თავის მოვლა
იმისთვის რომ კანი გლუვი და მკვრივი იყოს გაიკეთეთ თვითმასაჟი
კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალისტთან ვიზიტი საჭირო არ არის, შეგიძლიათ მასაჟი თავად გაიკეთოთ.
რჩევები:
- ხელის მასაჟი – თითის წვერებიდან ზემოთ – იღლიის მიმართულებით კეთდება.
- ფეხები ქვემოდან ზემოთ დაიმასაჟეთ, დაიწყეთ ფეხის თითებიდან.
- მკერდსის მასაჟი ცენტრიდან იღლიებისკენ.
თვითმასაჟის ძირითადი წესები:
- მასაჟი დაზელვით დაიწყეთ და დაამთავრეთ. დაწოლის დონე თავად განსაზღვრეთ – თქვენი შეგრძნებების მიხედვით. ეს მეთოდი სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენეთ: სწორხაზოვნად, წრიულად, სპირალისებურად ან ზიგზაგურად.
- მასაჟის ძირითადი მეთოდი: დაზელვაა, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მატებს ელასტიურობას, გაიწოვება ცელულიტი. დაზელვა შეგიძლიათ თიტებით ან ხელის გულიოთ გაიკეთოთ.
- მასაჟში კანის წელვაც ჩართეთ. ამისთვის კანი გაწელეთ და გაუშვით ხელი. ამ დროს კუნთის ბოჭკო ელასტიური ხდება, აქტიურდება კანის კვება, შორდება ნახშირორჟანგი და რძემჟავა.
- ცელულიტის წინააღმდეგ ჩქმეტები დაგეხმარებათ. თავიდან გაგიჭირდებათ, შემდეგ კი ცელულიტი მცირდება და პროცესიც იოლად მიდის.
- აჯობებს მასაჟი აბაზანის, შხაპის ან სპორტული დატვირთვების შემდეგ გაიკეთოთ!
მასაჟი კვირაში მინიმუმ 3-4-ჯერ ან უმჯობესია ყოველდღიურად გაიკეთოთ, მას დღეში 10-15 წუთი დაუთმეთ.