სხვა
იმუნიტეტის გასაძლიერებლად მეტი ჭარხალი მიირთვით
თუ ჭარხლის ჭამას მიჩვეული არ ხართ, დროა ის თქვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელ ნახილად აქციოთ. წითელი ჭარხალი გლუკოზის დონეს ნორმაში აყენებს, გეხმარებათ გახდომაში და რაც მთავარია – აძლიერებს იმუნიტეტს.
100 გრამი ჭარხლის საკვები ღირებულება:
- 43 კალორია
- 0 გრამი ცხიმი
- 0 გრამი ქოლესტერინი
- მარილი: 106 მილიგრამი (დღიური ნორმის 4%)
- ბოჭკო 4 გრამი (დღიური ნორმის 15%)
- ნახშირწყლები 13 გრამი (დღიური ნორმის 4%)
- შაქარი 9 გრამი
- ცილა 2 გრამი
ჭარხლის დადებითი თვისებები:
1. ამცირებს არტერიულ წნევას
ის გვეხმარება არტერიების გაფართოებაში და ამცირებს გულისცემას. სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ჭარხალი სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
2. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს
ჭარხალი ხსნად ბოჭკოს, ფლავონოიდებს და ბეტა ციანის შეიცავს, სწორედ ეს უკანასკნელი კომპონენტი აძლევს მას წითელ ფერსა და სპეციფიურ სუნს.
ჭარხალი გვეხმარება ქოლესტერინის დონის შემცირებაში და ის არ აძლევს მას არტერიის კედლებზე დარჩენის საშუალებას, ეს კი გულის შეტევებისა და ინსულტისგან გვიცავს.
3. ძალიან სასარგებლოა ორსულთათვის
ჭარხალს ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობა აქვს. ის აუცილებელია ორსული ქალებისთვის, რადგან ბავშვს სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს.
4. გვეხმარება ოსტეოპოროზთან ბრძოლაში
ჭარხალი მდიდარია კრემნიუმით, რომელიც ორგანიზმის მიერ კალცის ათვისებას უწყობს ხელს. კალცი ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ჭიქა წითელი ჭარხლის წვენი მოგაცილებთ ოსტეოპოროზს და დაიცავს ძვლების ჯანმრთელობას.
5. აკონტროლებს დიაბეტს
ადამიანებს რომლებიც დიაბეტისგან იტანჯებიან, შეუძლიათ საკვებში წითელი ჭარხალი დაამატონ. მას დაბალი ჰიპოგლიკემიური ინდექსი აქვს და გლუკოზის დონეს აკონტროლებს, აქვეითებს მადას. ჭარხალი ცოტა კალორიას შეიცავს.
6. კურნავს ანემიას
ჭარხალი რკინის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს. რკინა ხელს უწყობს ჰემაგლუტინინის გამომუშავებას, რომელიც ჟანგბადის სხულის სხვადასხვა ნაწილებში ტრანსპორტირებას უწყობს ხელს.
7. ხსნის დაღლილობას
ჭარხალი სასიცოცხლო ძალის შენარჩუნებაში გვეხმარებას, ის ჟანგბადს სხეულის ყველა ნაწილამდე მიღწევაში უწყობს ხელს, შესაბამისად ის ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლი უნარსაც მაღლა წევს.
8. აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას
ჭარხლის წითელი წვენი ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს 16%-ით აუმჯობესებს. მას შეუძლია გონების სისუსტე შეაჩეროს და გააუმჯობესოს ტვინის საერთო მოქმედება.