Connect with us

ჯანმრთელობა

იდუმალი ინფექცია, რომელიც „ჩუმად“ მთელ დედამიწას იპყრობს

2009 წელს ხანდაზმულ იაპონელ ქალს სოკო Candida-ს ადრე უცნობი სახეობა აღმოუჩინეს. მას Candida auris უწოდეს. 2 წლის შემდეგ ამ საფუარის ტიპის მიკროორგანიზმი სამხრეთ კორეაში იყო დარეგისტრირებული, ამის შემდეგ კი აზიაში უფრო გავრცელდა. აშშ-ში დაინფიცირების პირველი ნიშნები 2013 წელს აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის ნიუ-იორკის შტატში C.auris-ით დაინფიცირების 309 შემთხვევაა დაფიქსირებული, ილინოისში – 144, ნიუ-ჯერსში – 104. მთელ ქვეყანაში 587 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ციფრები მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სოკო ნებისმიერი ასაკის ადამიანს აზიანებს. C.auris ადამიანის სხეულში ვითარდება და ინფექციის მიზეზი ხდება, მათ შორის სისხლის დაბინძურების – ანუ იმ დაავადებებს იწვევს, რომლებიც მკურნალობის გარეშე ფატალური შედეგით სრულდება.

ამავდროულად, მისი მოშორება საკმაოდ რთულია: სოკო პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადია. თავისი არსით, მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ხშირი მიღება გახდა: წამლის „დაბომბვის“ საწინააღმდეგოდ მიკროორგანიზმები მუტაციას განიცდიან და წამლებზე რეაგირებას წყვეტენ.

რისკ-ჯგუფში სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები ხვდებიან: ჩვილები და ხანდაზმულები, ასევე ისინი, რომლებმაც ოპერაცია გადაიტანეს. სოკოთი დაინფიცირებულ ადამიანთა 60% უკვე გარდაიცვალა.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ყველა მათგანს სერიოზული დაავადებები ჰქონდათ, თუმცა სწორედ C.auris-ის არსებობამ ეფექტურ მკურნალობას ხელი შეუშალა. მათ მიერ გამოწვეული ინფექციების 90% ერთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატზე არ მოქმედებს, 30% – ორ ან მეტზე. გარდა ამისა, C.auris-ის ზუსტად დადგენა რთულია, მაგრამ თუ Candida-ს სხვა სახეობის სოკოზე მკურნალობას დაიწყებთ, პაციენტის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.

სოკო ინფიცირებულ ზედაპირთან ან ადამიანთან კონტაქტის შემდეგ აქტიურად ვრცელდება. ამასთან ძალიან აგრესიულია.

გასულ წელს, ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში C.auris-ით გამოწვეული გართულებების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა. ანალიზმა აჩვენა, რომ სოკოთი მთელი პალატა დაინფიცირებული იყო – არა მხოლოდ ლოგინი და საწოლის თეთრეული, არამედ ფარდებიც და ჭერიც. საავადმყოფოსთვის მთელი ოთახის დემონტაჟი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ოთახის სტერილიზაცია.

ამასთან, ეს მხოლოდ ერთი დიაგნოსტირებული შემთხვევაა, ხოლო სოკოს მატარებელი შეიძლება მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყოს. სპეციალისტები ეჭვი არ ეპარებათ, რომ C.auris ჯანმრთელ ადამიანებშიც არსებობს, უბრალოდ მათი იმუნური სისტემა სოკოს მოქმედებას აკავებს.

პირველი სიმპტომებია – სიცხე, ტკივილი და დაღლილობა. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება. დაავადება შეიძლება სასიკვდილო იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სოკო სისხლში, ტვინში ან გულში გავრცელდა. ამის გამო შეიძლება გართულებები წარმოიქმნას, კერძოდ, Candida auris-მა შეიძლება სეფსისი გამოიწვიოს.

იმის გათვალისწინებით, რომ სოკოს არსებობის დროს ადამიანს სხვა ძირითადი დაავადება აქვს, დამოუკიდებლად C.auris-ის სიმპტომების სხვა დაავადებებისგან გარჩევა რთულია. C.auris-ის ინფექციის გამოვლენას მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით შეძლებთ.