Connect with us

ვიდეო

იდეალური, ძალიან გემრიელი და არომატული პლომბირი საკუთარი ხელით. გამაგრილებელი დესერტი მინიმალურ დროში

ტკბილი გამაგრილებელი ნაყინი ბავშვებისა და უფროსების საყვარელი დელიკატესია. მაღაზიაში ნაყიდი ნაყინი კონსერვატებით, საღებავებით, არომატიზატორებით და სხვა მსგავსი ქიმიკატებით არის სავსე, სწორედ ამიტომ, სახლში პლომბირის მომზადების რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება. ნაყინის მოსამზადებელი სპეციალური მოწყობილობის გარეშე, იდეალური კრემის ტექსტურის მისაღებად ნამდვილად ჯადოსნური რეცეპტია საჭირო.

დღეს გიამბობთ, როგორ უნდა მოამზადოთ შოკოლადის პლომბირი სახლის პირობებში, რომ ოჯახის წევრები ამ დელიკატესით გაანებივროთ. მომზადების სიჩქარე და მინიმალური ინგრედიენტები ნამდვილად გაგაოცებთ.

პლომბირი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 300 მლ შესქელებული რძე
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები (25%-იანი ცხიმიანობით, ნაკლები არა)
  • 90 გრ რძიანი შოკოლადი
  • ერთჯერადი ქაღალდის ჭიქა
  • ხის ან პლასტმასის ჩხირები

მომზადება:

1. ნაღები ღრმა თასში ჩაასხით და ფუმფულა მასის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ. მოცულობა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

2. ნაღებში ნელ-ნელა შესქელებული რძე ჩაასხით და კომპონენტები ერთმანეთს აურიეთ. ნაყინი საკმაოდ ტკბილი გამოგივათ, ამიტომ შეგიძლიათ უფრო ნაკლები შესქელებული რძე გამოიყენოთ.

3. მიღებული ნარევი ჩამჩის დახმარებით მოსახერხებელ ჭურჭელში გადაიტანეთ.

4. შოკოლადი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.

5. გამდნარი შოკოლადი თითოეული ჭიქის კედლებსა და ფსკერზე ნაზად გადაანაწილეთ. შოკოლადის ნარჩენები კვლავ თასში ჩაასხით, კედლებზე მხოლოდ თხელი ფენა დატოვეთ.

6. ჭიქა საყინულეში 10 წუთით შედგით. ეს დრო საკმარისია, რომ კედლებზე შოკოლადი კარგად გამაგრდეს.

7. ჭიქა ნაყინით აავსეთ, თითოეული ჭურჭლის ცენტრში ჩხირი ჩადეთ და საყინულეში 5 საათით შედგით, უმჯობესია თუ მთელი ღამე გააჩერებთ.

8. როცა პლომბირი გაიყინება, მუყაოს ჭიქა ოდნავ გაჭერით და ფრთხილად მოაშორეთ.

9. ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ პლომბირი სახლის პირობებში მარტივი ინგრედიენტებისგან. ტკბილი კრემის ნაყინი პირველივე ჩაკბეჩაზე თქვენს გულს დაიპყრობს.

10. სხვათაშორის, შოკოლადის გარსის გაკეთება საჭირო არაა. შეგიძლიათ მხოლოდ ნაღების მასა გაყინოთ და სუფრაზე დაჭრილ ხილთან, კენკრასთან და სხვადასხვა სიროფებთან ერთად გაიტანოთ.

სახლის პირობებში ძალიან ნაზი, არომატული და კრემის ტექსტურის მქონე ნაყინი გამოგივათ, რომელიც მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.