Connect with us

ჯანმრთელობა

იმუნიტეტის პროგრამა: 5 ნაბიჯი, რომ ზამთარს შეიარაღებული შეხვდეთ

რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, იმუნიტეტის გაძლიერების თემა უფრო ხშირად მხვდება. კვების გამრავალფეროვნებას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინები მივაწოდო. ბუნებრივია, ზამთარში სათბურის ხილი და ბოსტნეული იმდენი სასარგებლო ნივთიერებით ვერ დაიკვეხნის, როგორც ღია ნაკვეთზე მოყვანილი. როგორ გავზარდოთ იმუნიტეტი?

სამწუხაროდ, ვიტამინების მარაგს ვერ ვაგროვებთ. უკვე ზამთრის დასაწყისში ორგანიზმი პოზიციებს თმობს. დაღლილობას, ძილიანობას ვგრძნობთ, სურდოს მიმართ მგრძნობელობა იზრდება. მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ შემოდგომიდანვე ვირუსული შეტევისთვის მოემზადოთ. აი, 5 ყველაზე ეფექტური მეთოდი.

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი

1. ლიმონიანი თბილი წყალი ყოველ დილით. თქვენი დღე ამ სასმელით დაიწყეთ და მხნეობას იგრძნობთ, თან კუჭს გააღვიძებთ. ლიმონი აუცილებელ C ვიტამინს შეიცავს. ლიმონიან წყალზე უარი თქვით, თუ მჟავიანობის პრობლემები, კუჭის წყლულები და სხვა სერიოზული დაავადებები გაქვთ.

2. ფერადი ხილი და ბოსტნეული. ყველამ არ იცის, რომ პროდუქტების ქიმიური შემადგენლობა ნაწილობრივ მის ფერზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ადამიანს წითელ ხილზე ალერგია აქვს. სამაგიეროდ, მწვანე ვაშლი და ყვითელი პომიდორი მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ. ყოველდღიურ რაციონში ფერადი ხილის და ბოსტნეულის ჩართვა მნიშვნელოვანია.

3. სუფთა ჰაერი. წლის თბილ სეზონზე ფანჯარა მთელი დღით ვაღებთ. სიცივე და წვიმა სახლში გამოკეტვას გვაიძულებს. სუფთა ჰაერის არ ქონა ორგანიზმს ასუსტებს. მოკლე გასეირნება მოიწყვეთ ან შენობა რეგულარულად გაანიავეთ.

4. სირბილი და ფიზიკური აქტივობა. მოძრაობა სიცოცხლეა. ბევრი თანამედროვე პროფესია მჯდომარე მუშაობას უკავშირდება. მუდმივი პასიურობა თანდათან კუნთების დეფორმაციას და სისხლის მიმოქცევის შენელებას იწვევს. ასე მთელი იმუნური სისტემა სუსტდება. მუშაობის დროს ხშირად შეისვენეთ და ხუთი წუთით კუნთები გაახურეთ ან სახლში ფეხით გაიარეთ. ნებისმიერი კარდიოვარჯიში ორგანიზმის დაცვის უნარს ზრდის.

5. ვიტამინები. იმუნიტეტმა სეზონურ ვირუსებთან გამკლავება რომ შეძლოს, მხოლოდ C ვიტამინი საკმარისი არაა. ანტისხეულების წარმოებაზე E ვიტამინია პასუხისმგებელი, კარგ განწყობაზე – D ვიტამინი. სხვათა შორის, ბოლო ვიტამინი შეგიძლიათ მზისგან მიიღოთ. შემოდგომა–ზამთრის სეზონზე მისი დეფიციტი ყოველთვის გვაწუხებს.

აფთიაქში შეგიძლიათ თითოეული ვიტამინი ცალ–ცალკე ან მთელი ნაკრები იპოვოთ. ყველაფრის უზომოდ მიღება არ ღირს. თავდაპირველად, დიაგნოსტიკა გაიარეთ. ასე მიხვდებით, თუ რა სჭირდება თქვენს ორგანიზმს.

ეს ძირითადი წესებია, რომელიც სრული დაცვის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ მათი დახმარებით დაავადებებთან ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად იზრდება. სიას დაუმატეთ კარგი ძილი, სტრესის შემცირება და მავნე ჩვევების მოშორება. ასე სასიცოცხლო ძალების მატებას იგრძნობთ. ვაღიარებ, რომ შარშან ავად საერთოდ არ გავმხდარვარ. ცუდი მაჩვენებელი არაა, მეთანხმებით? თუ იცით, როგორ გავზარდოთ ორგანიზმის იმუნიტეტი, საიდუმლო მეთოდები გაგვიზიარეთ!