Connect with us

ყვავილები

იდეები, რითი გავაკეთოთ ვერტიკალური კვლები. აიღეთ და გააკეთეთ!

აივნის და ლოჯიას მორთვის სურვილი შესანიშნავი იდეის დაბადების წერტილი გახდა. ასე გაჩნდა პირველი ვერტიკალური კვლები. შემოქმედებითი მებოსტნეები, რომლებიც პატარა ნაკვეთს ფლობენ, უფრო შორს წავიდნენ. მათ ვერტიკალური კვლების გაკეთება ისწავლეს ყველაფრიდან, რაც გამოდგება.

მინიმალური ხარჯით შეძლებთ ბევრი სხვადასხვა ყვავილი და ნაყოფიერი კულტურა გაზარდოთ. ვერტიკალურ კვლებს ბევრი უპირატესობა აქვს. ეფექტური გარეგნობის და კომპაქტურობის გარდა, ასეთ კვლებზე ზრუნვა უფრო მარტივია. კვლების საშენი მასალის არჩევანი ფანტაზიისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. აი, რამდენიმე საინტერესო იდეა ბაღისა და ბოსტნისთვის.

იდეები ვერტიკალური კვლებისთვის

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ვერტიკალური კვლები პრაქტიკულად ნებისმიერი რამისგან შეიძლება გააკეთოთ. მათ კედლის, ღობის და ცალკე დასასვენებელი ზონის დეკორატიულ ელემენტად იყენებენ. ამასთან მწვანილის და მარწყვის გასაზრდელად შესანიშნავი მეთოდია.

ვერტიკალური კვლები მილებიდან

ბევრი ვერტიკალური კვლების შესაქმნელად უპირატესობას მილებს ანიჭებს. ხშირად პლასტმასის მილები გამოიყენება. მათთან მუშაობა მარტივია და ისინი ლითონის მილებთან შედარებით უფრო მსუბუქია. მილებით კვლებს ორი მეთოდით აკეთებენ: ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.

ჰორიზონტალური კონსტრუქციისთვის 10-15 სმ დიამეტრის მილები გამოიყენება. მათ შუაზე ჭრიან და გარკვეულ სიმაღლეზე ერთმანეთის ზემოთ ამაგრებენ. კვლები სურნელოვანი ბალახის და დეკორატიული ყვავილის გასაზრდელად გამოგადგებათ.

ვერტიკალური მეთოდის შემთხვევაში მილს მთელ სიგრძეზე 15-20 სმ-ს დაშორებით ხვრეტენ. შემდეგ მილს მიწაში მარხავენ და აფიქსირებენ. ამის შემდეგ მილში მიწას ყრიან და ნახვრეტებში თესლებს ან ნერგებს რგავენ. ეს სისტემა დამატებით მორწყვას საჭიროებს. ასე, რომ სჯობს თითოეულ მილში ნახვრეტებიანი შლანგი ჩადოთ, რომლითაც წყლის მიწოდებას შეძლებთ.

ვერტიკალური კვლები ბოთლებიდან

რამდენიმე პლასტმასის ბოთლი ყოველთვის ხელთ გვაქვს. ასე, რომ მინი-ბოსტანი რატომ არ უნდა მოვაწყოთ? ერთნაირი ფორმის დიდი ორლიტრიანი ბოთლები გამოიყენეთ. მათ შუაზე ჭრიან ან ერთი მხრიდან ნახვრეტს უკეთებენ. მიწით ავსებენ და ხის ან ლითონის ჩარჩოზე ამაგრებენ.

ხის პალეტები

ძველი ხის პალეტის ლამაზი კვლები ნებისმიერ აგარაკის ნაკვეთს დაამშვენებს. კონსტრუქცია აივანზეც ლამაზი იქნება. ერთადერთი მინუსი – მიწის შეცვლა. ამისთვის პალეტის დაშლა მოგიწევთ.

ავტომობილის ბორბალი

ძველი ბორბლის ლამაზ ლანდშაფტის დიზაინად ან მცენარის ქოთნად გადაქცევა ძალიან მარტივია. სხვადასხვა ზომის ბორბლები მიწით გაავსეთ და პირამიდის ფორმის მსგავსად ერთმანეთს დაადეთ.

პლასტმასის ყუთები

ვერტიკალური კვლები შეგიძლიათ ჩვეულებრივი, პლასტმასის ყუთებიდან გააკეთოთ. ამ მეთოდით მთელი მწვანე კედლის აშენებას შეძლებთ.

ვერტიკალური კვლები ტომრებიდან

ნაჭრის ტომრები ყველაზე უფრო ყვავილების გასაზრდელად გამოგადგებათ. მიწით სავსე ტომრებს ვერტიკალურ საყრდენზე კავებით ამაგრებენ. რამდენიმე ნახვრეტს აკეთებენ და თესლს თესავენ.

სამშენებლო ბადე

ბადე 80-100 სმ დიამეტრის მილისებრად შეკარით. მიწა რომ არ გადმოიყაროს, წრე თივი ან აგროფირით დაფარეთ. მიწა ჩაყარეთ და კვალი მზადაა.

ქოთნები ყვავილებისთვის

ქოთნებიდან შეგიძლიათ წარმოუდგენელი კომპოზიცია შექმნათ. მაგალითად, ძველი ხე მორთოთ ან ცოტა ჯადოქრობა გამოიყენოთ.

რიგი უპირატესობის მიუხედავად, ვერტიკალურ კვლებს თავისი ნაკლოვანებაც აქვს. მასში განვითარებული ფესვების სისტემის მქონე მცენარის დარგვა არ შეიძლება. კვლები ხშირად უნდა მორწყათ და გამოკვებოთ. ასეთი კვლები მხოლოდ ერთწლიანი მცენარეებისთვის გამოდგება. და მაინც, პატარა ნაკვეთზე სივრცის ასე ორგანიზება ძალიან პოპულარულია. თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ?