საკითხავი
იოანე ნათლისმცემლის დაბადება. რა სასწაულებს უნდა ელოდოთ 7 ივლისს და რისი გაკეთება არ შეიძლება
იოანე ნათლისმცემლის დაბადება ზაფხულის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულად ითვლება. ეს თარიღი უძრავია, რადგან იოანე ნათლისმცემლის დაბადება ყოველთვის 7 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს სლავი ხალხი კუპალას დღესასწაულსაც ზეიმობს. ესაა წარმართული დღესასწაული, რომელსაც მზის და ზაფხულში ბუნების აყვავების თაყვანსაცემად აღნიშნავენ. დროთა განმავლობაში სახელი შეიცვალა და ივან–კუპალად გადაკეთდა. ეს შემთხვევით არ მომხდარა.
იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული
ისე მოხდა, რომ ორივე თარიღის გაერთიანება მოუწიათ. ზოგადად, იოანე ნათლისმცემელი წყალთან პირდაპირ კავშირშია. მან თავად იესო მონათლა. იგი მდინარე იორდანეს წყალში განბანა. ამისთვის თავიც მოკვეთეს. იოანე ნათლისმცემელი ზაქარიასა და ელისაბედის ოჯახში დაიბადა. წყვილი ახალგაზრდები აღარ იყო, როცა ზაქარიას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და მალე ბავშვის დაბადება ახარა.
მოხუცმა ზაქარიამ ანგელოზს არ დაუჯერა, რის გამოც მეტყველების უნარის დაკარგვით დაისაჯა. როცა ელისაბედი ნამდვილად დაორსულდა და ბიჭი გააჩინა, ზაქარიას გულწრფელად გაუხარდა და კვლავ ლაპარაკის უნარი დაიბრუნა. მთავარანგელოზმა იწინასწარმეტყველა, რომ ზაქარიასა და ელისაბედის ვაჟი უფლის წინაშე დიდებული იქნებოდა და მთელ ხალხს დიდ სიხარულს მოუტანდა.
იოანე ნათლისმცემელი და წინამორბედი გახდა, რადგან იესოს დაბადებამდე 6 თვით ადრე დაიბადა. ის ხალხს რწმენისა და მესიის მოახლოების შესახებ უქადაგებდა. დროთა განმავლობაში იორდანეში მორწმუნეების მონათვლა დაიწყო. ერთ დღეს იოანესთან თავად იესო მივიდა და მონათვლა სთხოვა. იოანემ მესია იცნო და უარი არ უთქვამს, რის გამოც მოგვიანებით მართლმადიდებლობაში დიდი პატივი მიაგეს.
მქადაგებლის რთული ბედი
იოანე ნათლისმცემელი ასკეტურად ცხოვრობდა. უბრალო ტანსაცმელს ატარებდა და მცენარეული საკვებით იკვებებოდა. ყველა ქადაგებაში ხალხს მონანიებისა და გულწრფელი რწმენისკენ მოუწოდებდა. ღირს იმის თქმა, რომ მსგავსი წინასწარმეტყველები ყველას არ სიამოვნებდა? იოანემ თავად მეფე ჰეროდე მრუშობაში ამხილა, რისთვისაც ციხეში ჩასვეს.
მეფე ჰეროდე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა. იოანე ციხეში ცხოვრობდა, რადგან ხალხს უყვარდა და პატივს სცემდა. ერთ–ერთ დღესასწაულზე ჰეროდეს გერი სალომეს ცეკვა ძალიან მოეწონა და ნებისმიერი სურვილის ასრულებას დაჰპირდა, რადგან მეფე და მისი სტუმრები ასე კარგად გაართო. სალომემ რჩევისთვის დედას მიმართა, რომელიც იოანეს ვერ იტანდა იმის გამო, რომ მან ღალატში ამხილა. ჰეროდიასმა ქალიშვილს ურჩია, რომ მამინაცვალისთვის ლამაზ ლანგარზე დადებული იოანეს თავი ეთხოვა. ვინაიდან გოგონას ნებისმიერი სურვილის შესრულებას საჯაროდ დაჰპირდა, მეფემ საკუთარ სიტყვაზე უარი ვერ თქვა.
ერთ დღეს წინასწარმეტყველი უთავოდ დატოვეს. მართლმადიდებელი ეკლესია ამ მოვლენას პატივით იხსენებს. კვირის რომელი დღეც არ უნდა იყოს, მკაცრი მარხვაა დაწესებული. მოწაფეებმა აცკეტურად და მოკრძალებულად მცხოვრები იოანეს ხსოვნისთვის მისი ცხედარი დაკრძალეს.
იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული
თუ შესაძლებლობა გაქვთ, დღესასწაული ტაძარში აღნიშნეთ. ბევრი ადამიანი მოწამეს სთხოვს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ოჯახისა და შვილებისთვის. იოანე თავად დაიბადა ოჯახში, სადაც იმედი უკვე აღარ ჰქონდათ. არ შეიძლება ჩხუბი, ფიზიკური შრომა და სხვა სახის რიტუალი ან მკითხაობა.
ამ დღეს მძიმე პროდუქტის მიღებისგან თავი შეიკავეთ. რეკომენდებულია მარხვა დაიცვათ ან ამ თემაზე სასულიერო პირს რჩევა ჰკითხოთ. ის დეტალურად გიამბობთ, რა შეგიძლიათ მიირთვათ და რა არა. ამ დღესასწაულზე ყველა სახის საქმიანობა შეზღუდეთ. ხელსაქმე და საოჯახო საქმეები დროებით გადადეთ.
გირჩევთ, რომ დღესასწაულს წრფელი გულით და კეთილი ზრახვებით შეხვდეთ. შესთხოვეთ დაცვა და მფარველობა, ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ არა მხოლოდ უნდა შესთხოვოთ, არამედ მთელი გულით მადლობა გადაუხადოთ. კარგი იქნება, თუ გაჭირვებულებს დაეხმარებით. თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, არ იდარდოთ. მთავარია, რომ გულწრფელად ილოცოთ.