Connect with us

ჯანმრთელობა

იოდის ბადე – ჯანმრთელობის მშენებელი

იოდის ბადე 20-ზე მეტი დაავადების დროს მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. იოდით სავსე პატარა ბოთლს თითქმის ყველა შინაურულ აფთიაქში იპოვით, რადგან ჭრილობისა და ნაკაწრებისგან დაზღვეული არავინაა და ამ დროს ანტისეპტიკური დამუშავება დაუყონებლივ არის საჭირო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კანთან შეხებისას იოდის ხსნარს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

როგორ გავაკეთოთ იოდის ბადე?

იოდის ბადე კანზე ბამბის კოსმეტიკური ჩხირის დახმარებით ისმება (ზუსტად იმ ჩხირებით, რომელთაც ყურების საწმენდად ვიყენებთ). ასეთი ჩხირები 5%-იანი იოდის ხსნარით გაჟღინთეთ და სხეულზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლების დახმარებით ბადე დაიხატეთ. იდეალური იოდის ბადის შემთხვევაში „უჯრების“ სიფართე დაახლოებით 1 კვ. სანტიმეტრია.

იოდი კანიდან კუნთების ქსოვილებსა და სისხლძარღვებში აღწევს, ასე ტკივილის გამომწვევ მიკროორგანიზმებზე ღრმად მოქმედებს. უჯრედების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მათი წყალობით ბაქტერიების გარკვეული ზომის ჯგუფი ერთმანეთისგან იშლება და სწრაფად იღუპება.

იოდი შესანიშნავად გაუმკლავდება იმ ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმში კანის ფორებიდან აღწევენ.

იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მესამედს იოდის დეფიციტი აწუხებს, რაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის და ორსულ ქალებში ფიზიკურად და გონებრივად არასრულყოფილი ბავშვის დაბადების მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმის გასარკვევად, ორგანიზმი კვების პროდუქტებიდან საკმარისი რაოდენობის იოდს იღებს თუ არა, ანალიზების ჩაბარება აუცილებელი არაა – საკმარისია, იოდის ბადე გაიკეთოთ.

იოდის ბადე სჯობს დუნდულის შიდა მხარეს გაიკეთოთ. თუ სამ საათში იოდის კვალიც კი გაქრება, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ, რომ იოდის დეფიციტის სამკურნალო ეფექტური პრეპარატები დაგინიშნოთ.

თუ იოდის კანში შეწოვა 6-8 საათში მოხდება, ორგანიზმს იოდის მიღებასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვს, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში ზღვის თევზის, ზღვის პროდუქტების, ზღვის კომბოსტოს და ამ ელემენტით მდიდარი სხვა პროდუქტების ჩართვით პრობლემას მოაგვარებთ. ჯანმრთელ ადამიანებს, რომელთაც იოდის დეფიციტი არ აქვთ, იოდის ბადის კვალი მხოლოდ ერთ დღეში გაუქრებათ.

როგორ გავაკეთოთ იოდის ბადე ხველის დროს?

მშრალი ხველის მიზეზი რაც არ უნდა იყოს, იოდის ბადე ანთებითი პროცესის გაქრობაში დაგეხმარებათ. კანსა და სისხლძარღვებში შეღწევით იოდი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ხველის საწინააღმდეგო იოდის ბადე მხოლოდ მაშინ გააკეთეთ, რომ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება.

როგორ მოვიშოროთ მშრალი ხველა შინაურული იოდის თერაპიით? იოდის ბადე ყელზე (ანგინის დროს), ან მკერდზე (ფილტვების ანთების დროს) გაიკეთეთ. ზოგიერთ ადამიანებს სხეულის ამ ნაწილზე განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებთ. სწორედ ამიტომ, ჯერ მხოლოდ ერთი პატარა ხაზი წაისვით.

თუ 10-15 წუთის განმავლობაში წვას, ქავილს, დისკომფორტს არ იგრძნობთ, შეგიძლიათ სრულყოფილი ბადე გაიკეთოთ. ხველის დროს იოდის ბადე ყელზე დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს გაიკეთეთ.

რით არის სასარგებლო იოდის ბადე სურდოს და გაციების დროს?

თუ სურდოს სწრაფად განკურნება გსურთ, იოდის ბადე კომფორტული გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში იოდის ძალიან თხელი ხაზები ცხვირის კუთხეებსა და ფუძეზე წაისვით.

ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან სახესა და ყელზე იოდით დამწვრობის მაღალი რისკი არსებობს: კანი შეწითლდება და აიქერცლება. გაციების დროს იოდის ბადე ფეხის ძირებსა და წვივის კუნთებზე წაისვით.

იოდის ბადე სხეულის დაზიანების დროს

თუ არ იცით სილურჯე როგორ მოიშოროთ, კვლავ იოდის ბადე დაგეხმარებათ. თუმცა დაზიანების პირველ საათებში მისი გამოყენება არ ღირს. იოდი მხოლოდ დაზიანებიდან 1 დღის გასვლის შემდეგ გამოიყენეთ.

საქმე იმაშია, რომ მცირე ზომის დაზიანებასაც კი ქსოვილების შეშუპება ახლავს, ხოლო იოდის გამაღიზიანებელი მოქმედება მის დაცხრობას ხელს არ უწყობს. სწორი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებულ კანზე ჯერ ქსოვილში გახვეული ყინულის ნაჭერით იმოქმედოთ. და მხოლოდ მეორე დღეს იმკურნალოთ იოდით.

იოდის ბადე ორსულობის დროს

ქალებს, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან, იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დეფიციტის აღსადგენად შეუძლიათ გამოიყენოთ. იოდი სურდოს ნიშნებს დაამარცხებს – ორსულობის დროს ბევრი მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება. იოდი კი სუფთა და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებაა. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმის მდგომარეობა უკიდურესობამდე არ მიიყვანოთ და ყოველთვის მკურნალ ექიმს რჩევისთვის მიმართოთ.