Connect with us

ჰოროსკოპი

ინდოელი ნათელმხილველის, ჰაიდახან ბაბაჯის ბოლო წინასწარმეტყველება. რა ელის სამყაროს

გსმენიათ ინდოელ ნათელმხილველზე, შრი ჰაიდახან ბაბაჯზე? ამბობენ, მისი ბოლო წინასწარმეტყველება 2024 წლისთვის ყურადღებას იმსახურებს. ის მთელ სამყაროს ეხება. გთავაზობთ გაიგოთ, როგორ მომავალს ხედავს მორიგი წინასწარმეტყველი ინდოეთიდან.

ბოლო წინასწარმეტყველება

შრი ჰაიდახან ბაბაჯი სულიერი მასწავლებელია, რომელიც ჰიმალაის მთების ძირში ცხოვრობს. მასზე ბევრი ინფორმაცია ცნობილი არაა, თუმცა ხალხს სჯერა, რომ ინდოელი მაჰავატარა ბაბაჯის, დიდი ინდოელი წმინდანის განსახიერებაა.

შრი ჰაიდახან ბაბაჯი არსაიდან გაჩნდა. 18 წლის იყო, როცა ხალხმა გაიგო ვიღაც ახალგაზრდაზე გამოქვაბულიდან. მომდევნო 14 წელი ქადაგებდა და ხალხს ჭეშმარიტ გზაზე აყენებდა. შემდეგ გაქრა. მისი სწავლება ეფუძნება ჭეშმარიტებას, უბრალოებას და სიყვარულს. მისი მთავარი მიზანი ხალხში ადამიანობის გაღვიძება იყო.

დადის ლეგენდები, რომ ბაბაჯი ადამიანის მატერიის მიღმა ცხოვრობს და სხვა ფორმებში ჩნდება იქ, სადაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ სხეული არაფერს ნიშნავდა. სული უფრო მნიშვნელოვანია. ინდოელებს სჯერათ, რომ მისი სული მარადიულად იცხოვრებს.

წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ თითოეულ ჩვენგანს დედამიწაზე საკუთარი მისია აქვს. ნამდვილად ბედნიერი გახდებით მაშინ, როცა შეწყვეტთ ეგოისტობას და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იცხოვრებთ. ახლობლებს თქვენი სიკეთე უნდა გაუზიაროთ და აჩვენოთ, როგორ განიცადონ სხვადასხვა ემოციები.

რაზე გვაფრთხილებდა შრი ჰაიდახან ბაბაჯი?

შრი ჰაიდახან ბაბაჯი ამბობდა, რომ სერიოზული ცვლილებების დრო მოდის. მას მახაკანტს უწოდებდა, რაც დიდ რევოლუციას ნიშნავს. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდი იქნება, რომ კაცობრიობის ისტორიაში სხვა მოვლენებს დაჩრდილავს.

რევოლუცია ყველა ქვეყანას შეეხება და მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის შეცვლას გამოიწვევს. ინდოელი ცვლილებებს დიდს უწოდებდა, რადგან შედეგად პლანეტაც შეიცვლება. „მოვა ღმერთი საშინელი ფორმით, რომ ძველი საზოგადოება და სტერეოტიპები გაანადგუროს. ის გაათავისუფლებს გზას მათთვის, ვინც ღმერთი თავის გულში იპოვა და ჭეშმარიტების, უბრალოების და სიყვარულის პრინციპით ცხოვრობს“ – ამბობს ბაბაჯი.

რთულ დროში გადასარჩენად საკუთარ ეგოზე მაღლა უნდა დადგეთ. ახლობლების დახმარებით, საკუთარ თავს ვეხმარებით. უმიზნოდ ვეღარ იცხოვრებთ. ხალხი ერთმანეთს უნდა ემსახუროს და კაცობრიობა ააღორძინოს. ამაში ბრძენი ასი პროცენტით დარწმუნებული იყო.

რას ამბობს რუსეთზე? ბოლო დროს ინტერნეტში ხშირია ინდოელი სპეციალისტების პროგნოზები რუსეთის მომავალზე. ყველა ერთხმად ამბობს, რომ რუსეთი უნდა აღდგეს. ხოლო ხალხში, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ძველი მსოფლმხედველობის კოლაფსი მოხდება.

ბაბაჯი თვლიდა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებისგან ძალიან განსხვავდებოდა. თითქოს, აქ ხალხი მზადაა ერთმანეთისთვის თავი გასწიროს. რუსებს შორის ბევრია ისეთი, რომელთაც სიცოცხლეშივე წმინდანი შეგვიძლია ვუწოდოთ. ნათელია, რომ ინდოელი რუსეთში არასდროს ყოფილა. საერთოდ, ასეთი პროგნოზი უფრო რუსული პროპაგანდის ნაწილს ჰგავს.

სხვათა შორის, ბაბაჯი აღნიშნავდა, რომ რუსეთში მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ. თითქოს იქ არის რაღაც სასწავლი, რადგან იქ ადამიანური ღირებულებების სიმდიდრე დამალულია. რამდენი წარმოუდგენელი აღმოჩენა! გჯერათ?

როგორი იქნება მომავალი?

მორალის გადაგვარების და ბოროტების ზეიმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. უახლოეს მომავალში სამყაროში მოხდება სერიოზული სტიქიური უბედურებები, რაც დედამიწის იერს შეცვლის. გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც ცხოვრების შეცვლას შეძლებენ.

დღეს ხალხი იტანჯება მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის, ჭეშმარიტების და სიკეთის პრინციპები დარღვეულია. ხელმძღვანელობენ ცრუ ღირებულებებით, რომელსაც ღმერთთან საერთო არაფერი აქვს. მთელ პლანეტას გადაყლაპავს კატაკლიზმები: ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი. შედეგად, ბევრი ქვეყანა გაქრება, მაგრამ არა რუსეთი. ხოლო ციმბირი პლანეტის საუკეთესო ადგილი გახდება. წარმოუდგენელია!

თავად გადაწყვიტეთ, ინდოელი წინასწარმეტყველის პროგნოზებს დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ თქვენს ადგილზე ციმბირისკენ ბილეთის აღებას არ ვიჩქარებდი.

Advertisement