სხვა
იოდი ფიტოფტორის წინააღმდეგ, ნებისმიერ ქიმიურ საშუალებას აჯობებს!
პომიდვრის ნერგებს, იოდის ხსნარით რწყავენ (1 წვეთი – სამ ლიტრ წყალზე), ეს მცენარის ზრდის ტემპს აჩქარებს. ამ ხსნარის გამოყენების შემდეგ, ნერგი უფრო სწრაფად აყვადება და ნაყოფი უფრო მსხვილი იქნება.
იოდს პომიდვრის ფიტოფტორისგან დაცვაც შეუძლია!
ამისთვის რამდენიმე წვეთი იოდი და 250 გრამი რძე დაგჭირდებათ, გააზავეთ ისინი 1 ლიტრ წყალში.
ერთი წვეთი იოდი სამ ლიტრ წყალზე – ამ ხსნარით ნერგები ერთხელ უნდა მორწყათ. ამით გაიზრდება პროდუქტიულობა და ნაყოფიც უფრო დიდი იქნება.
ფიტოფტორის საწინააღმდეგოდ – ყოველ ორ კვირაში შეასხურეთ პომიდვრებს რძისა და იოდის ხსნარი.
შესასხურებელი ხსნარის მომზადების წესი:
10 ლიტრ წყალს დაუმატეთ 1 ლიტრი რძე და 15 წვეთი იოდი. მიღებული ხსნარით კარგად დანამეთ პომიდორი (ისე, რომ მცენარეს წვეთები სდიოდეს).