Connect with us

კულინარია

იდეები ტორტისა და ღვეზელების მოსართავად

სახლში ტორტის მომზადება დისახლისისთვის ყოველთვის გამოწვევაა. რით შეაზავოს, რომელი კრემი მოამზადოს და რაც მთავარია როგორ მორთოს თავისი ქმნილება?! ყველას უნდა, რომ საზეიმო ტორტი არა მარტო გემრიელი, არამედ ლამაზიც იყოს.

აღმოჩნდა, რომ დესერტის ლამაზი გაფორმება სახლის პირობებში არა მარტო შესძლებელია არამედ ძალიან მარტივიც არის. ცოტაოდენი ფანტაზია და შთაგონება გვჭირდება და ტორტი ყველა სტუმარს დაამახსოვრდება. თქვენთვის 8 იდეა მოვამზადეთ, რომელსაც ნებისმიერი დიასახლისი გაუმკლავდება.

განვიხილოთ დესერტების გაფორმების იდეები

1. თუ ცოტა დრო გაქვთ და დესერტის გაფორმების გარეშე მიტანა არ გსურთ, ჩვენი რჩევა გამოიყენეთ, მას დაფხვნილი კაკალი და შოკოლადი მოაყარეთ. ნამდვილად დახვეწილი გამოდის!

2. ღვეზელის გასაფორმებლად ქაღალდის ხელნაკეთობები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთადერთი პირობაა – სწორად და აკურატულად გამოჭრათ, თუ თქვენი ზეიმი შემოდგომაზეა, შეგიძლიათ ქაღალდისგან ნეკერჩხლის ფოთოლი გამოჭრათ, დადოთ ღვეზელზე და შაქრის პუდრა ან კაკაო მოაყაროთ. ეს საშუალება მაშინაც გამოგადგებათ თუ ტორტს თქვენს პატარასთან ერთად ამზადებთ. გარწმუნებთ მას პროცესი ძალიან მოეწონება!

3. მაღაზიის ტორტებზე ხშირად შეხვდებით შოკოლადის დეკორს. უბრალოდ მისი მომზადება დამოუკიდებლადაც შეიძლება. ამისთვის საკმარისია შავი შოკოლადი გაადნოთ ორთქლის აბაზანაზე და საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით საჭირო ფორმა დახატოთ. როდესაც შოკოლადი გაცივდება, ფრთხილად აწიეთ ფიგურები და ტორტზე მოათავსეთ. რეკომენდებულია პატარა ფორმები გააკეთოთ რადგან დიდები იოლად ტყდება.

4. შოკოლადის ტორტის მოსართავად იდეალურად წავა ფორთოხლის დაჭრილი ცედრა ან ცუკატი. ძალიან ლამაზი გამოვა.

5. ტორტები არაჟანზე, მაგალითად თაფლის და სტაფილოს ტორტი, შეიძლება თეთრი შოკოლადით ან ჭიქურათი მორთოთ, შემდეგ დაფხვნილი ნუში ან ნებისმიერი თხილეული მოაყაროთ თქვენი გემოვნებით.

6. გოგრის უჩვეულო ღვეზელის მოსართავად იდეალურია გოგრის თესლის, გამხმარი მოცვისა და ამერიკული თხილის ნაკრები.

7. ჟელე – ერთ-ერთი კლასიკური ვარიანტი ტორტის გაფორმებისთვის. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ ჟელატინი წვენში გახსნათ ან შეძენილი ფხვნილი გამოიყენოთ. თუ გსურთ ტორტის იმ გზით მორთვა სცადოთ როგორიც სურათზეა მოყვანილი – მაშინ საკვების შესანახი ცელოფანი დაგჭირდებათ. აუცილებელია მასში მჭიდროდ შეახვიოთ დესერტი, რათა მან ფორმა მიიღოს ჟელეს ჩასასხმელად.

8. გახსნილი ღვეზელების მოსართავად შეგიძლიათ მორჩენილი ცომისგან ფიგურები გამოაცხოთ. დარჩენილი ცომისგან მოზილეთ ბურთულა, გააბრტყელეთ და პატარა ორცხობილები გამოჭერით. შემდეგ ისინი ღვეზელზე დაალაგეთ მისი ცხობის დასრულებამდე 25-30 წუთით ადრე, რადგან მისი ზომის გამო ისინი უფრო სწრაფად მომზადდებიან ვიდრე თავად ღვეზელი.

ტორტის ან ღვეზელის მორთვა სახლის პირობებში დიდ დროს არ წაიღებს, მაგრამ მისგან ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ! განსაკუთრებით სასიამოვნო მისი ბავშვებთან ერთად გაფორმებაა. გახსოვდეთ, რომ დეკორი – შემოქმედებითი პროცესია რომელსაც მოსაწყენი წესები არ უხდება. გააკეთეთ ექსპერიმენტები და გარწმუნებთ – აუცილებლად გამოგივათ!!!

Advertisement