ერთი ფეხსაცმელი დაზიანებულია. სწორედ ის უნდა იპოვოთ.

მომდევნო სურათზე საყვარელი ძაღლები პირში ჩადებული ძვლით გამოსახულია. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ცხოველი, რომელმაც თავისი ძვალი დაკარგა.

ამ სურათზე საყვარელი ფუტკრებია. მათ შორის ერთი სხვებისგან გამოირჩევა. მისი პოვნა სცადეთ. დეტალებს დააკვირდით.

შედარებით რთული ამოცანაა. სურათზე სხვადასხვა სიმბოლოებს შორის ერთი სიმბოლო ორჯერ მეორდება. რომელი სიმბოლო მეორდება?

გართულებული დონე. აქ სურათზე ვხედავთ ერთნაირ ვაშლებს. მათ შორისაც ერთი განსხვავებულია და ის უნდა იპოვოთ.

ცაზე ვარსკვლავების ყურება ყველას უყვარს. ამ ლამაზ ვარსკვლავებს დააკვირდით და იპოვეთ ის, რომელიც სხვებისგან მცირედით განსხვავდება. რაც შეიძლება სწრაფად სცადეთ მისი პოვნა.

მარტივი ამოცანა. სურათზე X და K ასოებს შორის ერთი ზედმეტი ასო იმალება. დრო დაინიშნეთ, 20 წამში მისი პოვნა სცადეთ.

აქ საქმე უფრო რთულადაა. ჭრელი ჩიტები მიმზიდველად გამოიყურება. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ზედმეტი ჩიტი, რომელიც სხვებისგან განსხვავდება. დეტალებს დააკვირდით.

სწორი პასუხები

  1. მარცხენა მხარეს მესამე რიგში უქუსლო ფეხსაცმელია. ასეთს ნამდვილად არ ჩავიცვამდი. 15 წამში ვიპოვე.
  2. ბოლო რიგში ძაღლს ძვალი არ აქვს.
  3. მესამე რიგში ფუტკარს სხვებისგან განსხვავებული თვალები აქვს.
  4. აქ დოლი ორჯერ მეორდება.
  5. მარჯვენა მხარეს მეხუთე რიგში ერთ ვაშლს ჩრდილი განსხვავებულად ეცემა.
  6. მეორე რიგში ვარსკვლავებს ლოყებზე სიწითლე აკლია.
  7. ზემოდან მეოთხე ჰორიზონტალურ რიგში, თითქმის სულ ბოლოს იმალება ასო Y, რომელიც ზედმეტია.
  8. ლამაზ ჩიტებს შორის ერთი განსაკუთრებით გამოირჩევა. ბოლო რიგში მარცხენა მხარეს ჩიტი განსხვავებულად მოხატულია.

თუ ყველა სწორი პასუხი იპოვეთ და სწრაფად გაუმკლავდით, გილოცავთ, კონცენტრაციის მაღალ დონეს ფლობთ. მუდმივი ვარჯიში მახვილი მხედველობის და მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

Advertisement