ჰოროსკოპი
ინდური მკითხაობა: თავად შივა გიამბობთ მომავლის შესახებ
ინდური პასიანსი – მკითხაობა, რომელიც მომავლის შესახებ სიმართლეს გეტყვით, რჩევებს მოგცემთ, თუ როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, ასევე სასიყვარულო კითხვებზე გიპასუხებთ. გსურთ გაიგოთ, თუ როგორ იმკითხაოთ და გაშიფროთ შედეგები, როგორ ჰკითხოთ ინდურ ღმერთს რჩევა? ამისთვის ინდოეთში გამგზავრება აუცილებელი არაა – საკმარისია, Alltime.ge–ს სტატია წაიკითხოთ.
საიდან გაჩნდა ინდური ბარათებით მკითხაობა?
ინდოეთი – ქვეყანა, რომელიც მრავალი ლეგენდით გარშემორტყმულია. უხსოვარი დროიდან აქ, ხალხი ძლევამოსილ ღმერთებს მიმართავდნენ (შივა და სხვა), რომ მხარდაჭერა მიეღოთ და ამა თუ იმ სიტუაციისთვის რჩევა ეკითხათ. ძნელი სათქმელია, თუ ზუსტად როდის წარმოიშვა მკითხაობა, რომელსაც შემდეგ „ინდური პასიანსი“ ეწოდა. ერთი რამ ცხადია: ის ძალიან ძველია.
როცა ევროპელებმა ინდოეთში აქტიური მოგზაურობა დაიწყეს, ყურადღება მიაქციეს უჩვეულო ბარათებს ეგზოტიკური სურათებით–სიმბოლოებით, რომელთაც წინასწარმეტყველები შლიდნენ, რომ ადამიანის ბედი გაეგოთ. შუა საუკუნეებში მოგზაურებმა კარტა ინდოეთიდან ევროპაში ჩამოიტანეს. ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მისი დახმარებით ცდილობდნენ მარია მედიჩის ბედის გაგებას – ფრანგი დედოფლის, რომელსაც უბედური ბედი ჰქონდა. ხოლო მე-19 საუკუნეში ინდური მკითხაობა „პასიანსი სიყვარულზე“ სალონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თავად კარტას ინდურ ტაროს უწოდებდნენ.
ახლა ამ პასიანს ბევრი სახელი აქვს – ამ ინდურ მკითხაობას უწოდებენ „მზის სახლს“, „ინდურ სახლს“ და „აღმოსავლურ პასიანსს“. ყოველი მათგანისთვის ერთი და იგივე კარტი გამოიყენება.
როგორ გავშალოთ ინდური პასიანსი მომავალზე სამკითხაოდ?
ინდური მკითხაობა ძალიან მარტივია. ის ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც პასიანსი არასდროს გაუშლია და ხელში სამკითხაო კარტი არასდროს დაუჭირავს. მივყვეთ პუნქტების მიხედვით:
- კონცენტრირდით, კარტა აჩეხეთ (უძველესი სწავლების მიხედვით, ამ მომენტში კარტს თქვენს ენერგიას გადასცემთ და „მუხტავთ“, ამიტომ ყურადღება არ გაგეფანტოთ). კითხვა ჩამოაყალიბეთ. ინდური მკითხაობა შეგიძლიათ გამოიყენოთ უახლოეს მომავალზე სამკითხაოდ ან უფრო შორეულ მომავალზე (იმის გათვალისწინებით, რომ კარტა ზუსტ შედეგს 1 წლამდე იძლევა).
- კარტის აჩეხვის შემდეგ მარჯვენა ხელში დაიჭირეთ, მარცხენა ხელით გულისკენ, სურათებით თქვენკენ კარტი გაშალეთ. 25 კარტი გაშალეთ, თითო რიგში 5 კარტი, ერთმანეთის ქვეშ, მარცხნიდან მარჯვნივ.
- ახლა ნახეთ, თუ რომელი გამოსახულებები დაემთხვა, რომ მთელი სურათი მიიღოთ: გული, სახლი, გასაღები და ა.შ. კარტის შეცვლა ინდურ მკითხაობაში არ შეიძლება, მაგრამ შეგიძლიათ მათი გადაადგილება ღერძის გარშემო.
- გაყოფილ კარტებს ყურადღება მიაქციეთ – მათ, რომლებიც ერთ საერთო სურათს ქმნიან, მაგრამ მათ შორის სხვა სურათი მდებარეობს. ეს შეიძლება საუბრობდეს გაწყვეტილ გრძნობებზე, ურთიერთობაზე, რაღაც აუსრულებ ან დაუგეგმავ სიტუაციაზე. ხშირად გაყოფილ კარტს საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.
როგორ გავშიფროთ ინდური სურათები
ინდური ბარათებით მკითხაობისას თითოეულ სურათს (სულ 50) თავისი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, როგორც სასიყვარულო პასიანსის დროს, ყველა ამოსული კარტის საერთო მნიშვნელობაც განიხილება, ასევე ის, რითაც ერთმანეთს ავსებენ და აზუსტებენ. მაგალითად, თუ გაყოფილ გულებს შორის (გაწყვეტილი ურთიერთობა და სხვა პრობლემები პირად ცხოვრებაში) დედოფალი გული (მეგობარი) ამოვიდა – კარტები გაფრთხილებთ, რომ პირად ფრონტზე პრობლემები უკანასკნელის „დახმარების“ გარეშე არ წარმოიშვება.
