Connect with us

ტესტები

ინგლისელი ფსიქოლოგის ტესტი ან რა დაინახეთ პირველად ამ შავ–თეთრ სურათზე

ერთი შეხედვით, ადამიანი საკუთარ თავს სხვებზე უკეთ იცნობს, თუმცა საკუთარი თავის შეცნობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ყველაზე რთული ამოცანაა. ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ თვალსაჩინო ნიშნებს, რაც შიგნით იმალება. Alltime.ge-ს რედაქცია სურათებით ტესტის გავლას გთავაზობთ, რომ თქვენი ქვეცნობიერიდან ზოგიერთი ფაქტი გამოაშკარავოთ.

ფსიქოლოგიური ტესტი სურათებით

ჩვენი ქვეცნობიერი საინტერესო საკითხებს ხშირად მალავს. ფსიქოლოგები მათ ზედაპირზე ამოსატანად სხვადასხვა ტესტს იყენებენ. ერთ–ერთი ასეთი რორშახის ტესტია. თუმცა მისგან მსგავს ზუსტ შედეგებს ნუ ელოდებით. ფსიქოლოგთან სრულფასოვან საუბარს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ საკუთარ თავზე რაღაც ახალს გაიგებთ.

ტესტის იდეა იმაშია, რომ ორაზროვანი სურათის შემხედვარე ტვინი გამოსავალს პოულობს იმის მიხედვით, რაც ქვეცნობიერშია. ამრიგად, პირველი, რასაც სურათზე დაინახავთ, ბევრს ამბობს იმაზე, თუ ვინ ხართ სინამდვილეში.

ტესტი სურათებით: შედეგები

მოდით, ტესტზე გადავიდეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, მოდუნდით და სურათს შეხედეთ. აქ, სწორი ან არასწორი პასუხი არაა. სურათს შეხედეთ. რა დაინახეთ პირველად? შედეგიდან გამომდინარე პასუხი მიიღეთ.

შეყვარებული წყვილი

სავარაუდოდ, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც აქ და ახლა გადაწყვეტილების მიღება უჭირს. სანამ არჩევანს გააკეთებთ, თავში ასობით ვარიანტს განიხილავთ, ბევრ დროს ხარჯავთ იმაზე, რომ ყველა შედეგი განიხილოთ. რაც უფრო მეტი დრო გაქვთ გადაწყვეტილების მისაღებად, ქვეცნობიერი მით უარეს სცენარს მოგცემთ. ასე ნაკლებად რისკიან გამოსავალს პოულობთ.

ადამიანების ნდობა გიჭირთ. ფიქრობთ, რომ მათ ყველაფერზე დაფიქრება და გააზრებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. სხვები ზედმეტად ფრთხილ და ორჭოფ ადამიანად მიგიჩნევენ. ამის გამო საქმიანი და პირადი ურთიერთობის აწყობა გიჭირთ.

ასეთი ცუდია? არა მგონია. თითოეულს აზროვნების საკუთარი მეთოდი აქვს და ცუდი არაფერია, რომ თავი დაიზღვიოთ. თუმცა უნდა დაფიქრდეთ და გაარკვიოთ, საიდან მოდის ზედმეტი სიფრთხილე. შესაძლოა, ამ მშფოთვარე ფიქრების მიღმა რაღაც სხვაც იმალება.

აფეთქება

შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის სული ხართ. თუ სადმე ჩნდებით, ხალხი ყოველთვის ყურადღებას გაქცევთ. გარშემომყოფებს თქვენი ძლიერი ენერგია იზიდავთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ. შეიძლება ითქვას, რომ შექება გჭირდებათ. სხვების აზრზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ. საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა არ გაქვთ.

სხვებს ნამდვილ მეს უმალავთ, ნამდვილ ემოციებს ნიღბის ქვეშ მალავთ. ფიქრობთ, რომ ნამდვილი გრძნობა სხვებს დაგაშორებთ. საკუთარ თავს მუდმივად აკრიტიკებთ და ვიღაც სხვა ადამიანად გახდომას ცდილობთ. საკუთარი თავის საზიანოდ სხვებზე ზრუნავთ. ხშირად აკეთებთ იმას, რაც მათ სურთ და არა თქვენ. მენდეთ, ამავე სულისკვეთებით გაგრძელება საჭირო არაა.

ბევრი ადამიანია, ვინც ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც ხართ. სხვების სიამოვნებისთვის საკუთარი ოცნებები და სურვილები არ უგულებელყოთ. საკუთარი თავისთვის ცხოვრება სცადეთ. საჭირო ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გვერდით დარჩება. გაარკვიეთ, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სხვების აღიარება. როცა ამას მოიშორებთ, იგრძნობთ, რომ მსუბუქად სუნთქავთ.

თითოეულ ჩვენგანში არის იდუმალი მხარე, რომელსაც ხშირად საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებთ. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დროულად აღმოაჩინოთ და გაარკვიოთ, რა იმალება. ასე ბევრი თქვენი ქცევის მიზეზს გაიგებთ. ამის გარეშე გზა შემსუბუქდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფსიქოლოგიური ტესტი სურათით ამ გზაზე წინ წაგწევთ.

გახსოვდეთ, ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ. თუ დამოუკიდებლად გარკვევა გიჭირთ და ხედავთ, რომ ვერ უმკლავდებით, სპეციალისტს შეგიძლიათ მიმართოთ. არაფერია ცუდი, რომ ფსიქოლოგს დახმარებისთვის მიმართოთ. პირიქით, ეს საკუთარ თავზე ზრუნვის გამოხატვაა. მენდეთ, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

Advertisement