ინდური მკითხაობის გაშიფვრა:
- ჭიქა – მხიარული კომპანია ან სტუმრად მიწვევა;
- საავადმყოფოს საწოლი – გაფრთხილება ავადმყოფობაზე;
- რაინდი – ახალგაზრდა ადამიანი, უფრო მეგობარი, ვიდრე შეყვარებული. დანაწევრებული რაინდი საუბრობს, ურთიერთობის გაწყვეტაზე ან ამის საფრთხეზე;
- გვირგვინი – მილოცვა, ინდურ მკითხაობაში კარგი კარტია და წარმატების სიმბოლოს წარმოადგენს;
- აქლემი – შემოსავალი, ფული;
- სასწორი – თითოეული ნაბიჯის აწონდაწონვა;
- ჰაეროვანი ბუშტი – პასიანსი კვლავ უნდა გაშალოთ, სჯობს სხვა დღეს – კარტა გატყუებთ;
- კითხვის ნიშანნი – გითითებთ, რომ რაღაც პრობლემა ან გადაუჭრელი საკითხი გაწუხებთ;
- მტრედი – ერთგული მეგობარი;
- ანთებული სანთელი – ოპტიმიზმის და პოზიტივის სანთელი, კრიზისიდან გამოსვლა, წარუმატებლობის დასასრული;
- კუბო – ინდურ მკითხაობაში არც ისეთი საშიშია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა კარტა უსიამოვნოა: ჯანმრთელობის გაუარესებას, იმედების ნგრევას, გეგმების შეუსრულებლობას გულისხმობს;
- დედოფალი ყვავი – შუახნის ქალი ან გაფრთხილება, რომ ვიღაც ვერ გიტანთ.
- დედოფალი გული – მეგობარი, გაყოფილი – მეგობრობას რაღაც ემუქრება ან საერთოდ დასასრული მოვიდა;
- სახლი – ინდურ მკითხაობაში სერიოზული ცვლილებების ბარათი, რომელიც სახლთან, ოჯახთან და პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული.
- გზა – მოგზაურობა, გაყოფილი – მოგზაურობის გადადება მოგიწევთ;
- საკეტი – პრობლემა, რომელსაც ჯერ ვერ მოაგვარებთ;
- შეკრული ყელსაბამი – ინდურ მკითხაობაში უსიამოვნო ამბავს ნიშნავს;
- გველი – ჭორი ან ცილისწამება;
- ოქროს თევზი – დავა ან კამათი;
- ქვა – სიტუაციიდან გამოსავალი, პრობლემების გადაჭრა. გაყოფილი – გადაუჭრელი პრობლემები;
- ბეჭედი – მალე დაქორწინება ან ბედნიერი ქორწინება, მაგრამ ცუდი კარტის გვერდით ან გაყოფილი – ღალატის და პირად ცხოვრებაში სხვა უსიამოვნების შესახებ გაფრთხილებთ.
- ზარი – საიდუმლოებები შეინახეთ;
- კონვერტი – მოულოდნელი სიახლე, ბიზნესი;
- გვირგვინი – ერთ–ერთი საუკეთესო კარტი ინდურ მკითხაობაში, რომელიც წარმატებას და მიზნების მიღწევას ნიშნავს, გაყოფილი – მიზნებს ვერ მიაღწევთ;
- კოცონი – ძლიერი სიყვარული;
- ლოგინი გულის ფორმით – სიყვარულის ღამე;
- კიბე – წინსვლა, კარიერული წარმატება;
- მთვარე და ვარსკვლავები – ცხოვრებაში ცვლილებები, რომელი – მეზობელ კარტზეა დამოკიდებული;
- ელვა – მოულოდნელი და ნაკლებად სასიამოვნო ამბავი;
- მაკრატელი – მინიშნება, როგორ იმოქმედოთ გადაუჭრელ სიტუაციაში (დეტალები მეზობელ კარტებში ეძებეთ);
- არწივი – მხარდაჭერა, გავლენიანი და მდიდარი ადამიანი;
- სათვალე – გაფრთხილება, რომ თქვენს გვერდით ორპირი ადამიანია, თუ ვინ, ამას სხვა კარტები გეტყვით.
- პარაშუტი – შეუპოვარი ნაბიჯი, დახეული – რჩევა, რომ თამამად იმოქმედოთ, კონკრეტულად სად – მეზობელი კარტები გეტყვიან;
- იალქანი – ორჭოფი ადამიანის სიმბოლო ან რჩევას გაძლევთ, როგორ გახდეთ თავდაჯერებული.
- პინგვინი – მორცხვ ადამიანზე მიგითითებთ (თუ რას ნიშნავს თქვენთვის – პასუხი მეზობელ კარტებში მოძებნეთ);
- მტირალა თვალი – წარუმატებლობა, უსიამოვნება. მის გვერდი მდებარე კარტები მიზეზს გეტყვიან.
- ნალი – წარმატება;
- გაწყვეტილი სამკაული – გაშვებული შანსი, წარსული;
- ცისარტყელა – უზრუნველი, მხიარული დღეები;
- გული – სიყვარულზე მკითხაობისას ორმხრივ გრძნობას ნიშნავს, თუ გაყოფილ გულს ხედავთ – მეზობელ კარტებში დაშორების ან ურთიერთობის გაუარესების მიზეზი იპოვეთ.
- გული, ხანჯლით გახვრეტილი – სულიერ შოკს ერიდეთ;
- გული ისრით – ინდურ მკითხაობაში ცალმხრივ სიყვარულზე მიუთითებს;
- მზე – პოზიტივი, ძალების მოზღვავება;
- სკივრი – შემოსავალი ან საქმიანი ხარჯები;
- საათი – რჩევა, რომ არ იჩქაროთ და ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ;
- თავის ქალა – არაფერი საშიში (შედარებით). ინდურ მკითხაობაში დაღლილობის და ნერვული აშლილობის საფრთხის შესახებ საუბრობს. როგორ უნდა მოიქცეთ, ამას მეზობელ კარტებზე იპოვით;
- ღუზა – საქმის შეჩერება;